06 აგვისტო 2017 - 16:44

რის ყიდვას შეძლებთ ერთი ნეიმარის ფასად?

ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა ესპანური “ბარსელონასგან” კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა და მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” მაინც გადავიდა. ფეხბურთის სამყაროში ეს სენსაციურ ტრასფერად შეფასდა. დღევანდელი ფასებით, ერთი ნეიმარი 262 მილიონი დოლარი, ანუ 198 მილიონი ფუნტი ღირს. ჩვენ მოგიყვებით, ამ ფასად რის ყიდვა შეგიძლიათ.

სამი თვითმფრინავი



ერთი სამგზავრო "Boing 737-700" 82,4 მილიონი დოლარი ღირს. შესაბამისად, ერთი ნეიმარის ფასად თქვენ სამი ასეთი ბოინგის ყიდვა შეგიძლიათ. უფრო ახალ მოდელს - 737-800 (ასეთი ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება ძირითადად მაგალითად, ევროპული ფლოტის Ryanair-ი) მხოლოდ ორს იყიდით, სამაგიეროდ, 65 მილიონ დოლარს დაზოგავთ. შეგიძლიათ ასევე ნეიმარის გაცვლა კერძო თვითმფრინავზე. აქ ფასები 100 მილიონ დოლარს აღწევს, დარჩენილი თანხა კი მის მომსახურებას დასჭირდება.

ნეიმარის 153 კლონი



ქსელის მომხმარებლებს საკუთარი წინადადებები აქვთ. მაგალითად, თომასი იორკიდან ვერ ხვდება, რატომ უნდა დაიხარჯოს 198 მილიონი ფუნტი ერთ ნეიმარზე, როდესაც ადამიანის კლინირება 1,29 მილიონი ფუნტი ღირს და ერთის ფასად 153 ნეიმარის კლონირება შეიძლება; ადამ რაიტი წერს, რომ ერთი ნეიმარის ფასად იმდენი სპაგეტის ყიდვა შეიძლება, რომ მთელ ბარსელონას დაფარავს; დეივო ლონგი კი ფიქრობს, რომ 792 მილიონი შოკოლადი Freddo-ს ყიდვა უკეთესი იდეაა. 

10 გამანადგურებელი



აშშ-ის საჰაერო ძალების ნებიერა F-35 Lightning-ი 92 მილიონი დოლარი ღირს, F-22 Raptor-ი, რომელიც აღარ იწარმოება, 150 მილიონი დოლარი ღირდა. უფრო ეკონომიური მყიდველები ერთი ნეიმარის ფასად ათ რუსულ Су-24-საც შეიძენენ.

New York Yankees-ის სახელფასო ფონდი



არჩევანი აქვთ ბეისბოლის მოყვარულებს. პორტალ Spotrac-ის მონაცემებით, ამერიკული გუნდის New York Yankees-ის ძირითად შემადგენლობის წლიური სახელფასო ფონდი 155 მილიონი დოლარია.

ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონები



ნეიმარზე ბევრად იაფი დაგიჯდებათ New England Patriots-ების მთელი გუნდის ხელფასი. სუპერ ბოულის და სუპერთასის (ამერიკული ფეხბურთის მთავარი ჯილდო) სახელფასო ფონდი 171 მილიონი დოლარია.

ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის მშპ



გაეროს 2015 წლის მონცემებით, 6 ქვეყნის მშპ მერყეობს 33 მილიონიდან 258 მილიონ დოლარამდე. ეს ქვეყნებია, ტუვალუ, მონსერატი, კირიბატი, მარშალის კუნძულები, ნაურუ და პალაუ.

პატარა კუნძულოვანი ქვეყნის სახელმწიფო ვალი



გულუხვობის შემოტევისას, ერთი ნეიმარის ფასად ერთ პატარა ქვეყანას სახელმწიფო ვალს გაუსტუმრებთ. მაგალითად, ტონგას ვალია - 28,3 მილიონი დოლარი, ფიჯის - 72,4 მილიონი დოლარი, ვანუატუს - 82 მილიონი დოლარი. ცოტას თუ დაუმატებთ, ჰაიტის სახელმწიფო ვალსაც (234 მილიონი დოლარია) გაისტუმრებთ.

აი, აშშ-ის დახმარებას თუ გადაწყვეტთ, ნეიმარის ღირებულება ამერიკული ვალის (ამ მომენტისთვის 20 ტრილიონი დოლარი) 0,001%-ს დაფარავს.

მაინც ნეიმარი მირჩევნია



თუკი თქვენ, ამ წუთიდან დაიწყებთ ფულის შეგროვებას, და ყოველდღე 1000 დოლარს გადაინახავთ, ერთი ნამდვილი ნეიმარის ფასს 718 წლის შემდეგ მოაგროვებთ.

წყარო: BBC

კომენტარები ()

სხვა თემები