ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებს, ხოლო აფხაზ და ოს უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად საქართველოს დეოკუპაციას მოახერხებს
ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის იმ რეაქციაზე წერს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პროგრესის დაანონსებას მოჰყვა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებს, ხოლო აფხაზ და ოს უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად საქართველოს დეოკუპაციას მოახერხებს.
„რა საცოდავი კოლექტივია ნაციონალური მოძრაობა?!
ისეთი უნიათოები არიან, სხვისი განცხადებების რევიზიის მცდელობითა და აბსურდის ტირაჟირებით უნდათ ფონს გასვლა.
ახლა, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ შერიგებით, შეცდომების აღიარებითა და ურთიერთპატივისცემით უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთიო - საკუთარი მოღალატეობრივი ხასიათით გადათარგმნეს და ოკუპანტების წინაშე ბოდიშის მოხდას აპირებს ხელისუფლებაო…
განა არ აფასებენ რეალობას, უბრალოდ, სხვანაირად ვერ აღიქვამენ ფაქტებს და რატომ გვიკვირს ამ უსამშობლოებისგან, რომ საკუთარი მოღალატე ბუნების შესაბამისად ხედავენ ყველაფერ სასიკეთოს და საქართველოს რეალურ პერსპექტივას?! არ შეუძლიათ ღალატის გარეშე ცხოვრება და რა ქნან? ოკუპაციას, ქართული სტრატეგიული ობიექტებისა და რესურსების გასხვისებას ხელი შეუწყვეს, ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაულები დააბრალეს და ღალატის აქტები (რეზოლუცია 1633, ტალიავინის დასკვნა) გამარჯვებად გაასაღეს.
დღეს, როდესაც საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივები რეალურად გამოიკვეთა და მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში, რათა ყველანაირი საფრთხე დააზღვიოს, საზოგადოებასთან სრული კოორდინაციითა და აქტიური კომუნიკაციით, საქართველოს გამთლიანებისთვის პროდუქტიული ნაბიჯები გადაიდგას, ყველა მხრიდან ამოიქოქა უსამშობლოთა სექტა და ყველა მეთოდს მიმართავენ პროცესის დასაზიანებლად. დიახ, დროა ყველა მხარემ გაიაზროს შეცდომა და ურთიერთპატივისცემითა და
სინანულით მოხდეს შერიგება.
რაც შეეხება ოკუპანტებთან დამოკიდებულებას, „ქართულმა ოცნებამ“, დიახ, მმართველი პარტიის ხელისუფლებამ მოუგო რუსეთის ფედერაციას სტრასბურგისა და ჰააგას საერთაშორისო სასამართლოები, რითაც რუსეთის მხარის უპირობო დანაშაული დაამტკიცა.
ასევე მოექცევა ანწუხელიძისა და ჩვენი გმირი სამხედროებისა თუ სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილ დანაშაულში მხილებულ მკვლელებს - ეს განსხვავებაა დღევანდელ ხელისუფლებასა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის.
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებს, ხოლო აფხაზ და ოს უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად საქართველოს დეოკუპაციას მოახერხებს, ხოლო თქვენ თქვენი მოღალატე კოლექტიური აზროვნებითურთ ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებით!“ , - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ყველა სიახლე
06 ოქტომბერი 2024, 12:01
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანია ლიკვიდირებული. საუბარია საიდ ნაიფ ალისა და მუჰამედ ჰუსეინ ალ მაჰმუდზე, რომლებიც, ისრაელის მტკიცებით, „ჰამასის” აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყვნენ და ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტებს აწყობდნენ.
06 ოქტომბერი 2024, 11:31
სპორტი
გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა
გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა.
06 ოქტომბერი 2024, 11:18
პოლიტიკა
არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ დანილო დელა ველესთან
„ამჟამად ევროპაში დიდი პრობლემა გვაქვს, რადგან ომია. ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კარგი პროცესი, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს. ვფიქრობთ, ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის მშვიდობა და დიპლომატია. იმედი გვაქვს, თქვენ [საქართველო] წაახალისებს ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან საქართველომ კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან. არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. არც რუსეთი, არც ევროკავშირი და არც აშშ-ი არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის არჩევნებში“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
06 ოქტომბერი 2024, 11:18
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხებს
ისრაელი ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხებს, ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი თქმით, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, ისრაელს კი სრული უფლება აქვს, რომ თეირანს შესაბამისი პასუხი გასცეს.
06 ოქტომბერი 2024, 11:02
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს
აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.
06 ოქტომბერი 2024, 10:54
რეგიონი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება
ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრისა და ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
06 ოქტომბერი 2024, 10:52
სამართალი
„თბილისობა 2024“ გრძელდება
სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გრძელდება.
06 ოქტომბერი 2024, 10:42
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფოტოგალერეა
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
06 ოქტომბერი 2024, 10:07
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე: ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“
„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის „ვსესაიუზნი“ ჯილდოზე არიან წარდგენილნი. წინ, მართალო ამხანაგებო! P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, - წერს ბრეგაძე
06 ოქტომბერი 2024, 10:03
პოლიტიკა
ქეთევან ჩაჩავა: გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს
ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული ნატალი ჯახუტაშვილის შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ, გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა, სოციალურ ქსელში.
06 ოქტომბერი 2024, 09:03
მსოფლიო
„ცაჰალის“ სპიკერი: „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრისთვის ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი
„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, რადგან სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, - განაცხადა ჰაგარიმ.
06 ოქტომბერი 2024, 08:29
სპორტი
რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მან პირველივე რაუნდში მეტოქეს ნეკნი გაუტეხა.
06 ოქტომბერი 2024, 08:04
რეგიონი
გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა
თეატრალური ფესტივალი "როტონდა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება განუხორციელებელი პიესების საჯარო კითხვა, შეხვედრები რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები.
05 ოქტომბერი 2024, 22:50
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა
ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.
05 ოქტომბერი 2024, 21:14
საზოგადოება
ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
05 ოქტომბერი 2024, 21:00
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.
05 ოქტომბერი 2024, 20:34
საზოგადოება
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:28
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:26
საზოგადოება
კახა კალაძე: მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში
მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.
05 ოქტომბერი 2024, 20:18
საზოგადოება
კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს
„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.