ირაკლი ღარიბაშვილი: 2008 წლის ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა გმირი ქართველი ხალხის სახე და ამავდროულად დაგვანახა, რომ როცა გამყიდველი ხელისუფლებაა სათავეში და ე.წ. აგენტურა მართავს ქვეყანას, ისინი არ ზრუნავენ ხალხზე
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
დღეს მსურს ჩემი გამოსვლის ძირითადი დრო დავუთმო ომის ფასზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბარს და თქვენთან ერთად გავიხსენო აგვისტოს ომის მძიმე შედეგები, მე კარგად ვიცი ვის ვესაუბრები დღეს და ვინ თუ არა თქვენ, ჩვენო მაგარო ქართლელებო, მებრძოლებო, იცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც... 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკვე 16 წელი გავიდა და ამ ომმა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს მოუშუშებელი იარა. ის ჭრილობა რომელიც არასოდეს არ შეხორცდება, სანამ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობით არ დავიბრუნებთ! , - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, გორში შეკრებილ მოსახლეობას.
მისივე თქმით, 2008 წლის ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა გმირი ქართველი ხალხის სახე და ამავდროულად ამ ომმა დაგვანახა, რომ როცა გამყიდველი ხელისუფლებაა სათავეში და როცა ეგრეთ წოდებული აგენტურა მართავს ქვეყანას, ისინი არ ზრუნავენ ხალხზე, არამედ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე.
„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები და ის საშინელი ტრაგედია და განსაცდელი, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით თქვენს რეგიონს, ეს ომი განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა თქვენთვის, რადგან პირადად გამოსცადეთ ომის შედეგები, დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა, ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, ჩვენი თანამოქალაქეები და ამ ომმა გამოიწვია ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, დაბრუნდა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი, რომელმაც დატოვა საქართველო 2007 წელს, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად არ აგვარიდა ეს ომი, რითაც ჩაიდინეს ღალატი და გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი...
ამ ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა გმირი ქართველი ხალხის სახე. ჩვენ ვიხილეთ გმირი ჯარისკაცების გმირული ისტორიები, შინდისის ბრძოლა ანწუხელიძის და სხვათა გმირული საქმენი, მაგრამ ასევე სამწუხაროდ ვიხილეთ მხდალი გამყიდველი ხელისუფლების სახე, გახსოვთ კარგად მთელს მსოფლიოში თავი როგორ მოგვჭრა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც ომის დღეებში, 11 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენი შინდისელი გმირები, ჩვენი ჯარისკაცები თავგანწირვით იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარ მიწა-წყალს, იმავე დღეს ვნახეთ მიწაზე გართხმული, შეშინებული პრეზიდენტის, ვნახეთ გაქცეული მინისტრები და პარლამენტის წევრები, ეგრეთ წოდებული მჩაგვრელი პოლიტიკური ელიტა, რომელმაც გაწირა ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამ ომისთვის...
ამ ომმა დაგვანახა, რომ როცა გამყიდველი ხელისუფლებაა სათავეში და როცა ეგრეთ წოდებული აგენტურა მართავს ქვეყანას, ისინი არ ზრუნავენ ჩვენს ხალხზე, არამედ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე, მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე. გამახსენეთ რომელი პოლიტიკოსი, მინისტრი თუ პარლამენტარი ან მათი ოჯახის წევრი ომობდა და ვინ შეეწირა ამ ომს? რა თქმა უნდა, არცერთი - ვინ სად გარბოდა არ იცოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ გაქცევისას, ამ დროს ჩვენი საამაყო, გმირი ხალხი, გმირი ჯარისკაცები, გმირი პოლიციელები შეეწირნენ მათ ამ ბინძურ ავანტიურას და უგუნურობას, რომ არა ჩვენი პატრიარქის პირადი ჩართულობა, გამბედაობა და თავდადება, გახსოვთ, რომ ჩვენი გმირების ცხედრების გამოყვანაც კი არ ადარდებდა სააკაშვილის ხელისუფლებას.
