imedi /  23 ნოემბერი 2018, 21:17 / სანდო წყარო

ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის შტაბის წევრებს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებენ

ლია ოსიაშვილი ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის შტაბის წევრების მიერ მის შვილზე განხორციელებულ მუქარასა და შანტაჟზე საუბრობს.

ოსიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა ზურაბ ოსიაშვილმა „ევროპული საქართველო“ პროტესტის ნიშნად დატოვა, ნაციონალებიდან დღეს ვინმე ოთარ ბეციაშვილი დაუკავშირდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

„ქრონიკამ“ SMS შეტყობინება მოიპოვა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოთარ ბეციაშვილი სწერს ზურაბ ოსიაშვილს, რომ რუსთავი 2-ზე გასული რეპორტაჟი, სადაც ის ამბობდა, ვითომ ძალოვანმა უწყებებმა დააშინეს, არ მოეწონა და ცუდი ჩანაწერი იყო.

ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფო გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა. მისი განცხადებით, ოპოზიცია აგონიაშია და ამომრჩეველზე მასობრივ ზეწოლას ახდენს.

ყველა სიახლე

ლორან სიმონსი

11 დეკემბერი 2019, 19:59

ტაბლოიდი

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა

ლორან სიმონსის მშობლებს უნდოდათ, რომ ბიჭს სწავლა 26 დეკემბერს დაესრულებინა. ასე ის პირველი ადამიანი გახდებოდა, ვინც უმაღლესი განათლება 10 წლამდე მიიღო. თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აუხსნა, რომ ბიჭს კიდევ ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

კულტურის ცენტრი

11 დეკემბერი 2019, 19:53

საქართველო

რუდენკო: რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე თბილისში აჟიოტაჟი ტყუილად ატყდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოში, დეკემბერში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ იხსნება.

ჟენევა გაერო

11 დეკემბერი 2019, 19:20

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა. დისკუსიის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაფრინდაშვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

კობახიძე: პრეზიდენტის გადადგომა ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილს განცხადება ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

11 დეკემბერი 2019, 19:01

თემა

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდა. ეს კარგია თუ ცუდი?

21 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხო. საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებისთანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ქირურგიული ჩარევის თუ სხვა სამედიცინო მომსახურების ფასი ერთი და იგივე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ ხელმძღვანელობა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. ამ ცვლილებასსამედიცინო წრეებშიპროტესტიმოჰყვა. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ეს ნაწილი არ გადაავადა.

მესენჯერი

11 დეკემბერი 2019, 18:48

ტექნოლოგიები

2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე გაითიშება

2020 წლის 1 თებერვლიდან iOS 8-ის მქონე ნებისმიერ აიფონზე WhatsApp-ი გაითიშება, აპლიკაციის გამოყენებას ასევე ვერ შეძლებენ Android-ის 2.3.7 ან უფრო ძველი ვერსიის მქონე სმარტფონების მფლობელები. Windows Mobile-ის ყველა ტელეფონზე კი აპლიკაცია 2019 წლის 31 დეკემბრიდან გაითიშება.

აშშ, მექსიკა, კანადა დროშები

11 დეკემბერი 2019, 18:40

ეკონომიკა

აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

ხელმოწერის ცერემონია მეხიკოში გაიმართა და მას მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორი, კანადის პრემიერმინისტრის მოადგილე ქრისტია ფრილენდი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ.

ფეხბურთი

11 დეკემბერი 2019, 18:33

სპორტი

„თელავი“ ეროვნულ ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგას ორი ახალწვეული ყავს. მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში საფეხბურთო კლუბი "თელავი" და "სამტრედია" ითამაშებს. კახეთის გუნდი ეროვნულ ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

11 დეკემბერი 2019, 18:17

ეკონომიკა

წინასაახალწლოდ ფულადი გზავნილები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით უცხოეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა და $151 მილიონი შეადგინა, როცა ოქტომბერში გადმორიცხვამ $153 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, გასულ თვეში 13,3%-ით ($17,8 მილიონიით) მეტი გადმოირიცხა.

