მაია ბითაძე: თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში შესაძლებელია დავის მშვიდობიანი მოგვარება შერიგების, შენდობის გარეშე - ეს გამორიცხულია
მაია ბითაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი და ტემპერატურის ხელოვნურად არევის არაერთ მცდელობას ვხედავთ, როგორც მედია სივრცეში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამის ერთადერთი მიზანია - როგორმე ხელი შეუშალონ საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უკვე 8-ჯერ გააკეთა და ამ გადაწყვეტილების შემდგომ „ქართული ოცნება“ არის დღეს ხელისუფლებაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საქართველოს აწმყოსა და მომავლის შესახებ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე.
„ასეთი ტიპის ზეწოლით, სიცრუით, ზიზღის გაღვივებით მხოლოდ ერთადერთი რამე მიიღწევა, უბრალოდ ქართველი ხალხი უფრო კარგად ხედავს, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, რომ ქართველია და საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შესახებ. ყველას ავიწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც გაიარა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ 90-იანი წლების პერიპეტიები, ის ომი და უბედურება, რომელიც ოკუპანტის ხელშეწყობით და გარე ძალების ჩარევით ამ ქვეყანაში პერიოდულად მიმდინარეობდა. შესაბამისად ძალიან კარგად არჩევს საქართველოს მოქალაქე სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ამ დღეებში ვიხილეთ ძალიან ბევრი სიყალბე, სიცრუე, ინფორმაციის დამახინჯებულად ტირაჟირების არაერთი მაგალითი, მათ შორის, დავების მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შერიგებით და ეკონომიკური წინსვლით შეინარჩუნოს მშვიდობა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ საქართველოს მოქალაქე, მჯდარი უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წინაშე, რომელიც მტკნარად იტყუებოდა იმ რეალობის შესახებ, რაც მის სამშობლოშია და ყველანაირად ცდილობდა, რომ შავბნელ ფერებში წარმოედგინა ის რეალობა და ის სიმშვიდე, რომელიც ამ ეტაპზე ამ ქვეყანაშია, რომლის შენარჩუნებას ასე ძალიან ვცდილობთ. ამ დღეებში ვიხილეთ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ უხეშად ერევა წინასაარჩევნო პროცესში და მოწოდებებს აკეთებს პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იციან, რომ ვერ ლახავენ საარჩევნო ბარიერს საჭიროებენ პრეზიდენტის ჩარევას, რომ რაღაც გაერთიანებას მიაღწიონ. ამ დღეებში ასევე ვიხილეთ ძალიან ბევრი სიყალბე, სიცრუე, ინფორმაციის დამახინჯებულად ტირაჟირების არაერთი მაგალითი, მათ შორის, დავების მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით და თუ ვინმე მეტყვის მთელ მსოფლიოში, რომ საქართველოში შესაძლებელია დავის მშვიდობიანი მოგვარება, შერიგების, შენდობის გარეშე - ეს გამორიცხულია. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ შერიგებით, ეკონომიკური წინსვლით შევინარჩუნოთ ის მშვიდობა, რომელიც ამ ძალიან რთულ სიტუაციაში გვიჭირავს და ამას ძალიან კარგად ხედავს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს კვლავ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და მიუხედავად იმ აბსოლუტური ისტერიისა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიმატებს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, საქართველოს მოქალაქეს უკვე კარგად აქვს არჩევანი გაკეთებული თუ სად არის მშვიდობა, სად არის ის საფრთხის შემცველი ტურბულენტობა, რომელიც ამ ქვეყანას შეიძლება წინ დაუდგეს და შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2024, 10:18
მსოფლიო
ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს
ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი მოზარდის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას France 24 ავრცელებს. „ჩვენ შეშფოთებულებმა შევიტყვეთ სერიოზული დანაშაულის შესახებ, რომელიც დაუსჯელი დარჩა. კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, როცა ის 15 თუ 16 წლის იყო“, - ციტირებს France 24 ქვეყნის იუსტიციის მინისტრს სესარ სილესს. მისი თქმით, გაუპატიურების შედეგად გოგონა დაფეხმძიმდა. შემდგომში მას ბავშვი შეეძინა, რომლის დაბადების მოწმობაში მამად 64 წლის ევო მორალესია ჩაწერილი.
04 ოქტომბერი 2024, 10:18
სპორტი
მედია: მიხაელ შუმახერი საჯაროდ ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა
2013 წლიდან შუმახერი უბედური შემთხვევის შემდეგ პუბლიკასთან არ გამოჩენილა. მრბოლელმა სერიოზული ტრავმები მიიღო, როდესაც ალპებში თხილამურებით სრიალებდა. ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
04 ოქტომბერი 2024, 10:14
არჩევნები 2024
გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაშიფრა ის სქემა, რისთვისაც ემზადებიან უცხოელები და აქაური ოპოზიციის წარმომადგენლები
პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს ეხმიანება.
04 ოქტომბერი 2024, 09:36
მსოფლიო
რუსული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადა, კიევი კატეგორიულად უარყოფს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ტიხის თქმით, საოკუპაციო ძალებისგან განსხვავებით, უკრაინული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს იცავენ და სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმიან.
04 ოქტომბერი 2024, 09:22
მსოფლიო
ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო უჩივის
ევროპულმა კომისამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა სუვერენიტეტის შესახებ მიღებული კანონის გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. უნგრეთმა კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მისი ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესი“ იყო. კანონის თანახმად, უნგრეთში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება. სუვერენიტეტის დაცვის ოფისის მთავარი ამოცანა კონკრეტული საქმიანობის შესწავლა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერებში ხორციელდება და უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
04 ოქტომბერი 2024, 09:21
არჩევნები 2024
ირაკლი ხელაძე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისგან
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს. დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2024, 09:16
არჩევნები 2024
ნუცა ბუზალაძე: ველოდებით 26 ოქტომბერს, მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“
მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.
04 ოქტომბერი 2024, 09:05
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.
04 ოქტომბერი 2024, 09:01
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.
04 ოქტომბერი 2024, 08:48
არჩევნები 2024
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.
04 ოქტომბერი 2024, 08:37
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა
ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.
04 ოქტომბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.
04 ოქტომბერი 2024, 08:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.
04 ოქტომბერი 2024, 08:13
პოლიტიკა
ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს
ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
04 ოქტომბერი 2024, 08:06
არჩევნები 2024
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.
04 ოქტომბერი 2024, 03:09
მსოფლიო
მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა
„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.
04 ოქტომბერი 2024, 02:51
მსოფლიო
პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება
პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 01:01
მსოფლიო
ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს
ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:45
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:31
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება
მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.