WasedaUniversity /  18 მარტი 2017, 21:21 / სანდო წყარო

იაპონიაში ელექტროგამტარი ტატუ შექმნეს

იაპონიის ვასედას უნივერსიტეტში ელექტროგამტარი ტატუ შექმნეს.

თხელი ფირისგან დამზადებულ ტატუში ელექტროგაყვანილობა ჭავლური პრინტერითაა დაბეჭდილი. შესაძლებელია მრავალფენიანი პლატის დამზადება და მანათობელი დიოდების, რეზისტორების და სხვა კომპონენტების განთავსება.

ასეთი ტატუ გამოდგება ადამიანის ორგანოების მუშაობის მონიტორინგისთვის, გაჯეტებთან დაკავშირებისთვის და უკაბელო ინტერნეტისთვის.

კომენტარები ()