03 სექტემბერი 2024, 13:41 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: ქართველი ხალხი არ ცდება არჩევანში

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

„26 ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობას ვერავინ უარყოფს. ხშირად გვსმენია რჩევები, ჩავლილ ამბებზე ნუ საუბრობთ, მომავალზე იფიქრეთო, მაგრამ იმისთვის, რომ მომავალში სწორი ნაბიჯით შევაბიჯოთ, არც ერთი ამბის დავიწყება არ შეიძლება, რაც ამ ურთულესი 4 წელის განმავლობაში გამოვიარეთ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების თავდაუზოგავი კრიტიკა, უსაფუძვლოდ ან შელამაზებული საფუძვლებით, პარტნიორულ ურთიერთობებში კრიზისების შექმნა და შემდგომ ისევ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოთხოვნა, გადადგას ნაბიჯები სხვისი გაფუჭებულის გამოსასწორებლად, თითქოს უკვე ჩვევად იქცა.

„წარსულის დავიწყება დღეს არის შეცდომა. პირიქით, ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ ყველა ის მოვლენა რაც გასული 4 წლის განმავლობაში მოხდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და კარგად ვიცოდეთ რა იყო:

,,ISFED-ის შეცდომა“, რომელმაც ქვეყანაში 2020 წელს ე წ. პოლიტიკურ კრიზისს დაუდო საფუძველი; ე.წ. მთავარი, ,,ძირძველი“ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ახლა რომ ,,ახალი“ ჰქვია პოლიტიკაში, საპატიმროდან გამოხსნის თავგადასავალი; ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია, რომელიც ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გახდა საჭირო; შარლ მიშელის ე.წ. შეთანხმება, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოქმედი მხარე აკლდა, მაინც შეთანხმება ეწოდა და მისი გარდაუვალი, სამართლიანი გაუქმება, რომელიც ისევ „ქართული ოცნებისთვის“ რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გამოიყენეს; მიხეილ სააკაშვილის ,,რძისფერი დაბრუნება“, და ,,თავისუფლება მიშას“ სერიალი სრული დრამატიზმით; რუსეთის ომი უკრაინაში, რომლის დაწყებისთანავე საქართველო გახდა კრიტიკის სამიზნე. ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა ევროპაში, ყველაზე დაუცველი და დღესაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აღმოჩენილიყო, მის ხელისუფლებას ფაქტობრივად მარტო უწევს მოქმედება იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიცვას მთავარი - მშვიდობა; ევროკავშირთან ურთიერთობების გამოყენების მცდელობები დესტრუქციული მიზნებისთვის; პარტნიორებს შორის ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვება ბუნდოვანი ახსნებით და მოთხოვნებით; საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო კანონის სტიგმატიზება, კარგად მომზადებული, ძვირად ღირებული კამპანია ,,არა რუსულ კანონს“ და პარტნიორების კრიტიკის ქარცეცხლი, რომელსაც, თურმე, როგორც პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ორგანიზაციამ ,,სირცხვილიამ“ აღიარა, საფუძველიც არ ჰქონია.

ეს მხოლოდ მთავარი მოვლენები, მათთან ერთად კიდევ ბევრი რამ ვნახეთ და მოვისმინეთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ვხედავთ მცდელობას საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ევროკავშირთან ურთიერთობების „გაყინვა“ და ამით გამოიწვიონ პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ და ევროკავშირთან ურთიერთობების თემა უნდათ, რომ არჩევნების დროს მთავარი იარაღი იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„დღეს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის მთავარი წინაპირობა მშვიდობა, სტაბილური ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებაა და ამ ყველაფერზე დღეს საქართველოში მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს. ხელისუფლება, რომლის ანგარიშზეც არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორობა, წარმატებული რეფორმები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ესეც ცალსახა მოცემულობაა.

არჩევნებიც, ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. აქაც მარტივია ამოცნობა ვინ იზრუნებს წესების დაცვაზე და ვის ინტერესშია არჩევნების დისკრედიტაცია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სხვებისგან განსხვავებით არასდროს უღალატია საკუთარი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. არასდროს დაზარებია ბრძოლა და ისეთივე წარმატებით გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში გავაკეთეთ. მარტივი საფუძვლით, ქართველი ხალხი არ ცდება არჩევანში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

14 სექტემბერი 2024, 02:07

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ცხადია, რომ პუტინი ვერ გაიმარჯვებს ამ ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს

ცხადია, რომ პუტინი ვერ გაიმარჯვებს ამ ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრაზე.

