05 აგვისტო 2017 - 02:07

მართალია, რომ Facebook-მა თავის შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლი დაკარგა?

ბოლო დღეებში საერთაშორისო პრესაში გაჩნდა სტატიები Facebook-ის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელზეც კომპანიამ თითქოს კონტროლი დაკარგა. მედიამ მოახლოებული აპოკალიფსის სურათი დახატა, სინამდვილეში კი ვითარება ძალიან მარტივია.   

ბოტებს საკუთარი ენა არ შეუქმნიათ?

არა. კომპანია Facebook-ში მკვლევრები სწავლობენ ბოტების შექმნას, რომლებიც შეძლებენ ადამიანებთან კომუნიკაციას, კერძოდ მთთან პრობლემების განხილვას და კომპრომისამდე მისვლას. ამისთვის ბოტებს ასწავლეს მოლაპარაკებების წარმოება, რომლის მონაცემთა ბაზა შეადგინეს ადამიანებს შორის მოლაპარაკებების წარმოებისგან.  

ერთ-ერთი დავალების თანახმად, ბოტებს ერთმანეთთან უნდა მოელაპარაკათ წიგნების, ბურთების და ქუდების გაყოფაზე. ზოგჯერ მათ შორის ისეთი დიალოგები იმართებოდა, რომელიც ადამიანებს არ ესმოდათ:

ბოტი 1: შემიძლია მე ყველაფერი დანარჩენი

ბოტი 2: ბურთი ჩემთვის ჩემთვის ჩემთვის ჩემთვის

ბოტი 1: შენ მე ყველაფერი დანარჩენი

ბოტი 2: ბურთი მაქვს ჩემთვის ჩემთვის ჩემთვის ჩემთვის

ასეთი გაურკვეველი დიალოგების გამო პრესაში გაჩნდა სათაურები მოგონილ ენასა და კონტროლიდან გასულ ხელოვნურ ინტელექტზე. ინგლისურენოვან ინტერნეტში პირველი ცნობა ამის შესახებ ივლისის შუა რიცხვებში გაჩნდა, ხოლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტზე ინფორმაცია თავად Facebook-მა ივნისში გაავრცელა.

მაშინ, რა მოხდა?

სინამდვილეში, მკვლევრები უმალ მიხვდნენ იმას, თუ რატომ ლაპარაკობდნენ ბოტები გაურკვევლად. როგორც აღმოჩნდა, პროგრამისტებს დაავიწყდათ ხელოვნური ინტელექტის წახალისება იმაზე, რომ მას მისაღებ ინგლისურ ენაზე ელაპარაკა. შედეგად, ნელ-ნელა ბოტებმა შექმნეს მათთვის კომფორტული შემოკლებული ტერმინები, როგორც ამას ადამიანები აკეთებენ, როდესაც აბრევიატურების ქნიან.

რატომ გათიშა Facebook-მა ჩატბოტები?

Facebook-მა მართლაც შეწყვიტა ორი ბოტის ურთიერთობა, მაგრამ არა იმიტომ რომ კომპანიაში შეეშინდათ, როგორც ამას პრესაში წერდნენ. ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, საბოლოო მიზანი ბოტებისთვის ადამიანებთან და არა ერთმანეთთან ურთიერთობის სწავლებაა.

წყარო: Meduza

კომენტარები ()

სხვა თემები