imedi /  19 მარტი 2017, 16:34 / სანდო წყარო

იაპონიის მოსახლეობა უცხოელების ხარჯზე 7%-ით გაიზარდა

ტოკიო
იაპონია

ყოველწლიურად, იაპონიის მოსახლეობა უცხოელებით ივსება, მათ შორის ყველზე ბევრი, თითქმის 700 ათასი ადამიანი ჩინელია.

იაპონიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2016 წელს ქვეყნის მოსახლეობა 2,38 მილიონი ადამიანით გაიზარდა, რაც მთლიანი რაოდენობის, 127 მილიონის 7%-ია. ამ ოფიციალურ მონაცემებში იაპონიის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირები არ იგულისხმებიან. 

იაპონიაში ჩასული უცხოელები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებიც მსხვილ კომპანიებში კვალიფიკაციას იმაღლებენ, არიან სტუდენტებიც, რომლებიც სწავლობენ და უცხოელები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ.

ტოკიოში, მომსახურების სფეროში დიდწილად მსახურობენ ჩინეთის, ფილიპინების, ვიეტნამის და სამხრეთ კორეის მოქალაქეები. ვაჭრობის სფეროში მათი დასაქმება იმითაა განპირობებული, რომ მათ უკეთ ესმით ტურისტების და მათ იმას სთავაზობენ რასაც ეძებენ.

იაპონიის მთავრობა მოსახლეობას სამუშაოდ ჩასული უცხოელებით ზრდის, თუმცა თავად იაპონელები ამ ვითარებით კმაყოფილები არ არიან. ბოლო კვლევის თანახმად, იაპონელების 40%-სთვის დისკომორტს ქმნის მათ ქვეყანაში უცხოელების დიდი რაოდენობა, მეტიც, 16%-მა აღიარა, რომ ნეგატიურად არის განწყობილი კვების ობიქტებში მომუშავე უცხოელი პერსონალის მიმართ.

კომენტარები ()