14 სექტემბერი 2024, 01:57

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, მაგრამ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი არ აპირებს უშუალო მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ან ქვეყანაში ჯარების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ანტონიო ტაიანი

14 სექტემბერი 2024, 01:32

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იტალია უკრაინის ფარგლებს გარეთ იტალიური სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების ნებართვას არ იძლევა - ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, მაგრამ ვიცავთ უკრაინის უფლებას იყოს დამოუკიდებელი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იტალია უკრაინის ფარგლებს გარეთ იტალიური სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების ნებართვას არ იძლევა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 სექტემბერი 2024, 00:49

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებაზე: როდესაც ამ საკითხს ვაყენებთ, დასავლელი პარტნიორები უბრალოდ თემას ცვლიან - მათ ეშინიათ იმის თქმაც კი, რომ ამ საკითხზე მუშაობენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ მოკავშირეებმა დაიწყონ რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდება უკრაინის თავზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 სექტემბერი 2024, 00:35

მსოფლიო

ზელენსკი: HIMARS-ისთვის ჭურვების მიწოდება 2022 წლის ზაფხულთან შედარებით სამჯერ შემცირდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ HIMARS-ისთვის ჭურვების მიწოდება 2022 წლის ზაფხულთან შედარებით სამჯერ შემცირდა.

ჯონ კირბი

14 სექტემბერი 2024, 00:09

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ არ გეგმავს ახალი პოლიტიკის გამოცხადებას უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით - სერიოზულად ვეკიდებით პუტინის კომენტარს, მან აშკარად დაამტკიცა, რომ შეუძლია აგრესია

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახალი პოლიტიკის გამოცხადებას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დავით კოდუა

13 სექტემბერი 2024, 23:24

არჩევნები 2024

დავით კოდუა ახალგაზრდებს: თქვენ იქნებით ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ ზუგდიდი კიდევ უფრო მეტად უნდა გავხადოთ ახალგაზრდული ქალაქი

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი შტაბი, კონსტანტინე გამსახურდიას N 35-ში მდებარეობს.

რომის პაპი ფრანცისკე

13 სექტემბერი 2024, 23:10

არჩევნები აშშ

რომის პაპი ტრამპსა და ჰარისზე: ორივე მათგანი სიცოცხლის წინააღმდეგ გამოდის, იქნება ეს ის, ვინც აძევებს მიგრანტებს თუ ის, ვინც მხარს უჭერს ჩვილების მოკვლას

რომის პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი აბორტისა და მიგრაციის საკითხებზე მათი პოზიციის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

13 სექტემბერი 2024, 22:34

მსოფლიო

ბორელი: ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემას

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემას.

გია აბაშიძე

13 სექტემბერი 2024, 22:34

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი

ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.

გიორგი გამსახურდია

13 სექტემბერი 2024, 22:20

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება

გიორგი გამსახურდია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოების განხორციელების ფაქტს ეხება.

13 სექტემბერი 2024, 22:08

საზოგადოება

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

13 სექტემბერი 2024, 21:58

სამართალი

საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან“.

გიგი უგულავა

13 სექტემბერი 2024, 21:47

არჩევნები 2024

გიგი უგულავა: ყველა არჩევნებში „ქართული ოცნების“ პირველი ამოცანაა, გავიდეს პირველ ადგილზე და ამას ახერხებს

იმის გამო, რომ აქეთ ლიდერები ვერ ლაგდებიან, იქით ლიდერები გაბუტულები არიან ერთმანეთთან, გამოდის ოთხი [ოპოზიციური ფლანგი]. რაც არ უნდა სოციოლოგიური ზღაპრები მოგვიყვნენ, სინამდვილეში, ამ ოთხის პრობლემაა, რომ შეიძლება მათგან ერთ-ერთმა ვერ გადალახოს [ბარიერი] და სამის ჯამი აღარ გყოფნიდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში.

გენო პეტრიაშვილი

13 სექტემბერი 2024, 21:39

არჩევნები 2024

გენო პეტრიაშვილი: არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ვპატიობთ ამ ყველაფერს

„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე

13 სექტემბერი 2024, 21:27

არჩევნები 2024

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე: ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა

ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა, - განაცხადა ვანში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილე მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ.

ლაშა ტალახაძე

13 სექტემბერი 2024, 21:22

არჩევნები 2024

ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს

ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

დათუნა სირბილაძე

13 სექტემბერი 2024, 21:09

არჩევნები 2024

დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ

ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.

სოფო ბედია

13 სექტემბერი 2024, 21:08

არჩევნები 2024

სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე

მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს. „ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.

13 სექტემბერი 2024, 21:06

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში - მმართველი პარტიის გზავნილების გარშემო ვანსა და სენაკში ერთიანდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ! - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს ვანსა და სენაკში იმართება.