ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქალაქ რუსთავის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე.
მისივე თქმით, „დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია. საქართველოს თითოეული მოქალაქე, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია და სრულად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს.“
„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვემო ქართლში მოვაწესრიგეთ და განვავითარეთ ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ავაღორძინეთ წინა ხელისუფლების დროს დაკნინებული სოფლის მეურნეობა, ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს მანამდე დაკეტილი ბაზრებისკენ გავუხსენით გზა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რა მიმართულებითაც არაერთი ინვესტიცია სწორედ ქვემო ქართლში განხორციელდა. სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდა და ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებოდა. დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია! საქართველოს თითოეული მოქალაქე, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია და სრულად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს. 2012 წელს, ერთ დროს წელგამართულ, მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა. მაშინ რუსთაველებს დაგპირდით, რომ დაგიბრუნებდით ღირსებას, მაქსიმალურად ავითვისებდით ამ ქალაქის ინდუსტრიულ პოტენციალს და ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სრული დატვირთვით ამუშავებულიყო რუსთავში მდებარე ქარხნები და საწარმოები. მოხარული ვარ, რომ ეს პირობაც შევასრულეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება“-აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საბოტაჟზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ მიერ თუნდაც მცირე ძალაუფლების ხელში ჩაგდება ხალხისთვის გარდაუვალ ზიანს ნიშნავს.
მისივე თქმით, „რადიკალური ოპოზიცია არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ძალაუფლებასთან ამ ხალხის გაკარება.“
„რუსთაველები იმაშიც დაგვემოწმებიან, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თუნდაც მცირე ძალაუფლების ხელში ჩაგდება საბოტაჟს და ხალხისთვის გარდაუვალ ზიანს ნიშნავს. დღეს ქალაქს ჰყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი მერი, გასაოცარი ახალგაზრდა ქალი ნინო ლაცაბიძე, რომელიც 24 საათის განმავლობაში რუსთავისა და რუსთაველების ინტერესზე ზრუნავს. ამის საპირწონედ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსთავის საკრებულოში თანამდებობებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს. მეტიც, ისინი მუდმივ საბოტაჟს უწყობენ რუსთავის მოსახლეობას და ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებას აფერხებენ. ეს მაგალითი ძალიან კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
როგორც წარსულში, დღესაც, რადიკალური ოპოზიცია არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ძალაუფლებასთან ამ ხალხის გაკარება, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ არა კარგსა და უკეთესს, არამედ ომსა და მშვიდობას, გარე ძალების აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებას“ შორის. ჩვენ უცხო ძალებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას, რადგან 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს არა უცხოურ აგენტურას, არამედ ეროვნული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“! - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა სიახლე
14 ოქტომბერი 2024, 01:40
არჩევნები 2024
თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
14 ოქტომბერი 2024, 01:35
კულტურა
თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური
ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.
14 ოქტომბერი 2024, 01:18
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“
ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.
14 ოქტომბერი 2024, 00:50
კულტურა
ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.
14 ოქტომბერი 2024, 00:23
კულტურა
კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.
14 ოქტომბერი 2024, 00:13
საზოგადოება
დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
13 ოქტომბერი 2024, 23:45
კულტურა
ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე
ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
არჩევნები 2024
მაია დათუნაშვილი წეროვანში გამართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან: დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში
დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, - განაცხადა წეროვანში გამართული, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა.
13 ოქტომბერი 2024, 22:36
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.
13 ოქტომბერი 2024, 22:35
არჩევნები 2024
გურამ მაკალათია: არჩევნები უკვე ახლოვდება და გვინდა, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვუწოდოთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენს ევროპულ მომავალს
მუსიკოსები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. დღეს გამართული კონცერტის მონაწილე, „გუფი ლენდის“ სოლისტმა გურამ მაკალათია ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
13 ოქტომბერი 2024, 22:32
არჩევნები 2024
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, დეკანაშვილების თემის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:29
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი 265ა-ში, ადგილობრივ მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:27
რეგიონი
თემურ ხონელია: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით
კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ.
13 ოქტომბერი 2024, 22:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ დაგვასა და ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:21
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ადიგენის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის სოფლების: არალისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:17
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: შალაურისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:13
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VII მ/რ-ის მე-15 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწორ, მდგრად და მაღალ მაჩვენებლებს აჩვენებს - სრულიად არარეალისტურია ამ შემთხვევაში საუბრები 4 წელიწადში რაღაცის გაორმაგებაზე
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნოდ გაკეთებულ დაპირებას, რომ უახლოეს 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააორმაგონ, „იმედის კვირასთან“ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
13 ოქტომბერი 2024, 22:09
სამართალი
რატი ბრეგაძე: ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად
ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.