imedi /  08 ნოემბერი 2018, 13:50 / სანდო წყარო

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურები განმარტა

მეორე ტურის პროცედურები

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შედის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ცესკოსთვის მიწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის 18 წლისა ხდებიან.

„მეორე ტურში ხმას აძლევენ სხვა ქვეყნებში მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაც მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გაივლიან რეგისტრაციას საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. პროცედურის განხორციელება ამომრჩევლებს ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ. ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ცესკოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 ნოემბერს გადმოეცემა.

არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ იგივე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4-ე დღისა დანიშნონ-შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები“, – განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

„რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5-ე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ნორმები დღეიდან ამოქმედდა.

ყველა სიახლე

პრინცი ჩარლზი

20 მარტი 2019, 14:53

ტაბლოიდი

პაპარაცებმა პრინცი ჩარლზი პლაჟზე საცვლებით გადაიღეს

ჟურნალისტები იმან გააკვირვა, რომ ასაკის მიუხედავად, პრინცი შესანიშნავ ფორმაშია. ნოემბერში მას 70 წელი უსრულდება. მათი ყურადღების მიღმა არც ჩარლზის საცურაო კოსტიუმი დარჩენილა. პრინცს პლაჟზე მხიარული ფერის ყვავილებიანი საცვალი ეცვა.

მგელი

20 მარტი 2019, 14:47

საქართველო

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

წალკის მერის პირველი მოადგილის, ანზორ ხინიკაძის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ქალი და ერთი კაცია. როგორც ანზორ ხინიკაძე ამბობს, მგელი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.

ასტანა

20 მარტი 2019, 14:43

მსოფლიო

ასტანას ნურსულთანი დაარქვეს

ყაზახეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა. პარლამენტში მიღებულ ცვლილებას, ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაღა სჭირდება.

ადა მარშანია

20 მარტი 2019, 14:32

საქართველო

ადა მარშანია დეპუტატებს მოუწოდებს „დუნიაზე თავი არ მოიჭრან“. ვიდეო

ადა მარშანიას განცხადებით, "პატრიოტები" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით არც მმართველი გუნდის და არც ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტმა ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და ბევრჯერ "მოიჭრა თავი".

კოკაინი

20 მარტი 2019, 14:28

მსოფლიო

ფილადელფიის პორტში კოკაინის რეკორდული რაოდენობა იპოვეს

ფილადელფიის მთავრობამ ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის, ისტორიაში ყველაზე დიდი დოზის განადგურების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Abc News-ი წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ფილადელფიის პორტში ნაპოვნია 450 კილოგრამი კოკაინი, რომლის ღირებულებაც $18 მილიონს შეადგენს.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 14:24

საქართველო

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოსმენა დაიწყო

ერთ-ერთი საკითხი რაზეც თეა წულუკიანს მოუწევს დღეს პასუხების გაცემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესია. თავად წულუკიანი კი გეგმავს, 35 წუთის განმავლობაში ჯერ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბროს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პარლამენტში დღევანდელი მოხსენებისას 2018 და მიმდინარე წლის რამდენიმე თვის ანგარიშს წარადგენს.

ბრეტ კონოლი

20 მარტი 2019, 14:23

სპორტი

ჰოკეისტმა ბრეტ კონოლიმ ტრამპის მიწვევა არ მიიღო

„პატივისცემით, უარს ვამბობ. მხოლოდ ესაა, რისი თქმაც შემიძლია. ეს დიდი ცერემონიაა, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს“, - განაცხადა სპორტსმენმა. მანამდე თეთრ სახლში სტუმრობაზე უარი კონოლის თანაგუნდელმა დევანტე სმიტ პელიმ თქვა. “ვაშინგტონ კაპიტალსის“ კიდევ ერთი ჰოკეისტი, რუსი ალექსანდრ ოვეჩკინი კი თეთრ სახლში სტუმრობას სიამოვნებით დათანხმდა.

ძროხა

20 მარტი 2019, 14:17

ტაბლოიდი

ნიუ-იორკში ფერმიდან გაქცეულმა ძროხამ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეაფერხა

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ამის მიზეზი ძროხა გახდა. ფერმიდან გაქცეული ცხოველის დაჭერა სამართალდამცველებმა ერთი საათის განმავლობაში ვერ მოახერხეს. საბოლოოდ ძროხა "დააკავეს" და ფერმაში დააბრუნეს.

თიბისი ბანკი

20 მარტი 2019, 14:03

ეკონომიკა

„თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დაახლოებით 33%-ით გაიზარდა

თებერვალში ვარდნის შემდეგ "თიბისის" აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, თუმცა ამ დროისთვის 4 ფუნტით გაძვირდა. აქციების ფასის ვარდნა 14 თებერვალს დაიწყო. ამ დროს დამფუძნებლებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე გახდა ცნობილი.

