ბიძინა ივანიშვილი: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს!, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.
„ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არცერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დევს, გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით, შემდეგ კი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ, ალბათ, მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ - საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება, საქართველოს გამთლიანებას ხელოვნური ბარიერი შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს“-აღნიშნა ივანიშვილმა.
საპატიო თავმჯდომარემ მორიგ ჯერზე ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჩვენი ხალხისთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევის, ჩვენი ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შეურაცხყოფისა და დაკნინების ყველა ძალადობრივი მცდელობა.
„რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელთა გადასაჭრელადაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი ხალხისთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევის, ჩვენი ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შეურაცხყოფისა და დაკნინების ყველა ძალადობრივ მცდელობას! გარდა ამისა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, კონსტიტუციური სტატუსის განსამტკიცებლად. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამით საქართველოში მოქმედ რომელიმე რელიგიას იოტისოდენა ჩრდილი მაინც მიადგება! მეტიც, გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა კიდევ უფრო გავუფრთხილდეთ ჩვენი განსხვავებული რელიგიის მქონე, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ხალხების თანაცხოვრებას. სწორედ ჩვენი მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით ვართ ის ხალხი და ქვეყანა, რასაც წარმოვადგენთ, რითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს. ტოლერანტობის ეს საამაყო, უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება - ჩვენს სამშობლოში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ისევ ჰარმონიულად განაგრძობენ თანაცხოვრებას და საქართველოს, ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვას! 26 ოქტომბერს ბოროტებაზე გაიმარჯვებს სიკეთე, აგენტურაზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობა, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე გაიმარჯვებს ტრადიციული ფასეულობები. 26 ოქტომბერს ომზე გაიმარჯვებს მშვიდობა. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა სიახლე
14 ოქტომბერი 2024, 01:40
არჩევნები 2024
თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
14 ოქტომბერი 2024, 01:35
კულტურა
თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური
ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.
14 ოქტომბერი 2024, 01:18
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“
ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.
14 ოქტომბერი 2024, 00:50
კულტურა
ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.
14 ოქტომბერი 2024, 00:23
კულტურა
კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.
14 ოქტომბერი 2024, 00:13
საზოგადოება
დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
13 ოქტომბერი 2024, 23:45
კულტურა
ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე
ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
არჩევნები 2024
მაია დათუნაშვილი წეროვანში გამართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან: დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში
დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, - განაცხადა წეროვანში გამართული, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა.
13 ოქტომბერი 2024, 22:36
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.
13 ოქტომბერი 2024, 22:35
არჩევნები 2024
გურამ მაკალათია: არჩევნები უკვე ახლოვდება და გვინდა, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვუწოდოთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენს ევროპულ მომავალს
მუსიკოსები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. დღეს გამართული კონცერტის მონაწილე, „გუფი ლენდის“ სოლისტმა გურამ მაკალათია ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
13 ოქტომბერი 2024, 22:32
არჩევნები 2024
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, დეკანაშვილების თემის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:29
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი 265ა-ში, ადგილობრივ მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:27
რეგიონი
თემურ ხონელია: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით
კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ.
13 ოქტომბერი 2024, 22:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ დაგვასა და ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:21
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ადიგენის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის სოფლების: არალისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:17
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: შალაურისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:13
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VII მ/რ-ის მე-15 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწორ, მდგრად და მაღალ მაჩვენებლებს აჩვენებს - სრულიად არარეალისტურია ამ შემთხვევაში საუბრები 4 წელიწადში რაღაცის გაორმაგებაზე
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნოდ გაკეთებულ დაპირებას, რომ უახლოეს 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააორმაგონ, „იმედის კვირასთან“ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
13 ოქტომბერი 2024, 22:09
სამართალი
რატი ბრეგაძე: ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად
ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.