09 ოქტომბერი 2024, 11:39 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ყველამ, მათ შორის ევროპელებმა კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ყველამ, მათ შორის ევროპელებმა კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით, არის ნახსენები მოახლოებული არჩევნები რამდენჯერმე, მათ შორის გაკრიტიკებულია უცხოეთში უბნების გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ასევე მოწოდებებია, რომ უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდეს არჩევნები და ერთი ფრაზაა ასეთი, რომ იმედს გამოთქვამენ, რომ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს მშვიდობიან გადაბარებას ძალაუფლების. წინასწარ მსგავსი განცხადებები რეზოლუციაში ევროპარლამენტარების მხრიდან, როგორ აღიქმება.

„რეზოლუცია სკანდალურად შევაფასე იმიტომ, რომ მთლიანად არის განმსჭვალული ცრუ ნარატივებით, ცრუ სულისკვეთებით. არჩევნებთან დაკავშირებით, უბნებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ცრუ ნარატივია, რომელიც ასეთი ტიპის დოკუმენტებით ვრცელდება. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას, თავად ის, რომ მოხდა ინიციირება ამ [ევროპარლამენტის] რეზოლუციის, ეს არის ნაწილი იმ საარჩევნო კამპანიის, რომელიც ოპოზიციისთვის გარედან ხორციელდება. ხომ ვაკვირდებით, რომ ოპოზიცია აქ [საქართველოში] თავად არც კი მუშაობს, თემებს ვერაფერს ქმნიან. ერთადერთი, რაც ხდება, ყოველდღე არის ერთი-ორი განცხადება, თუ გამოხმაურება [უცხოეთიდან], რომელიც შემდეგ საარჩევნო დისკუსიის ნაწილი ხდება საქართველოში.

ამაზე ცალკე ბრიფინგიც ჩავატარე, სადაც ვნახეთ, რომ ერთი თვის განმავლობაში 90-ზე მეტი განცხადება იყო. დღეში 3-4 განცხადება კეთდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც გვაჩვენებს, რომ ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და ეს რეზოლუციაც არის სწორედ ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ვნახეთ ვინ არიან ინიციატორები. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მფარველები. გვახსოვს ყოველდღიური მათი აქტივობა და ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და მათგან რაიმე სიკეთეს ქართველი ხალხი არ მოელის.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ეს ერთ-ერთი რისკი, რასაც ვხედავთ და ვაკვირდებით, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება მიგვანიშნებს ამაზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომ არ არის მზადება არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომ არ აღიარონ არჩევნები. ჩემი მოწოდებაა, რომ ყველამ, მათ შორის ევროპელებმა კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისი

06 ნოემბერი 2024, 05:19

არჩევნები აშშ

The Associated Press: ამ მომენტისთვის ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 95 ხმა აქვს, ხოლო ჰარისს - 35 ხმა

ამ მომენტისთვის „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 95 ხმა აქვს, ხოლო მის ოპონენტს, კამალა ჰარისს - 35 ხმა.

დონალდ ტრამპი

06 ნოემბერი 2024, 05:05

არჩევნები აშშ

ტრამპი: რესპუბლიკელებო, ჩვენი საქმე ძალიან კარგად მიდის - დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ არჩევნებში მისი პარტიისთვის სიტუაცია კარგად ვითარდება.

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისი

06 ნოემბერი 2024, 04:50

არჩევნები აშშ

CNN-მა ტრამპი ინდიანის, კენტუკისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში, ხოლო კამალა ჰარისი ვერმონტის შტატში გამარჯვებულად გამოაცხადა

ტელეკომპანია CNN-მა დონალდ ტრამპი ინდიანის, კენტუკისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში, ხოლო კამალა ჰარისი ვერმონტის შტატში გამარჯვებულად გამოაცხადა.

კამალა ჰარისი დონალდ ტრამპი

06 ნოემბერი 2024, 04:29

არჩევნები აშშ

CNN: წინასწარი მონაცემებით, ტრამპი სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი - ვირჯინიის, ვერმონტისა და ნიუ-ჰემფშირის შტატებში

წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში ლიდერობს, ხოლო მისი ოპონენტი, კამალა ჰარისი - ვირჯინიის, ვერმონტისა და ნიუ-ჰემფშირის შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი დონალდ ტრამპი

06 ნოემბერი 2024, 03:42

არჩევნები აშშ

CNN: წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი კენტუკისა და ინდიანას შტატებში ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი კენტუკისა და ინდიანას შტატებში ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი

06 ნოემბერი 2024, 03:29

არჩევნები აშშ

CNN: კამალა ჰარისის საარჩევნო გუნდი მხარდამჭერებად იდენტიფიცირებულ მოქალაქეებს უკავშირდება, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა

„დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო გუნდი მხარდამჭერებად იდენტიფიცირებულ მოქალაქეებს უკავშირდება, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 ნოემბერი 2024, 03:14

არჩევნები აშშ

CNN-ის ეგზიტპოლი: ამომრჩეველთა დაახლოებით სამი მეოთხედი უარყოფითად აფასებს შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას

ტელეკომპანია CNN-ის ეგზიტპოლის თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით სამი მეოთხედი უარყოფითად აფასებს შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას.

დონალდ ტრამპი

06 ნოემბერი 2024, 02:51

არჩევნები აშშ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფილადელფიაში მასობრივ თაღლითობას აქვს ადგილი

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფილადელფიაში მასობრივ თაღლითობას აქვს ადგილი.

06 ნოემბერი 2024, 01:17

არჩევნები აშშ

The Associated Press: მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა

მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

06 ნოემბერი 2024, 00:36

არჩევნები აშშ

Newsweek: პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა

პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.

06 ნოემბერი 2024, 00:17

არჩევნები აშშ

CNN: აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა

აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

05 ნოემბერი 2024, 22:33

საზოგადოება

სახლები დევნილი ოჯახებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ექვსასზე მეტ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს. სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2024, 22:20

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას

ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2024, 22:14

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც სამთავრობო გუნდი მზად არის

ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2024, 22:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში

ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

გიორგი გამსახურდია

05 ნოემბერი 2024, 22:09

არჩევნები 2024

გიორგი გამსახურდია: მუხტი არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ ხალხმა კიდევ უფრო დაინახა ამათი, უღირსი და გამყიდველი სახეები

უვიზო, ისევე როგორც ყველაფერი ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე, არის ქართული ოცნების და ქართველი ხალხის დამსახურება, ეს იცის ყველამ ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ თემაში. ზუსტად მაგიტომ ამოიღეს უკვე მერამდენედ სამიზნეში ეს საკითხი.

05 ნოემბერი 2024, 22:06

არჩევნები 2024

პრემიერი: „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება

„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2024, 22:03

პოლიტიკა

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად ჩვენს ქვეყანაში და არის კიდეც დაცული, მათ შორის, იმ მიმართულებით, რაც ეხება უმცირესობებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

05 ნოემბერი 2024, 22:00

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით.

05 ნოემბერი 2024, 21:55

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას

უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.