ნინო ლომჯარია

20 მარტი 2019, 13:54

საქართველო

ლომჯარია: კობახიძის ავტორობით მომზადებული პროექტი გამოწვევებს ვერ პასუხობს

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველი ამ საკითხზე ვენეციის კომისიას თავის დეტალურ მოსაზრებებს გადაუგზავნის, ასევე, სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას, კანონპროექტის დამატებითი შეფასებისთვის.

პარლამენტი

20 მარტი 2019, 13:46

საქართველო

პარლამენტმა მოსამართლეებზე უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ორეტაპიანია: საბჭო პარლამენტს 18 კანდიდატს წარუდგენს, ამის შემდეგ კი პარლამენტი კანდიდატურებს ინდივიდუალურად განიხილავს და ჩატარდება კენჭისყრა.

ჰაერის დაბინძურება

20 მარტი 2019, 13:46

საქართველო

ცნობილია საქართველოს ქალაქებში ჰაერის დაბინძურების ახალი მაჩვენებლები

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1,1-ჯერ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება.

კუნძული

20 მარტი 2019, 13:40

მსოფლიო

ჰონგ-კონგი მსოფლიოს უდიდესი ხელოვნური კუნძულის შექმნას აპირებს

ჰონგ-კონგი მსოფლიოს უდიდესი ხელოვნური კუნძულის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ოფიციალურად 20 მარტს გახდა ცნობილი. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შესაბამის სამუშაოებს 2025 წლისთვის დაიწყებს. ხელოვნურ კუნძულზე გადასვლას კი მცხოვრებლები 2032 წლისთვის შეძლებენ.

კიტ ჰერინგტონი

20 მარტი 2019, 13:37

ტაბლოიდი

„სამეფო კარის თამაშებში“ ჯონ სნოუს როლის შემსრულებელს მკურნალობა დასჭირდა

მსახიობის მიმართ ყურადღება იმდენად გაზარდა, რომ ქუჩაში გამვლელები მას უყვიროდნენ მოკვდა თუ არა. ჰერინგტონის განცხადებით ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერტი ყველაზე რთული პერიოდი იყო, რადგან დაუცველობის განცდა ჰქონდა.

დარიგა ნაზარბაევა

20 მარტი 2019, 13:29

მსოფლიო

ნაზარბაევის შვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

მანამდე ის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. სპიკერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კისიმ ჟომარტ ტოკაევმა პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაიბარა. 78 წლის ნულსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა.

კოსოვო

20 მარტი 2019, 13:28

საქართველო

მთავრობა: კოსოვოს სპორტული დელეგაცია უვიზოდ შემოვა, თუმცა ეს მის აღიარებას არ ნიშნავს

განკარგულებაში განმარტებულია, რომ მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რამე ფორმით აღიარებას.

პრეზიდენტის სასახლე

20 მარტი 2019, 13:28

საქართველო

2013-2018 წლებში პრეზიდენტის მრჩევლების ხარჯმა მილიონს გადააჭარბა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2018-2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლების მიმართ გაცემული ხელფასის, პრემიისა და დანამატების, მათ მიერ საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული სამივლინებო ხარჯის თაობაზე შესწავლის შედეგებს, წლების მიხედვით აქვეყნებს.

ტოჩინოშინი

20 მარტი 2019, 13:15

სპორტი

ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე ოძეკ ტაკაიასუსთან დამარცხდა

ლევან გორგაძე 11 ბრძოლიდან 6 მოგება და 5 წაგება აქვს. ტურნირის დასრულებამდე 4 შეხვედრა რჩება. ქართველს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად სულ მცირე 2 ბრძოლის მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.

სპორტი

20 მარტი 2019, 13:10

სპორტი

„ნორჩ დინამოს“ მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ

იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირ "ვიარეჯიოს თასზე", რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებიდან წამყვანი კლუბების 19-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ, "ნორჩი დინამოს" გუნდი სკანდალში გაეხვა. მას მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ.

რესტორანი

20 მარტი 2019, 13:07

ტაბლოიდი

ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში გაიხსნა

ნორვეგიის სამხრეთ ნაწილის სანაპიროზე, ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი გაიხსნა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. რესტორანი, რომლის სახელწოდებაა Under - ნორვეგიულად კი wonder ოსლოს ოპერის სახლისა და ნიუ-იორკში 11 სექტემბრის მემორიალის არქიტექტორმა დააპროექტა.