პრემიერი: პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე - ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს, ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი ეს ევროპარლამენტმა საჯაროდ გააჟღერა.
„მე ვერ ვისაუბრებ იმ შეხვედრების შინაარსზე, რომელიც შედგა დახურულ კარს მიღმა ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქაც ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, ველით ურთიერთობების გადატვირთვას, როცა ომი დასრულდება. თუმცა მინდა შეგახსენოთ ის, რაც ხდებოდა საჯარო სივრცეში და ამის გაგრძელებაა, სხვათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, 2022 წლის 24 თებერვალს, მეორე დღიდან ოპოზიცია გამოვიდა ქუჩაში. ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც ომის დაწყებასთან ერთად გვქონდა ოპოზიციის აქციები ქუჩაში. მათ ჰქონდათ ორი კონკრეტული მოთხოვნა - ერთი, ეს იყო სანქციებთან მიერთება და მეორე იყო უკრაინაში, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. პირდაპირი რიტორიკა იყო ომთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ლომჯარიას, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მარგველაშვილის და სხვათა განცხადებებს. პირდაპირი რიტორიკა. ამას მოგვიანებით, რამდენიმე დღეში დაემატა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, იყო ძალიან ფართო კოორდინაცია - ოპოზიცია, „ენჯეოები“, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კონკრეტული უცხოელები, რომლებიც აქეთკენ გვექაჩებოდნენ. საბოლოო ჯამში, ორივე მოთხოვნა, ნიშნავდა ომისკენ სვლას. ირიბი და პირდაპირი ფორმით. რაც შეეხება სანქციებს და საინტერესო რა არის, რომ დღეს, როგორც იქნა, საჯაროდ გამოფინა ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა, ამდენი ხნის განმავლობაში, ამ დახურულ მოთხოვნას არ გვიყენებდნენ საჯაროდ, გაურბოდნენ. იქ იყო კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადება, „ლელოს“ აქვს თავის პროგრამაში შეტანილი ეს ყველაფერი და ა.შ. მაგრამ როგორც ასეთი, მაღალი დონის მოთხოვნა გაჟღერებული არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, ყველა ერიდებოდა, ელჩები ერიდებოდნენ, ქვეყნები ერიდებოდნენ, ევროპარლამენტი ერიდებოდა. პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცეები და რასაც უნდა გამოეწვია ამ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი. ეკონომიკური კოლაფსი იყო საუკეთესო გზა, რომელიც მიდიოდა, საბოლოო ჯამში, ომამდე,“- განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
14 ნოემბერი 2024, 13:59
მსოფლიო
პოლონეთში ამერიკული სამხედრო სარაკეტო ბაზა გაიხსნა
აშშ-ისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ნატოს სარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პოლონეთში ამერიკული სარაკეტო თავდაცვის ბაზის გახსნის იდეა, რომელიც ნატოსთან სრულად თავსებადია, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უმცროსს ეკუთვნის. ჩანაფიქრის თანახმად, ბაზას ევროპა ირანიდან მომდინარე საფრთხეებისგან უნდა დაეცვა. თავის მხრივ, პოლონეთი ამ ბაზას რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავ ობიექტად აღიქვამს. ეს შიშები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამძაფრდა.
14 ნოემბერი 2024, 13:33
მსოფლიო
აბიტურიენტები სამხრეთ კორეაში აბარებენ 8 საათიან გამოცდას, რომლის დროსაც საპირფარეშოში გასვლაც კი არაა რეკომენდებული
14 ნოემბერს სამხრეთ კორეელი აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას, რომლამდეც ისინი სატესტო რეჟიმში ცხოვრობენ და ცდილობენ მიჰყვნენ იმ რეჟიმს, რომელიც მათ გამოცდის დროს ექნებათ.
14 ნოემბერი 2024, 13:31
ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა
ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
14 ნოემბერი 2024, 13:29
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ 2 პირს 15 წლით და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.
14 ნოემბერი 2024, 13:23
მსოფლიო
Bild: ოლაფ შოლცი საკუთარ პარტიაში პოპულარობას კარგავს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საკუთარ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში“ პოპულარობას კარგავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, რომელიც Forsa-ს ინსტიტუტის გამოკითხვას ეყრდნობა, შოლცს პოპულარობით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უსწრებს. შეკითხვაზე, თუ ვის ისურვებდით „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ კანცლერის თანამდებობაზე, მხოლოდ 13% ასახელებს შოლცს, მაშინ როცა პისტორიუსს გამოკითხულთა 57% უჭერს მხარს. საკუთრივ პარტიის მომხრეებში ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ შოლცს 30% უჭერს მხარს, ხოლო პისტორიუსს - 58%.