კახა კალაძე

11 დეკემბერი 2019, 18:15

საქართველო

„ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს რეგიონებიდან მხარდამჭერების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შეკრება გაიმართება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ მმართველი გუნდი ახალგაზრდების ინიციატივას სიამოვნებით უერთდება.

გერმანია რუსეთი დროშები

11 დეკემბერი 2019, 17:59

მსოფლიო

გერმანიას რუსეთისგან ხანგოშვილის ექსტრადირების შესახებ განაცხადი არ მიუღია

შესაბამისი განცხადება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა. „მთავრობა არ არის ინფორმირებული რუსეთის მიერ დანაშაულის მსხვერპლის ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნაზე“, - თქვა მან.

ლარის კურსი

11 დეკემბერი 2019, 17:45

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 11 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0193 თეთრი შეადგინა.

საპენსიო რეფორმა

11 დეკემბერი 2019, 17:35

მსოფლიო

მრავალათასიანი აქციების მიუხედავად საფრანგეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა

საფრანგეთის საპენსიო რეფორმა ასევე გულისხმობს გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებას. რეფორმის დახმარებით, საფრანგეთის ხელისუფლება საპენსიო სისტემაში მზარდი დეფიციტის დაძლევას აპირებს, რომელიც პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის 7 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

ძალადობა ბავშვებზე

11 დეკემბერი 2019, 17:28

საქართველო

კვლევა: საქართველოში ბავშვების 69% -ის მიმართ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2018-2019 წლის მონაცემებს ასახავს, ბავშვების 69%-ის მიმართ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი გამოიყენეს.

გრეტა ტუნბერგი

11 დეკემბერი 2019, 17:20

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა

16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი Time-მა წლის ადამიანად დაასახელა. პოლიტიკოსებიდან სიაში იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი.

მედიის თავისუფლება

11 დეკემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

2019 წელს ჩინეთსა და თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს

ჩინეთში 2019 წელს სულ ცოტა 48 ჟურნალისტი დააპატიმრეს. ამ მონაცემით ჩინეთი მსოფლიოში ჟურნალისტების დაკავების კუთხით პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი კვლევაში წერია. ჟურნალისტების უფლებების მხრივ ცუდი მდგომარეობაა თურქეთშიც.

არდადეგები სკოლებში

11 დეკემბერი 2019, 16:51

საქართველო

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 – 2020 წლის ზამთრის არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 30 დეკემბრიდან დაიწყება. Imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლაში 30 დეკემბერს უკვე აღარ მივლენ. სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

ოლივია ნიუტონ-ჯონი ბრიოლინი

11 დეკემბერი 2019, 16:47

ტაბლოიდი

მსახიობ ოლივია ნიუტონ-ჯონსს აუქციონზე გაყიდული ქურთუკი დაუბრუნეს

მსახიობის კოსტიუმი ცნობილი ფილმდიან „ბრიოლინი“ აქუციონზე ნოემბერში გაიყიდა. შემოსავლის ნაწილი ნიუტონ-ჯონის კიბოს კვლევის ცენტრში გადაირიცხა. ნიუტონ-ჯონი ამ დაავადებას უკვე რამდენიმე წელია ებრძვის. კაცმა მსახიობს ნივთი პირადად გადასცა.

კახა ბექაური

11 დეკემბერი 2019, 16:39

საქართველო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაური აირჩიეს

პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით აირჩიეს. შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდება.

დიმიტრი ხუნდაძე

11 დეკემბერი 2019, 16:36

საქართველო

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გახდა

პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა დაამტკიცა. ამ თანამდებობაზე დიმიტრი ხუნდაძემ აკაკი ზოიძე შეცვალა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის აკაკი ზოიძემ დატოვა.