imedi /  19 მარტი 2017, 16:07 / სანდო წყარო

Montblanc-მა პირველი ჭკვიანი საათი გამოუშვა

გერმანულმა საიუველირო კომპანია Montblanc-მა, Google-თან თანამშრომლობით, პირველი Smart-საათი გამოუშვა. ინფორმაციას გამოცემა The Verge ავრცელებს.

"თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის სამყაროში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი არ ჩამორჩეს დროს და ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს საჭირო ინფორმაცია მისთვის სასურველ პერიოდში," - ამბობს კომპანია Montblanc-ის გენერალური დირექტორი ჟერომ ლამბერი.

კომპანიამ გადაწყვიტა საათისთვის შეენარჩუნებინა კლასიკური სტილი და დაემატებინა ინოვაციური ელემენტები. საათის ოპერატიული სისტემა Android Wear 2.0-ზე მუშაობს, ხოლო პროცესორი Qualcomm Snapdragon Wear 2100-ია.

Smart-საათის ტექნიკურ დახასიათებას რაც შეეხება, მას აქვს Wi-Fi და Bluetooth-ის ფუნქციები, საათში ჩამონტაჟებულია 4 გიგაბაიტის მოცულობის მეხსიერების ბარათი. ის თავსებადია ანდროიდისა და iOS სისტემებთან.  საათი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და აღჭურვილია ტიტანის კორპუსისა და ტყავის ქამრისგან.

Smart-საათის ღირებულება 890 დოლარიდან იწყება. 

Montblanc-ის ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მთელ მსოფლიოში. კომპანია აწარმოებს როგორც საათებს, ისე აქსესუარებსა და საიუველირო ნაკეთობებს. ეს არის ბრენდი დახვეწილი, საქმიანი და ინოვაციის მაძიებელი ადამიანებისთვის.

კომენტარები ()