imedi /  30 ოქტომბერი 2018, 20:23 / სანდო წყარო

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა

საქართველოში აშშ-ს საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დადებითად შეაფასა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ის პროფესიულ დონეზე იყო ორგანიზებული. თუმცა საელჩომ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება. ხაზგასმით აღვნიშნავთ მეორე ტურში ამ ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას.შეერთებული შტატები გააგრძელებს საარჩევნო გარემოს ყურადღებით დაკვირვებას. მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

14 ივლისი 2024, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა - საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ვოლსკი

14 ივლისი 2024, 12:04

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე: რეპრესიებს და ცეცხლის ალს გვპირდებიან, აი ეს აერთიანებს ამ ხალხს

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რა სახის დამოკიდებულება იყო ამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რა სახის ლანძღვა-გინება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

14 ივლისი 2024, 12:02

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 69-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 69-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 1 200 ბავშვი გახდა.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2024, 11:32

პოლიტიკა

პრემიერი: გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2024, 11:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო - დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით

„პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას! პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…“ - წერს მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2024, 11:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით - ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ფოტო: FACEBOOK

14 ივლისი 2024, 11:08

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: NDI გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიით არის მოვლენილი ჩვენს ქვეყანაში, სინამდვილეში კი აშკარად ჩართულია ქვეყნის დესტრუქციული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში

როგორც საჯაროდ ცნობილია, NDI გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიით არის მოვლენილი ჩვენს ქვეყანაში, სინამდვილეში კი აშკარად ჩართულია ქვეყნის დესტრუქციული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

14 ივლისი 2024, 11:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნეოლიბერალებმა, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთის უმაღლეს ზღვარს მიაღწიეს

არტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ- ის წინასაარჩევნო პერიოდს და განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ექსპერტის თქმით, ბაიდენს ლეგალური გზებით ტრამპის დასჯა არ გამოუვიდა, შესაბამისად დემოკრატებს არჩევნების მოგება დარჩათ, რისთვისაც „ბინძური თამაშები“ სჭირდებათ, მათ შორის პირის ფიზიკური ლიკვიდაცია და ამისთვის, უკვე დაიწყეს პროპაგანდა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოქალაქეებზე.

შალვა პაპუაშვილი

14 ივლისი 2024, 10:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ

„ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოლიტიკაში და ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი თანაგრძნობა მასთან და მის ოჯახთანაა.

დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონი

14 ივლისი 2024, 10:46

მსოფლიო

მაკრონი ტრამპის მიტინგზე თავდასხმის შესახებ: ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა.

ნინო ფოჩხუა

14 ივლისი 2024, 10:42

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ამ პირობებში, როცა დუღს მსოფლიო, ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას, აი სად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნება

შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან ჩვენთან დემოკრატიის გადასარჩენად. რომელი დემოკრატიის, რომელიც ჩვენთან უმაღლეს ნიშნულზეა, როცა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურად ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა წინ მიიწევს, როცა ოპოზიციას არავინ ერჩის, მიუხედავად მათი გაუგონარი მოქმედებისა, როცა ყველა ოპოზიციური მედია შეუზღუდავად მუშაობს? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.

14 ივლისი 2024, 10:33

მსოფლიო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გაანეიტრალა საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელი. ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გაანეიტრალა საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელი.

14 ივლისი 2024, 10:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: მანამდე სლოვაკეთის პრემიერი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ამდენი შემთხვევითობაა თუ გამიზნულად მოქმედებენ მარცხისთვის განწირული, მაგრამ უკვე ყველაფერზე წამსვლელი გარკვეული ძალები?

სკანდალი თუ ძალიან საშიში ფაქტი? დონალდ ტრამპს ესროლეს, პრეზიდენტობის კანდიდატს. ის აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას აპირებს, იმ პოლიტიკის, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ევროკავშირზე, - ამის შესახებ ექსპერტი და “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

14 ივლისი 2024, 10:01

სპორტი

დღეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება

დღეს, 14 ივლისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთის წინაშე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები წარდგებიან.

14 ივლისი 2024, 09:56

სამართალი

სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო. ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად მაღალი შეფასება საქართველომ გასულ წელსაც მიიღო.

14 ივლისი 2024, 09:53

მსოფლიო

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 ივლისი 2024, 09:35

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას - პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა.

14 ივლისი 2024, 09:20

მსოფლიო

სროლა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე. ფოტოგალერეა

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

14 ივლისი 2024, 09:18

მსოფლიო

მიტინგზე სროლის შემდეგ, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ. ვიდეო

მიტინგზე სროლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ.

14 ივლისი 2024, 09:01

მსოფლიო

FBI: უწყება მუშაობს ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე თავდამსხმელის იდენტიფიცირებაზე ბიომეტრიული დადასტურების გზით

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება მუშაობს ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე თავდამსხმელის იდენტიფიცირებაზე ბიომეტრიული დადასტურების გზით, რადგან ეჭვმიტანილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ ჰქონდა.