imedi /  03 დეკემბერი 2018, 15:09 / სანდო წყარო

ინაშვილი მოითხოვს ნაციონალების მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების ნამდვილობა დაადგინონ

პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ის მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული 780 ათასი ხმის ნამდვილობა დაადგინონ. 

"25 ნოემბრის აქციის საპირწონედ ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა, სადაც სამი ათასი მხარდამჭერი შეკრიბეს. ჩვენს აქციაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სადაც 85 ათასი ადამიანი თბილისიდან იყო მოსული. აქციაზე 14 ათასი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოვიდა, 80 ათასი დანომრილი მოსაწვევი გავეცით, მაგრამ ათასობით ადამიანი მოსაწვევის გარეშე დარჩა, მთლიანი ტერიტორია გადატვირთული იყო და ათასობით ადამიანი ბარათაშვილის ხიდთან იდგა. 124 მხარდამჭერი აფხაზეთიდან ჩამოვიდა, 85 ახალგორიდან.

თუ პარტიას რეალურად 780 ათასი ამომრჩეველი ჰყავს, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამი ათას ადამიანზე ნაკლები რატომ მოდის? შეუძლებელია, 780 ათასი ამომრჩეველი გყავდეს და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მინიმუმ 30 ათასი ადამიანი არ იდგეს. დიდი ფილოსოფია და ანალიზი ამას არ სჭირდება. რეალურად, „ნაციონალებს“ ერთი და იგივე აქტივი ჰყავთ, სამი ათასი ადამიანის ფარგლებში, რომელსაც ვხედავთ ფილარმონიის დარბაზში, შემდეგ პარლამენტის წინ. როგორც დეპუტატი ვითხოვ, მთავარმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება დაიწყოს 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით. ადგილი აქვს აფერისტობას, რომელშიც მონაწილეობს როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ასევე ქართული ოცნების თანამდებობის პირები. როგორ ხდება, რომ არჩევნების პირველ ტურზე მილიონ 600 ათასი ამომრჩეველი მოდის, მეორე ტურზე ორი მილიონი ამომრჩეველი და ამ დროს, სააკაშვილ-ბოკერიას 780 ათას ხმას უწერენ, ხოლო მეორე ტურზე ორი მილიონი მოდის და მათ ისევ 780 ათასი ხმა რჩებათ? ეს ხომ სასაცილო და სამარცხვინოა”, - აღნიშნა ინაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

საქალაქო სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 15:55

საქართველო

ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით და საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს. პროცესის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ის სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები

14 დეკემბერი 2018, 15:36

საქართველო

არასამთავრობოები სავარაუდოდ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 15:23

ძალოვნები

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო დაცვით ორგანიზაციებს ვეღარ გააკონტროლებს

საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად ცნო. განაწყვეტილება მეორე კოლეგიამ გამოაცხადა.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2018, 15:23

საქართველო

გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს 16 დეკემბრის აქციის დეტალები გააცნო

გიორგი ვაშაძემ თელავის მერის განცხადება მოსალოდნელ პროვოკაციად შეაფასა და მას კანონდარღვვა უწოდა. ვაშაძე ამბობს, რომ თელავში აქციის ადგილი იქნება უცვლელი და იმედოვნებს, რომ პროვოკაციებს ადგილი არ ექნება არც მმართველი გუნდის მხრიდან.

ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2018, 15:14

საქართველო

ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: რასაც ვპირდებით, ვუსრულებთ

ნიკა მელიამ გაყალბებული არჩევნები თავისკენ მოიკითხოს, - ასე გამოხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ოპოზიციის პროვოკაციები წარუმატებელი აღმოჩნდება.

ჯილდო

14 დეკემბერი 2018, 15:11

ეკონომიკა

საქართველო საქმიანი ტურიზმის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა

Buying Business Travel Awards 2018-ის ყოველწლიურ ცერემონიალზე საქართველო საქმიანი ტურიზმის (MICE) საუკეთესო მიმართულებად დასახელდა. ღონისძიება ჟურნალი Buying Business Travel-ის ორგანიზებით გაიმართა. ნომინაციაში საქართველოსთან ერთად წარდგენილი იყო აზერბაიჯანი.

