imedi /  19 მარტი 2017, 17:28 / სანდო წყარო

ევროპაში შობადობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საფრანგეთშია

პარიზი
საფრანგეთი

ევროკავშირში შობადობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საფრანგეთშია. ევროპული სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, საფრანგეთში ერთ ქალზე 1,96 ბავშვი მოდის. ამ ქვეყანაში ქორწინების რაოდენობაც სტაბილურად იზრდება.

ფრანგები მსგავსი რეიტინგის სათავეში 2014 წელსაც მოხვდნენ, მაშინ მაჩვენებელი - ერთ ქალზე 2,1 ბავშვი იყო.

შობადობის კოეფიციენტის მაჩვენებლით, საფრანგეთს მოსდევს ირლანდია (1,9), შვედეთი (1,85) და დიდი ბრიტანეთი (1,80). მიუხედავად ამისა, ევროპული სახელმწიფოების ეს მაჩვენებლები განვითარებული ქვეყნებისთვის დაბალია. იმისთვის რომ მოსახლეობის რაოდენობის განახლება მუდმივად შენარჩუნებული იყოს მიგრაციის (2,1) არარსებობის პირობებში, მსგავსი ციფრები საკმარისი არ არის.  

შობადობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებიდან არის პორტუგალიაში (1,33), კვიპროსში (1,32), საბერძნეთსა და ესპანეთში (1,33) და იტალიაში (1,35).

კომენტარები ()