imedi /  16 მარტი 2017, 16:05 / სანდო წყარო

SpaceX-ის რაკეტა კოსმოსში წელს უკვე მესამედ გაეშვა

Falcon 9

კომპანია SpaceX-მა ფლორიდის შტატიდან რაკეტა Falcon 9, სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ EchoStar-23-თან ერთად, კოსმოსში გაუშვა. 

 


Falcon 9 თანამგზავრს EchoStar-23-ს განსაზღვრულ ადგილამდე მიიყვანს, საიდანაც ბრაზილიისთვის სატელევიზიო სიგნალი იქნება უზრუნველყოფილი. დანიშნულების ადგილი გეოსტაციონარული ორბიტაა. თანამგზავრი კომპანია Space Systems/Loral-ის მიერაა შექმნილი. თანამგზავრის მუშაობის ხანგრძლივობა 15 წლით განისაზღვრა.

რაკეტის გაშვება 14 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა ძლიერი ქარის გამო გადაიდო.

კომენტარები ()