imedi /  16 მარტი 2017, 18:58 / სანდო წყარო

ობობები მილიონი ცხოველის მკვლელად აღიარეს

ობობები წელიწადში 800 მილიონ ტონა საკვებს ჭამენ, რაც მათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხარბ მტაცებლებად აქცევს. კვლევას ვრცლად PHYS-ი ავრცელებს.

ობობის მსხვერპლი ძირითადად მწერია, თუმცა, უდიდესი ტროპიკული სახეობები, ხანდახან ისეთ ხერხემლიანებსაც ჭამენ, როგორებიც არიან: ბაყაყები, თევზები, გველები, ღამურები.

მსოფლიოში ობობის 45 000-ზე მეტი სახეობა არსებობს. შვეიცარელი და შვედი მეცნიერების გამოთვლებით, ერთად ისინი, წლიურად -  400-800 მილიონ ტონა მსხვერპლს ხოცავენ.

შედარებისთვის, გაერთიანებული ერების კვებისა და სამეურნეო ორგანიზაციის მიხედვით დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი დაახლოებით 400 მილიონ ტონა ხორცსა და თევზს მოიხმარს ყოველწლიურად.

ობობების მადა ვეშაპების მადასაც კი აჭარბებს, რომლებიც 280-500 მილიონ ტონა საჭმელს იღებენ ყოველ წელს.

"ჩვენმა გამოთვლებმა გვაჩვენა პირველად გლობალურ მასშტაბზე, რომ ობობები მწერების უმთავრესი ბუნებრივი მტრები არიან. მწერიჭამია ცხოველებთან ერთად, როგორებიც არიან ჭიანჭველები და ჩიტები, ისინი შესამჩნევად ამცირებენ მწერების პოპულაციის სიმჭიდროვეს",- ამბობს მარტინ ნაიფელერი, შვეიცარიის უნივერსიტეტიდან.

"აქედან გამომდინარე, ობობებს უმთავრესი წვლილი მიუძღვით ბუნების ეკოლოგოიური ბალანსის შენარჩუნებაში", - აღნიშნავს ნაიფელერი.

კომენტარები ()