15 სექტემბერი 2024, 20:47 / სანდო წყარო

გენო პეტრიაშვილი რადიკალებზე: ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ადამიანებს, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება ქვეყანას გულწრფელად ემსახურებიან

გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი

სისულელე და აბსურდია, მეტი არაფერი. არც ვაპირებ კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე, - ასე გამოეხმაურა ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ სიის მე-7 ნომერი გენო პეტრიაშვილი რადიკალების იმ ნეგატიურ კომენტარებს, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მის ჩართვასთან დაკავშირებით.

„ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ადამიანებს, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება ქვეყანას გულწრფელად ემსახურებიან, ბევრი გამარჯვება და ემოცია შესძინეს გულშემატკივარს და ჩვენს მოსახლეობას.

მე პირველ რიგში ჩემი სამშობლო - საქართველო მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ბევრ მაგარ საქმეს გააკეთებს. დავიბრუნებთ იმ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს და ავაშენებთ ძალიან მაგარ სახელმწიფოს.

ოკუპანტების მიერ ჩემი გატაცება - ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი წარსულია და გადავლახე, გავიმარჯვე ძალიან ბევრ რამეზე, ძალიან დიდ სირთულეზე.

წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ ძალიან მიყვარს და გული მტკივა, რომ დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი გუნდი იქნება ის, ვინც მიიყვანს ჩვენს ქვეყანას გაერთიანებამდე და ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

ყველა სიახლე

ევო მორალესი

04 ოქტომბერი 2024, 10:18

მსოფლიო

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი მოზარდის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას France 24 ავრცელებს. „ჩვენ შეშფოთებულებმა შევიტყვეთ სერიოზული დანაშაულის შესახებ, რომელიც დაუსჯელი დარჩა. კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, როცა ის 15 თუ 16 წლის იყო“, - ციტირებს France 24 ქვეყნის იუსტიციის მინისტრს სესარ სილესს. მისი თქმით, გაუპატიურების შედეგად გოგონა დაფეხმძიმდა. შემდგომში მას ბავშვი შეეძინა, რომლის დაბადების მოწმობაში მამად 64 წლის ევო მორალესია ჩაწერილი.

გურამ მაჭარაშვილი

04 ოქტომბერი 2024, 10:14

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაშიფრა ის სქემა, რისთვისაც ემზადებიან უცხოელები და აქაური ოპოზიციის წარმომადგენლები

პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს ეხმიანება.

04 ოქტომბერი 2024, 09:36

მსოფლიო

რუსული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადა, კიევი კატეგორიულად უარყოფს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ტიხის თქმით, საოკუპაციო ძალებისგან განსხვავებით, უკრაინული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს იცავენ და სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმიან.

ვიქტორ ორბანი

04 ოქტომბერი 2024, 09:22

მსოფლიო

ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო უჩივის

ევროპულმა კომისამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა სუვერენიტეტის შესახებ მიღებული კანონის გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. უნგრეთმა კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მისი ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესი“ იყო. კანონის თანახმად, უნგრეთში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება. სუვერენიტეტის დაცვის ოფისის მთავარი ამოცანა კონკრეტული საქმიანობის შესწავლა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერებში ხორციელდება და უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

04 ოქტომბერი 2024, 09:21

არჩევნები 2024

ირაკლი ხელაძე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისგან

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს. დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.

ნუცა ბუზალაძე

04 ოქტომბერი 2024, 09:16

არჩევნები 2024

ნუცა ბუზალაძე: ველოდებით 26 ოქტომბერს, მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“

მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.

04 ოქტომბერი 2024, 09:05

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.

ალი ხამენეი

04 ოქტომბერი 2024, 09:01

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.

04 ოქტომბერი 2024, 08:48

არჩევნები 2024

რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება

რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.

პეტერ ფიშერი

04 ოქტომბერი 2024, 08:37

პოლიტიკა

პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა

ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.

გიორგი კახიანი

04 ოქტომბერი 2024, 08:28

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.

ალუდა ღუდუშაური

04 ოქტომბერი 2024, 08:20

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.

ლევან მაჭავარიანი

04 ოქტომბერი 2024, 08:13

პოლიტიკა

ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს

ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა

04 ოქტომბერი 2024, 08:06

არჩევნები 2024

მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება

მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.

ჰაშემ საფი ად-დინი

04 ოქტომბერი 2024, 03:09

მსოფლიო

მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა

„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.

04 ოქტომბერი 2024, 02:51

მსოფლიო

პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება

პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ამინ სალამი

04 ოქტომბერი 2024, 01:01

მსოფლიო

ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს

ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2024, 00:45

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მაია ნიკოლეიშვილი

04 ოქტომბერი 2024, 00:31

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება

მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზუკა რურუა

04 ოქტომბერი 2024, 00:22

პოლიტიკა

ზუკა რურუა: რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი მიზანი - ხელისუფლებაში მოვიდეს და შემდეგ გარედან მართულები იყვნენ

„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ცუდ ძალებთან, რომლებსაც უნდათ პროვოკაციის მოწყობა. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც არაფერი ადარდებს. მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იყვნენ გარედან მართულები. ჩვენი ხელისუფლება არის ეროვნული, სუვერენული, ქვეყანა კი დამოუკიდებელი“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.