imedi /  20 მარტი 2017, 15:38 / სანდო წყარო

მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ხალხის კვების რაციონი დასახელდა

კოპაკაბანა
ბოლივია

ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა რითი იკვებებიან ბოლივიის ტომის Tsimane-ს წარმომადგენლები - ადამიანები, რომლებსაც სპეციალისტების აზრით, ყველაზე ჯანრმთელი გული აქვთ. კვლევას ვრცლად ჟურნალი Gizmodo აქვეყნებს.

კვლევაში მონაწილეობა 705 ბოლივიელმა მიიღო. მეცნიერებმა დაადგინეს კორონალური კალციუმის ინდექსი (ნივთიერების ნელი მოძრაობა) - რომლითაც შეიძლება შეფასდეს გულის კორონარული დაავადების რისკი.

როგორც აღმოჩნდა, 85%-ის მაჩვენებელი 100-ზე დაბალი იყო, ხოლო მათგან 65%-ს, რომელსაც 75 წელი უკვე შეუსრულდა, კორონალური ინდექსი ნულის ტოლი ჰქონდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქნის ასეთი დაბალი რისკი, დაკავშირებულია ტომის ცხოვრების ჯანსაღ წესთან. ისინი არ ეწევიან, არ მიიღებენ ალკოჰოლს და დღეში სულ მცირე 15-17 ათას ნაბიჯს დგამენ.

ბოლივიელების რაციონი ძირითადად შედგება ბრინჯის, სიმინდის, მანიოკის რძიანასებრნი მცენარისა და პლანტანის ჯიშის(Cooking banana)ბანანისგან. გარდა ამისა, ისინი ბევრ თხილს ჭამენ. 

საერთო ჯამში, ორგანიზმი 72% კალორია ნახშირწყლით მარაგდება და 14% - ცხიმით. დარჩენილი წილი ცილებზე მოდის, თუმცა აღსანიშნავია, რომ Tsimane-ს ტომი უფრო მეტ მჭლე ხორცს მიირთმევს, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა. 

კომენტარები ()