imedi /  17 მარტი 2017, 18:28 / სანდო წყარო

ევროკავშირი საერთაშორისო ინტერნეტკომპანიებს ედავება

ევროკავშირის ხელისუფლებამ კომპანიები Facebook, Google და Twitter მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და ერთი თვე გამოუყო იმისთვის, რომ თავიანთი მომსახურება ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ, - წერს Reuters-ი. 

სააგენტოს ცნობით, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა კომპანიებს შეატყობინა, რომ მათი ზოგიერთი წესი ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მომხმარებელთა უფლებებს არღვევს. მაგალითად, პლატფორმების რეგლამენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქე მომხმარებლებს კომპანიების წინააღმდეგ ჩივილი მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე შეუძლიათ.   

იმავდროულად, Facebook-ს, Google-ს და Twitter-ს თავიანთ ვებგვერდებზე თაღლითობასთან და გაყალბებასთან არასაკმარისს ბრძოლაში ადანაშაულებენ.

კომენტარები ()