ნაქერალას უღელტეხილი

14 დეკემბერი 2018, 14:58

საქართველო

ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება სხვა საგზაო შეფერხებებს: ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნინო გვენეტაძე

14 დეკემბერი 2018, 14:56

საქართველო

უსუფაშვილმა მარგველაშვილს „გიორგი უცნაური“ უწოდა

"ვფიქრობ, რომ შეწყალება უფრო იშვიათად უნდა ხდებოდეს, ვიდრე ხდებოდა, ასეთი ამბები არსებობს, მაგრამ თუ ავიღებთ მისი პრეზიდენტობის ხუთ წელიწადს და ამ ხუთი წლის განმავლობაში გავიხსენებთ პრემიერების, პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების და მინისტრების საქმიანობის ეფექტიანობას, მე არ ვთვლი, რომ მარგველაშვილი ვინმეზე ნაკლები ეფექტიანობით მუშაობდა. ის არ იყო ვინმეზე განსაკუთრებით ეფექტიანად მომუშავე, ან ვინმეზე განსაკუთრებით არაეფექტიანად მომუშავე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პატრული

14 დეკემბერი 2018, 14:37

ძალოვნები

ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, ერთკაციანი ეკიპაჟიც გამოჩნდება

"ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს,"- წერია განცხადებაში.

ბაღები

14 დეკემბერი 2018, 14:25

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება, სადაც ყველა აღსაზრდელი საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად. თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

14 დეკემბერი 2018, 14:24

არჩევნები 2018

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები საზოგადოებას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

14 დეკემბერი 2018, 14:16

ძალოვნები

რას ჰყვებიან ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველები. ვიდეო

"სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აიყვანეს საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც საოპერაციოში აიყვანეს. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

14 დეკემბერი 2018, 14:15

საქართველო

ირაკლი კობახიძე: გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე

16 დეკემბერი ისტორიული დღეა, ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის მთავარი მიღწევაა, რომ სრულად გამორიცხავს ავტოკრატიის განმეორებას.

პოლ ბარტონი

14 დეკემბერი 2018, 14:08

ტაბლოიდი

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

მუსიკის როლი სპილოების ცხოვრებაში. ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს.

პოლიცია

14 დეკემბერი 2018, 14:04

ძალოვნები

გლდანში გოგოების მიმართ სავარაუდო მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

სავარაუდოდ, 30 წლამდე კაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. „30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი,“- განაცხადა ერთ-ერთმა გოგომ.

ნიკოლა სარკოზი

14 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

რიგით მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს , 15:00 საათზე დაიწყება და 40 გაგრძელდება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ იქ, წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.

გაზი

14 დეკემბერი 2018, 13:57

საქართველო

საქართველოს მოსახლეობის 68%-ს ბუნებრივ გაზზე ხელი მიუწვდება

საქართველოს მოსახლეობა ცივ ამინდში საცხოვრებლის საერთო ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს ათბობს. უმეტესად თბება მხოლოდ 20 კვ/მ ან ნაკლები. გათბობისათვის მოსახლეობის 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას .

გოდერძი

14 დეკემბერი 2018, 13:51

ეკონომიკა

კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი ვიდეორგოლით ხვდება

„როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც წარმოჩენილია კურორტის სილამაზე. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.

14 დეკემბერი 2018, 13:49

ტექნოლოგიები

პარასკევს ღამით დედამიწელები 2018 წლის ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას ნახავენ

ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას „გემინიდას“ დედამიწის მოსახლეობა პარასკევს ღამით დაინახავს. მთელი ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, თუ ამინდი იქნება შესაბამისი, შესაძლებელი იქნება მეტეორიტებზე დაკვირვება, რომლებიც საათში საშუალოდ 120 „ჩამოვარდება“.

14 დეკემბერი 2018, 13:41

ეკონომიკა

კვლევა: საქართველოს მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალურების გადასახდელად სესხს იღებს

ზამთრის თვეებში ენერგეტიკული გადასახდელები მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვან ტვირთად აწვება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 22% - ს შემოსავალი 270 ლარზე ნაკლები აქვს, ხოლო 8% - ს 108 ლარზე ნაკლები.