imedi /  20 მარტი 2017, 12:59 / სანდო წყარო

ასტეროიდი დედამიწას სახიფათოდ მოუახლოვდა

Daily Mail-ის ცნობით, 17 მარტს, წმინდა პატრიკის დღეს, დედამიწას მილიონახევარ კილომეტრზე ასტეროიდმა EG3 17-მა ჩაუფრინა.

ციური სხეული 7 მარტს აღმოაჩინეს, მაგრამ მეცნიერების გამოთვლით მას დედამიწის ორბიტა არ უნდა გადაელახა.

ობიექტები, რომლებიც დედამიწას 7 მილიონზე ნაკლებ კილომეტრით უახლოვდებიან,სახიფათოდ მიიჩნევა. ამგვარ სხეულებს აპოლონის ასტეროიდები ეწოდება.

კომპიუტერული გამოთვლით, თუ 200 მეტრის ასტეროიდი, რომელიმე დიდ ქალაქს დაეცემა, რამდენიმე მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. 

კომენტარები ()