imedi /  16 მარტი 2017, 16:49 / სანდო წყარო

მეცნიერებმა "5 წამის წესი" დაამტკიცეს

დიდი ბრიტანეთის, ქალაქ ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა ენტონი ჰილტონმა დაამტკიცა გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძირს დავარდნილი პროდუქტი არ ფუჭდება, თუ მას 5 წამის განმავლობაში ავიღებთ. ამის შესახებ წერს გამოცემა The Independent-ი.

„წესის“ მიხედვით, 5 წამში, თუ მიწაზე დავარდნილი პროდუქტის ან პროდუქტის ნახევარს ავიღებთ, თავისუფლად შეგვიძლია გავაგრძელოთ მისი ჭამა. პროფესორის თქმით, მიკრობები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში შესაძლოა საკვებზე გადასულიყო იმდენად მცირეა, რომ კუჭის მჟავა მარტივად გაანადგურებს.

„გასაგებია, რომ არ შეიძლება იმ პროდუქტის მიღება, რომელსაც ვიზუალურად ეტყობა სიბინძურე, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით, მავნე ბაქტერიების გაჩენა რამდენიმე წამში, თითქმის შეუძლებელია,“- განმარტა ჰილტონმა.

გარდა ამის, მეცნიერმა გამოკითხვა 2 000 ადამიანს ჩაუტარა, სადაც 79%-მა აღიარა, რომ არ ეზიზღებათ მიწაზე დავარდნილი პროდუქტის ჭამა და ეს ერთხელ მაინც გაუკეთებიათ.

კომენტარები ()