რა მოხდა ომის შემდეგ? ჯერ გმირების ცხედრებიც არ ჰყავდათ გადმოსვენებული, როცა გამყიდველმა ხელისუფლებამ რუსთაველზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და და წაგებული ომი აზეიმეს და მიშა, მიშა აძახებიეს. ამის შემდეგ მისი დავალებით ხელი მოაწერეს ანტისახელმწიფოებრივ, სრულიად მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ეს ხომ პირდაპირი ღალატი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესის. რამდენიმე თვეში ამ ომიდან, იმ დროს როცა რუსეთი აშენებდა ახალ რუსულ სამხედრო ბაზებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სააკაშვილის გამყიდველმა მთავრობამ რუსეთს გაუხსნეს ჯერ ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, პირადად საზღვარზე ხვდებოდა თავად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი რუს ტურისტებს, გახსოვთ შემდეგ როგორ გადასცეს ჩვენი სახელმწიფოს აქტივები სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული ობიექტები და ცხოვრება გააგრძელეს ბედნიერად, ვითომ არაფერი არ მომხდარა და სამწუხაროდ, მინდა ასევე ავღნიშნო, რომ ასევე მოიქცა მთელი დანარჩენი სამყაროც, მთელი მსოფლიო, ყველამ გააგრძელეს რუსეთთან ვაჭრობაც, პარტნიორობაც და თანამშრომლობაც. ამიტომ, ეს ომი არის ჩვენთვის გაკვეთილიც, ჩვენს გამო და ჩვენი ტერიტორიებისთვის არავინ არ იომებს, არავის არ ადარდებს, უნდა ვთქვა პირდაპირ, რამდენი ქართველი დაიღუპება ომში, რადგან ყველას აქვს საკუთარი ინტერესი, ყველას ადარდებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
14 ოქტომბერი 2024, 01:40
არჩევნები 2024
თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
14 ოქტომბერი 2024, 01:35
კულტურა
თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური
ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.
14 ოქტომბერი 2024, 01:18
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“
ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.
14 ოქტომბერი 2024, 00:50
კულტურა
ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.
14 ოქტომბერი 2024, 00:23
კულტურა
კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.
14 ოქტომბერი 2024, 00:13
საზოგადოება
დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
13 ოქტომბერი 2024, 23:45
კულტურა
ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე
ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
არჩევნები 2024
მაია დათუნაშვილი წეროვანში გამართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან: დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში
დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, - განაცხადა წეროვანში გამართული, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა.
13 ოქტომბერი 2024, 22:36
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.
13 ოქტომბერი 2024, 22:35
არჩევნები 2024
გურამ მაკალათია: არჩევნები უკვე ახლოვდება და გვინდა, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვუწოდოთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენს ევროპულ მომავალს
მუსიკოსები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. დღეს გამართული კონცერტის მონაწილე, „გუფი ლენდის“ სოლისტმა გურამ მაკალათია ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
13 ოქტომბერი 2024, 22:32
არჩევნები 2024
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, დეკანაშვილების თემის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:29
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი 265ა-ში, ადგილობრივ მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:27
რეგიონი
თემურ ხონელია: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით
კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ.
13 ოქტომბერი 2024, 22:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ დაგვასა და ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:21
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ადიგენის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის სოფლების: არალისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:17
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: შალაურისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:13
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VII მ/რ-ის მე-15 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწორ, მდგრად და მაღალ მაჩვენებლებს აჩვენებს - სრულიად არარეალისტურია ამ შემთხვევაში საუბრები 4 წელიწადში რაღაცის გაორმაგებაზე
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნოდ გაკეთებულ დაპირებას, რომ უახლოეს 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააორმაგონ, „იმედის კვირასთან“ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
13 ოქტომბერი 2024, 22:09
სამართალი
რატი ბრეგაძე: ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად
ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.