მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას ახუნდმა ელდანიზ სადიკოვმა პარტია ერთიანი „ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა და პარტია „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა
ფოტო: FACEBOOK
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას ახუნდმა ელდანიზ სადიკოვმა პარტია ერთიანი „ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა და პარტია „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა.
როგორც მან აღნიშნა, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერების მიზნები ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, რის გამოც ახუნდი მოსახლეობას მოუწოდებს არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ხმა ოპოზიციას და მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას, რომელიც საქართველოში მშვიდობის ერთადერთი გარანტი არის.
„2019 წლიდან ვიყავი ოპოზიციაში, კერძოდ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მინდა აღვნიშნო, რომ 2021 წლიდან ძალიან ბევრი ტყუილი, ღალატი და ბინძური საქმე ვნახე. 2021 წლიდან მოსახლეობის წინაშე არცერთი გაცემული დაპირება არ შეუსრულებიათ.
აგილ მუსტაფაევი, რამო ახმედოვი და აზატ ქერიმოვი ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, ასევე მელიქიშვილი და დავით კირკიტაძე ამ უსამართლობების მთავარი ფიგურანტები არიან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პიროვნებები აფერისტები არიან და დღეის მდგომარეობით ვერ ვხედავ რომელიმე რეალურ ოპოზიციურ პარტიას, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მათ არ მისცეთ ხმა! თამამად მინდა ვთქვა, რომ დავტოვე პარტია და მათგან არანაირი კარგი ქმედება არ დამინახავს დღემდე. „ნაციონალები“ ბინძური საქმით არიან ყოველთვის დაკავებულები და მათი ძირითადი საუბარი ტყუილისგან შედგება. დღეიდან მე აღარ ვარ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმიტომ, რომ მათი ნათქვამი არცერთი დაპირება არ შესრულებულა. მათი მთავარი მიზანია თანამდებობის მიღება. აქედან მოგმართავთ თქვენ სწორი ხალხი არხართ, თქვენ ხართ მოღალატეები. დღეიდან მმართველი გუნდის გვერდით ვიდგებით, მხარს დავუჭერთ ყველა საკითხში და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს რეალური ოპოზიცია აღარ არსებობს. მათ გვერდით დგომა იგივეა, რაც გახვრეტილ ნავში იყო. ჩვენ გვინდა მშვიდობა და განვითარება. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში თუ როგორი დაძაბული სიტუაციაა და ომები მიმდინარეობს, იღუპება ახალგაზრდობა. ჩვენს ქვეყანაში ვხედავ მშვიდობას, განვითარებას და წინსვლას. სწორედ ამიტომ დღეს აუცილებელია ვიდგეთ მმართველი გუნდის გვერდით და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ელდანიზ სადიკოვმა.
ელდანიზ სადიკოვი 2019 წლიდან პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. იგი 30 წელია რაც დაშტაფში სასულიერო პირი-ახუნდია.
ყველა სიახლე
06 ნოემბერი 2024, 02:51
არჩევნები აშშ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფილადელფიაში მასობრივ თაღლითობას აქვს ადგილი
„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფილადელფიაში მასობრივ თაღლითობას აქვს ადგილი.
06 ნოემბერი 2024, 01:17
არჩევნები აშშ
The Associated Press: მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა
მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 00:36
არჩევნები აშშ
Newsweek: პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა
პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 00:17
არჩევნები აშშ
CNN: აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა
აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
05 ნოემბერი 2024, 22:33
საზოგადოება
სახლები დევნილი ოჯახებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ექვსასზე მეტ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს. სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
05 ნოემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას
ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:14
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც სამთავრობო გუნდი მზად არის
ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში
ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:09
არჩევნები 2024
გიორგი გამსახურდია: მუხტი არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ ხალხმა კიდევ უფრო დაინახა ამათი, უღირსი და გამყიდველი სახეები
უვიზო, ისევე როგორც ყველაფერი ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე, არის ქართული ოცნების და ქართველი ხალხის დამსახურება, ეს იცის ყველამ ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ თემაში. ზუსტად მაგიტომ ამოიღეს უკვე მერამდენედ სამიზნეში ეს საკითხი.
05 ნოემბერი 2024, 22:06
არჩევნები 2024
პრემიერი: „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება
„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:03
პოლიტიკა
პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად ჩვენს ქვეყანაში და არის კიდეც დაცული, მათ შორის, იმ მიმართულებით, რაც ეხება უმცირესობებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:00
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ
არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით.
05 ნოემბერი 2024, 21:55
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას
უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:53
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მოლდოვაში არ არის პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი, აკრძალეს პარტიები, ოპოზიციონერი დეპუტატი არ დატოვეს პარლამენტში, საქართველოს და მოლდოვის არჩევნებზე განსხვავებული შეფასებები ცალსახა უსამართლობაა
ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:47
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება, რომ მას გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს
პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში. პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. „იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. ეს ადამიანი და ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ, რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც უარის თქმა მოუწია, იმიტომ, რომ შერცხვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამიტომ, მისთვის ეს იძულებაა, რომ ვერ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არ უნდა, შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა თანამშრომლობით“, - განაცხადა პრემიერმა.
05 ნოემბერი 2024, 21:41
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის - 1 120 000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, პოლიტიკურ ძალებს ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას
ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:35
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ მყარი ნდობა გამოგვიცხადა, 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი წინა არჩევნებთან შედარებით, რაც იმის გამოხატულებაა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი გზავნილი ზუსტად მიიღო
ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:34
არჩევნები აშშ
ტრამპი: თუ წავაგებ არჩევნებს, თუ ეს სამართლიანი არჩევნებია, მე ვიქნები პირველი, ვინც ამას აღიარებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიაროს, თუ არჩევნები სამართლიანი იქნება.
05 ნოემბერი 2024, 21:03
არჩევნები აშშ
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი გააკეთა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი გააკეთა.
05 ნოემბერი 2024, 20:51
არჩევნები აშშ
კამალა ჰარისი: დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, ხმა მიაწვდინეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს - ჩვენ ერთად დავწერთ დიადი ისტორიის შემდეგ თავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.