imedi /  14 მარტი 2017, 18:23 / სანდო წყარო

მეცნიერები: ვისაც შვილი ჰყავს უფრო დიდხანს ცოცხლობს

შვედ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მშობლები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე უშვილოები. მათი ცნობით, 60 წლის შემდეგ, სიცოცხლის ხანგრძლიობას შორის განსხვავება 2 წელი ხდება. კვლევას ვრცლად გამოცემა EurekAlert!-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ ეს განსხვავება ქალებზე მეტად, კაცებში შეიმჩნევა. მეცნიერები ამის მიზეზად განათლებას ასახელებენ. უშვილო კაცები 60 წლის ზემოთ, ქალებზე ნაკლებად განათლებულები არიან და საკუთარი თავის იმედიც ნაკლებად აღენიშნებათ.

ასეთ დანსკვნამდე 4 წლიანი კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომლის დროსაც აკვირდებოდნენ 60 წელს გადაცილებულ შვედ 704 000 კაცს და 725 000 ქალს.

პროფესორები ხაზს უსვამენ წლოვანების ფაქტორს, რომ განსხვავება უშვილოებსა და მშობლებს შორის მხოლოდ სიბერეში იჩენს თავს. 

კომენტარები ()