imedi /  17 მარტი 2017, 19:30 / სანდო წყარო

მეცნიერები: ადამიანის ცხვირის ფორმას კლიმატი განაპირობებს

პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ადამიანის ცხვირის ფორმას სხვადასხვა რასებში კლიმატური პირობები განაპირობებს. ამის შესახებ ვრცლად კვლევას ჟურნალი PLOS Genetics-ი აქვეყნებს.

სპეციალისტებმა ადამიანების ცხვირის ფორმები დასავლეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ ევროპაში გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ პოპულაციებს შორის სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ამის ახსნა „შემთხვევითობით“ შეუძლებელი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფართო ცხვირის ნესტოები ახასიათებდათ იმათ, ვისი წინაპრებიც ცხელ კლიმატურ პირობებში, ჰაერში წყლის ორთქლის მაღალი შემცველობის მქონე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით დამატებითმა ფაქტორებმა, როგორიცაა მაგალითად, პარტნიორის შერჩევა, ცხვირის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა. მნიშვნელოვანია გენური დრეიფი, რომლის დროსაც პოპულაციებს შორის გენური სხვაობები ისპობა მათ შორის გენური ინფორმაციის გაცვლით.

კომენტარები ()