გიორგი კახიანი: რაც არ უნდა შეეცადონ, დააკნინონ და დაჩრდილონ არჩევნების პროცესი, საბოლოო ჯამში, ამას არ ექნება არანაირი ძალა. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა, ეს იქნება უზენაესი და ვერაფერი შეცვლის
გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რაც არ უნდა შეეცადონ დააკნინონ და დაჩრდილონ არჩევნების პროცესი, საბოლოო ჯამში, ამას არ ექნება არანაირი ძალა, ვინაიდან, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა, ეს იქნება უზენაესი და ვერაფერი შეცვლის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემა „ქრონიკაში“, რითაც გამოეხმაურა ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებად დარეგისტრირების საკითხს.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტი, რომლებიც დარეგისტრირდნენ როგორც დამკვირვებლები არჩევნებზე, კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ.
„ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემდგომ გაკეთებულ დასკვნას უნდა ვენდოთ, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება მიკერძოებული. ვის აქვს იმის მოლოდინი, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტობრივად გაიგივებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან და შეზრდილი არიან, მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა ფორმით, რა გარანტია არსებობს იმის, რომ ისინი სწორ დასკვნებს გააკეთებენ.
მთავარი არის ერთი რამ, საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. საზოგადოების გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, წინ მაინც ვერაფერი დაუდგება, რაც არ უნდა შეეცადონ და წარმოაჩინონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რაც არ უნდა შეეცადონ, დააკნინონ და დაჩრდილონ არჩევნების პროცესი, ამას მაინც, საბოლოო ჯამში, არ ექნება არანაირი ძალა, ვინაიდან, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა, ეს იქნება უზენაესი და ამას ვერაფერი შეცვლის“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ყველა სიახლე
06 ნოემბერი 2024, 04:50
არჩევნები აშშ
CNN-მა ტრამპი ინდიანის, კენტუკისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში, ხოლო კამალა ჰარისი ვერმონტის შტატში გამარჯვებულად გამოაცხადა
ტელეკომპანია CNN-მა დონალდ ტრამპი ინდიანის, კენტუკისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში, ხოლო კამალა ჰარისი ვერმონტის შტატში გამარჯვებულად გამოაცხადა.
06 ნოემბერი 2024, 04:29
არჩევნები აშშ
CNN: წინასწარი მონაცემებით, ტრამპი სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი - ვირჯინიის, ვერმონტისა და ნიუ-ჰემფშირის შტატებში
წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში ლიდერობს, ხოლო მისი ოპონენტი, კამალა ჰარისი - ვირჯინიის, ვერმონტისა და ნიუ-ჰემფშირის შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 03:42
არჩევნები აშშ
CNN: წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი კენტუკისა და ინდიანას შტატებში ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი კენტუკისა და ინდიანას შტატებში ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 03:29
არჩევნები აშშ
CNN: კამალა ჰარისის საარჩევნო გუნდი მხარდამჭერებად იდენტიფიცირებულ მოქალაქეებს უკავშირდება, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა
„დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო გუნდი მხარდამჭერებად იდენტიფიცირებულ მოქალაქეებს უკავშირდება, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 03:14
არჩევნები აშშ
CNN-ის ეგზიტპოლი: ამომრჩეველთა დაახლოებით სამი მეოთხედი უარყოფითად აფასებს შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას
ტელეკომპანია CNN-ის ეგზიტპოლის თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით სამი მეოთხედი უარყოფითად აფასებს შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას.
06 ნოემბერი 2024, 02:51
არჩევნები აშშ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფილადელფიაში მასობრივ თაღლითობას აქვს ადგილი
„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფილადელფიაში მასობრივ თაღლითობას აქვს ადგილი.
06 ნოემბერი 2024, 01:17
არჩევნები აშშ
The Associated Press: მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა
მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 00:36
არჩევნები აშშ
Newsweek: პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა
პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 00:17
არჩევნები აშშ
CNN: აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა
აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
05 ნოემბერი 2024, 22:33
საზოგადოება
სახლები დევნილი ოჯახებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ექვსასზე მეტ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს. სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
05 ნოემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას
ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:14
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც სამთავრობო გუნდი მზად არის
ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში
ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:09
არჩევნები 2024
გიორგი გამსახურდია: მუხტი არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ ხალხმა კიდევ უფრო დაინახა ამათი, უღირსი და გამყიდველი სახეები
უვიზო, ისევე როგორც ყველაფერი ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე, არის ქართული ოცნების და ქართველი ხალხის დამსახურება, ეს იცის ყველამ ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ თემაში. ზუსტად მაგიტომ ამოიღეს უკვე მერამდენედ სამიზნეში ეს საკითხი.
05 ნოემბერი 2024, 22:06
არჩევნები 2024
პრემიერი: „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება
„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:03
პოლიტიკა
პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად ჩვენს ქვეყანაში და არის კიდეც დაცული, მათ შორის, იმ მიმართულებით, რაც ეხება უმცირესობებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:00
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ
არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით.
05 ნოემბერი 2024, 21:55
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას
უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:53
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მოლდოვაში არ არის პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი, აკრძალეს პარტიები, ოპოზიციონერი დეპუტატი არ დატოვეს პარლამენტში, საქართველოს და მოლდოვის არჩევნებზე განსხვავებული შეფასებები ცალსახა უსამართლობაა
ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:47
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება, რომ მას გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს
პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში. პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. „იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. ეს ადამიანი და ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ, რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც უარის თქმა მოუწია, იმიტომ, რომ შერცხვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამიტომ, მისთვის ეს იძულებაა, რომ ვერ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არ უნდა, შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა თანამშრომლობით“, - განაცხადა პრემიერმა.