imedi /  14 მარტი 2017, 17:06 / სანდო წყარო

iPhone 7-ზე Windows XP აამუშავეს

YouTube-ს მომხმარებელმა Hacking Jules-მა, თავის არხზე ვიდეო ატვირთა, სადაც ჩანს, თუ როგორ მუშაობს Windows XP-ი iPhone 7-ზე.

Windows XP-თვის ბლოგერმა iBox-ის ემულატორი გამოიყენა, რომელიც DOSBox-ის პროგრამაზეა დაყენებული.

იმისათვის რომ დაემტკიცებინა, რომ ნამდვილად ბოლო გამოსვლის სმარტფონს იყენებდა, ბლოგერმა ინტერფეისის ღილაკი Home აჩვენა, რომელიც მხოლოდ iPhone 7-ზე აისახება. გარდა ამისა ვიდეოში ჩანს, რომ მოწყობილობაზე დაყენებულია iOS 10.2.1-ის ბოლო ვერსია. 

 

კომენტარები ()