imedi /  19 მარტი 2017, 23:30 / სანდო წყარო

პეკინი ბენზინზე მომუშავე 70 ათას ტაქსის ელექტრომობილით ანაცვლებს

ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დედაქალაქში მოძრავი, ბენზინზე მომუშავე 70 ათასამდე ტაქსი ელექტრომანქანებით შეცვალოს. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა Futurism.com ავრცელებს. 

პეკინში ჰაერის დაბინძურების დონემ უკიდურეს ზედა ზღვარს 2016 წელს მიაღწია. CO2-ის შემცირების მიზნით, ხელისუფლებამ დედალაქში ელექტროტაქსების შემოყვანა გადაწყვიტა. 

ჰაერის დაბინძურების კონტროლის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ეს ინიციატივა ბიუჯეტს 1.3 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ელექტრომობილების პოპულარიზაციასთან ერთად, დედაქალაქის მთავრობა, პეკინის მასშტაბით, ელექტრომანქანების დამტენი პუნქტების მშენებლობასაც გეგმავს.

საავტომობილო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩინეთი, 2017 წელს, 262 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

კომენტარები ()