03 აგვისტო 2017 - 16:42

ბიტკოინი ორ ვალუტად გაიყო. რა ხდება?

2017 წლის 1 აგვისტოს, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ორად გაიყო. ესენია კლასიკური ბიტკოინი (BTC) და Bitcoin Cash-ი (BCC). ახალ განშტოებას მხარი დაუჭირეს მაინერების ნაწილმა, გადამცვლელებმა და ელექტრონული საფულეების შექმნელებმა. მაინერებმა თავიანთი სიმძლავრეების ნაწილი გადაიტანეს Bitcoin Cash-ის ახალი ბლოკების მიღებაზე, ხოლო შემქმნელებმა რიგითი მომხმარებლებისთვის ახალი ვალუტის ყიდვის, შენახვის და ანგარიშსწროების შესაძლებლობა უზრუნველჰყვეს.

რატომ გაყვეს ბიტკოინი?

განახლების მიზანი კრიპტოვალუტის მთავარი პრობლემის - ბიტკოინის ქსელში ტრანზაქციების სისწრაფის გაზრდის უზრუნველყოფაა. Bitcoin Cash-ის შექმნელებმა ბლოკის მოცულობა 1-დან 8 გიგაბაიტამდე გაზარდეს.

ჩვეულებრივი ბიტკოინების ნაცვლად ახალი ვალუტით გადახდას შევძლებ?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გარიგების ყველა მონაწილე დათანხმდება. ერთი ბიტკოინების მეორეთი შეუმჩნევლად შეცვლა, შეუძლებელია.

ახალი ვალუტა როგორ შევიძინო?

როგორც ჩვეულებრივი ბიტკოინები - სპეციალურ გაცვლით მოედნებზე. თუკი გაყოფის მომენტისთვის საფულეში ბიტკოინები გქონდათ, თქვენი დანაზოგი “გაორმაგდა”. თქვენ ახლა ორივე ვალუტა - BTC და BCC - ერთნაირი რაოდენობით გაქვთ, და მათი დახარჯვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ. უბრალოდ აუცილებელია საფულის გამოყენება, რომელსაც ახალი ვალუტის უზრუნველყოფა აქვს.

რა ღირს ახალი ვალუტა?

გაყოფის მომენტში BCC 7-8-ჯერ იაფი ღირდა ჩვეულებრივ ბიტკოინზე (BTC) - დაახლეობით 350-370 დოლარი. Bitcoin Cash-ის ამოქმედების გამოცხადებისთანავე, ჩვეულებრივი ბიტკოინის კურსი დაახლოებით 6%-ით დაეცა, მაგრამ მას, ვისაც ბიტკოინის დანაზოგები ჰქონდა, მაინც მოგებული დარჩა. გაყოფის წინა დღეს ბიტკოინი ღირდა 2900 დოლარზე ოდნავ ნაკლები, ხოლო ახალი ვალუტის ამოქმედების პირველ დღეს 1 BTC-ს და 1 BCC-ს ყიდვას 3000 დოლარზე ნაკლებად ვერ შეძლებდით.  

ახლა ნელ-ნელა ყველა BCC-ზე გადავა?

არ ვიცით. შეიძლება ეს არც მოხდეს, ხოლო ახალი ბიტკოინი შეიძლება გაუფასურდეს კიდეც. ასეთი ვარიანტი შესაძლებელია, თუ ბიტკოინის ძირითადი განშტოება (BTC) ქსელში ტრანზაქციების სისწრაფის პრობლემას გაუმკლავდება. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებს ახალ ვალუტას ბაზარი, ასევე მთავარი მაინერები, მოედნები და რიგითი მომხმარებლები.

ბოლო მონაცემები

თავდაპირველი ნახტომის შემდეგ, ახალი BCC დაახლოებით 400-500 დოლარი ღირს, ანუ ის კლასიკურ ბიტკოინზე ხუთჯერ იაფია. და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ორივე ვალუტა თანაბარი რაოდენობით იყიდება, ახალი BCC-ს ვაჭრობის მოცულობა ჯერჯერობით ორჯერ ნაკლებია.

კომენტარები ()

სხვა თემები