imedi /  16 მარტი 2017, 15:21 / სანდო წყარო

ჰაკერებმა WhatsAp-ისა და Telegram-ის გატეხვის ახალი მეთოდი მოიფიქრეს

ჰაკერებმა WhatsApp-ისა და Telegram-ის ექაუნთების გატეხვის ახალი მეთოდი მოიფიქრეს. ისინი სოციალურ ქსელს კოდირებული სურათის გამოყენებით ტეხავენ. ინფორმაციას Chek Point ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ჰაკერები მომხმარებლებს უგზავნიან, ერთი შეხედვით, უწყინარ ფოტოს, რომელიც მომხმარებელს ისეთ გვერდზე ამისამართებს, საიდანაც ჰაკერებს იუზერების ექაუნთებზე სრული წვდომის შესაძლებლობა ეძლევათ.

ამ მეთოდით იუზერის პროფილის გატეხვის შემთხვევაში, ჰაკერებს შეუძლიათ ნახონ მომხმარებლების მიმოწერა, კონტაქტები, შენახული სურათები და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, ჰაკერებს, მომხმარებლის სახელით, მესიჯების გაგზავნაც შეუძლიათ. 

როგორ უნდა დაიზღვიონ იუზერებმა თავი ჰაკერების შემოტევისგან?

სპეციალისტები ორ რეკომენდაციას აძლევენ მომხმარებლებს. პირველი - დროგამოშვებით იუზერებმა უნდა გამორთონ (Log-out) და თავიდან შევიდნენ (Log-in) WhatsApp-სა & Telegram-ში. ეს საშუალება მისცემს მომხმარებლებს აკონტროლონ მათი მოწყობილობები. მეორე რჩევაა, რომ არ გახსნან უცხო ადამიანებისგან გაგზავნილი ფოტოები, ლინკები ან ნებისმიერი სხვა ტიპის გამოსახულებები. 

ონლაინ-თაღლითები ინტერნეტის მომხმარებლებისთვის პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემების გამოსაძალად Gmail-ის სისტემასაც იყენებენ. ამ შემთხვევაშიც, მომხმარებელმა არ უნდა გახსნას, წერილზე მიბმული ფაილი, რომელიც Google sign-in ფანჯარაში ამისამართებს და, ხელახლა შესასვლელად, პაროლისა და მომხმარებლის სახელის შეყვანას სთხოვს.

კომენტარები ()