imedi /  17 მარტი 2017, 17:16 / სანდო წყარო

ბრიტანეთში ბავშვები 3 მშობლისგან გაჩნდებიან

ნიუკასტლის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის პირველი ინსტიტუტი გახდა, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის დროს, 3 ადამიანის დნმ-ის გამოყენების უფლება მიეცა. ამის შესახებ CBS News-ი წერს.

კანონი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების დროს 3 ადამიანის დნმ-ის გამოყენების უფლებას იძლევა, ძალაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა.ლიცენზია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ემბრიონოლოგიურმა ცენტრმა გასცა.

ლიცენზიის მომხრეების განმარტებით, ახალი მეთოდი გენეტიკური დაავადებების რიცხვს შეამცირებს, ხოლო მოწინააღმდეგებს მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი მიუღებელია და მშობლებს ამით თავიანთი კრიტერიუმებით „ბავშვების შექმნის“ შესაძლებლობა ეძლევათ.

ექიმების თქმით, ქალებს აქვთ „ბიოლოგიური პოტენციალი“ მოკლას მუტაციური გენები. ამიტომ ახალი მეთოდის მიხედვით, დედის და მამის დნმ-ის სინთეზს დაემატება კიდევ ერთი ჯანმრთელი ქალის მიტოქონდრიები. 

კომენტარები ()