შალვა პაპუაშვილი: ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა. როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით.
რაც შეეხება ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებას, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ერთი მხრივ, ორივე იქადნიდა, რომ უნდა გახდნენ პრემიერ-მინისტრი, მოვიდნენ უმრავლესობით და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აწყვილებენ იმისთვის, ბარიერი იქნებ როგორმე გადალახოს ერთმა, ან მეორემ, ან ორივემ ერთად“.
„ეს არის მთელი იდეა ამ პროცესის, მაგრამ საერთო ჯამში, ამიტომაც ვთქვი მე, ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია, რომელსაც არანაირი საკუთარი დღის წესრიგი არ აქვს, მთლიანად მორგებულია იმაზე, გარედან რას ეტყვიან, მთლიანად აწყობილია იმაზე, რომ აკომენტაროს გარედან გაკეთებული განცხადებები. მედიას რომ დააკვირდეთ, სხვას რას აკეთებენ. ყოველდღე ერთი, ორი განცხადება, ვიღაცა რაღაცას დაწერს, განცხადებას გააკეთებს საზღვარგარეთ, უცხოელი პოლიტიკოსი ან სხვა აქტორი და მერე ის დღე დაკავებულები არიან ამ განცხადებების კომენტარებით. თუნდაც სანქციების თემა რომ ავიღოთ. ამიტომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო მომენტი ქართული ოპოზიციის ისტორიაში და რაც მთავარია, რომ დავუფიქრდეთ, რა არის მიზანი საერთო ჯამში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე ყველა მოვიდეს.
აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ომსა და მშვიდობაზე, კი უნდათ ხანდახან ძალიან, რომ დამალონ ეს საკითხი, მაგრამ რაზე არის ეს ყველაფერი მიბმული და როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ბიძგება ომისკენ. ხდებოდა იმიტომ, რომ გვიბიძგებდნენ სანქციების დაწესებისკენ, გვიბიძგებდნენ, რომ ჩაგვეკეტა ცა რუსეთისთვის, წავსულიყავით ესკალაციაზე პირდაპირ. ის ხალხი, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, დეესკალაცია რუსეთთან, უცებ ერთ მომენტში, ესკალაციისკენ გვიბიძგებდა ყველა. ეს გეგმა აქვთ ამათ. თან გაწერილი აქვთ პირდაპირ, არც რცხვენიათ. ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა. საქართველოს მკვლელობის გეგმაა, ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელშიც პირდაპირ წერენ, რომ შეუერთდებიან ევროკავშირის ყველა სანქციას, სრულად, რუსეთის წინააღმდეგ, ჩაკეტავენ ცას, გააუქმებენ ფრენებს, დააწესებენ საოკუპაციო მოსაკრებელს რუსი მოქალაქეებისთვის თუ ა.შ. და რას ფიქრობთ, ამის ბოლოს რა არის? არის თუ არა ეს ესკალაცია, რა თქმა უნდა, არის. ამის ბოლოს ხომ არის გარანტირებულად ეკონომიკური კოლაფსი ამ ქვეყნის და არის თუ არა დიდი ალბათობით სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან?! ასე, რომ ბერბიჭაშვილის გეგმით რომ გადის ახლა „ლელო“ არჩევნებზე და უნდა, რომ ქართველმა ხალხმა ბერბიჭაშვილს მისცეს ხმა, ბერბიჭაშვილის გეგმას მისცეს ხმა და ჩვენი ქვეყნის მკვლელობას მისცეს ხმა, როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 11:47
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
11 ოქტომბერი 2024, 11:45
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:37
არჩევნები 2024
ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
11 ოქტომბერი 2024, 11:34
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:31
ტაბლოიდი
ამერიკელმა ქალმა კაზინოში წაგების შემდეგ ნაყიდი ლატარეის ბილეთით $50 ათასი მოიგო
სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარეის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.
11 ოქტომბერი 2024, 11:29
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.
11 ოქტომბერი 2024, 11:21
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას
რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:13
არჩევნები 2024
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
11 ოქტომბერი 2024, 11:08
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:07
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:02
კულტურა
BBC „სიამაყისა და ცრურწმენის“ სპინოფს გადაიღებს🎩
შოუ 10 სერიისგან შედგება, სცენარი სარა კუინტრელმა დაწერა. სიუჟეტი ჯეინ ოსტინის საკულტო რომანის ნაკლებად პოპულარული პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულს ეძებს.
11 ოქტომბერი 2024, 10:59
მსოფლიო
რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.
11 ოქტომბერი 2024, 10:55
პოლიტიკა
მაია ბითაძემ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
11 ოქტომბერი 2024, 10:51
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასახლებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს, ასევე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.
11 ოქტომბერი 2024, 10:41
მსოფლიო
თეთრი სახლი: ბაიდენმა და შოლცმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან, რა დროსაც მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერა განიხილეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ამერიკა-გერმანის გეოპოლიტიკური პრიორიტეტების საკითხებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის უკრაინის რუსეთისგან დაცვის მხარდაჭერა. რაც შეეხება აშშ-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა უფრო მჭიდროდ განვითარდება, აღნიშნეს თეთრ სახლში.
11 ოქტომბერი 2024, 10:39
კულტურა
ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ეროვნული კინოცენტრის ახალი ოფისი გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ეროვნული კინოცენტრის თანამედროვე სტანდარტების სრულად განახლებული ოფისი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 10:35
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: ის დღის წესრიგი, რომელსაც ეყრდნობა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის გარედან არის მართული და ერთადერთ მიზანს, ხელისუფლების ცვლილებას ემსახურება
ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნების პროცესში, უცხოური ძალების მხრიდან ღიად ჩარევაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ აქამდე ეს შეფარვით ხდებოდა, ახლა უცხოური ძალები ღიად და აგრესიულად ერევიან პოლიტიკურ პროცესებში.