14 ნოემბერი 2024, 13:15
პოლიტიკა
გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე „ნაცებთან“ ერთად აქციებში მონაწილეობაზე: ვერ მივცემთ თავს უფლებას, ვარჩიოთ, ვინ რას აკეთებდა წარსულში, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა, ვერ დავიწყებთ კეკლუცობას, პოლიტიკურ ნიუანსებში ჩარევას
დღეს სრულიად სხვა კონტექსტია. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ამ აქციების ორგანიზებაში ჩვენ უშუალოდ ჩართულები არ ვართ, როდესაც იქ ვიღებთ მონაწილეობას, ვდგავართ არა ამ პოლიტიკური პარტიების, არამედ, ჩვენი ამომრჩევლების გვერდით და ყოველთვის, ნებისმიერ ფორმატში ვიდგებით, ეს იქნება მცირე მასშტაბის თუ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, ამას გავაგრძელებთ, - განაცხადა გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, გიორგი შარაშიძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.
14 ნოემბერი 2024, 12:37
მსოფლიო
Reuters: ბორელს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება სურს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისრაელთან ღაზის სექტორში მიმდინარე სიტუაციის გამო პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო გაეცნო წერილს, რომელიც ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა. წერილში ბორელი შეშფოთებას გამოთქვამს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერილში აგრეთვე აღნიშნავს, რომ ისრაელმა დღემდე არ გაითვალისწინა ეს შეშფოთებები. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველად შემომაქვს წინადადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დებულების გამოყენებით შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან“, - წერს ბორელი.
14 ნოემბერი 2024, 12:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში - გაუქმებას, ხოლო აშშ-ში პროკურორმა გადადგომა დააანონსა - ნათქვამია: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში, გერმანიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
14 ნოემბერი 2024, 12:26
ტაბლოიდი
კეშა წითელ ხალიჩაზე ნაგვის პარკებისგან შექმნილი კაბით მივიდა
მომღერალი კეშა ჟურნალ „გლამურ გერმანიის“ წითელ ხალიჩაზე ნაგვის პარკებისგან შექმნილი კაბით მივიდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
14 ნოემბერი 2024, 12:13
საზოგადოება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდნენ.
14 ნოემბერი 2024, 12:11
საზოგადოება
2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე მოქალაქეებს თვითრეგისტრაცია საქსტატის ვებ გვერდზე შეუძლიათ
2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა , რომელიც დღეს დაიწყო, ორ ეტაპად ჩატარდება. დეტალურ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
14 ნოემბერი 2024, 12:00
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსული ჯარი კუპიანსკში შევიდა
რუსულმა ჯარმა უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკის თავდაცვის ხაზი გაარღვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსები ქალაქში ორი ჯგუფით, ჯავშანტრანსპორტიორებით შევიდნენ. მათ კუპიანსკში დისლოცირებულ უკრაინულ არმიასთან ბრძოლაში შესვლა მოუწიათ. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბრძოლების შედეგად რუსი ჯარისკაცების უმრავლესობა განადგურდა, ხოლო ნაწილი გაიქცა. გარდა ამისა, რუსები დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება ილინკაშიც შევიდნენ.
14 ნოემბერი 2024, 11:59
მსოფლიო
ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ბრაზილიის ცენტრში, უზენაეს სასამართლოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც შენობაში შეღწევას ცდილობდა
14 ნოემბერი 2024, 11:40
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: EED-ის ბორდის თავმჯდომარე, რომელიც გუშინ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ, დევიდ მაკალისტერია. ეს ის ფონდია, რომელიც საქართველოში რადიკალურ დაჯგუფებებს აფინანსებს და ამ ფინანსებს არ ასაჯაროებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარის, დევიდ მაკალისტერის გამოსვლას ეხმიანება, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ.
14 ნოემბერი 2024, 11:29
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: ზურაბიშვილის მაგინებელთა მხრიდან „ტრამპსფორმაციაც" არაა გამორიცხული, თუმცა ვეჭვობ რომ ბატონ დონალდის თავმოყვარეობა ქალბატონი სალომეს „პრინციპების" იდენტური იყოს
ქართული ოპოზიციის მხრიდან აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, ეს ძალიან ჰგავს წყალწაღებულების მხრიდან ხავსის მოჭიდების მცდელობას. თუმცა, როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას ტრამპის ადმინისტრაციაში დასაყრდენი ძალის მოძიება გაუჭირდება და მათი მცდელობა ამაო იქნება.
14 ნოემბერი 2024, 11:25
არჩევნები 2024
გიორგი სანტურიანი: როგორც ცესკოს სხდომაზე, ასევე სასამართლოში განხილვის დროს დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ კანონიერ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, კანონიერ შედეგებს
როგორც ცესკოს სხოდმაზე, ასევე სასამართლოში განხილვის დროს დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ კანონიერ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, კანონიერ შედეგებს, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საქალაქო სასამართლოში გუშინდელი განხილვის შემდეგ.
14 ნოემბერი 2024, 11:24
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი: მთავრობები მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ მათი მოქალაქეების ნებას, ეს ასე არ იყო ფრანკოს ესპანეთში, მაგრამ ტრამპის შეერთებულ შტატებში ნამდვილად ასეა
ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ეს არ არის იგივე შეერთებული შტატები ტრამპის დროს, რაც იყო ობამას დროს. თუ შეხედავთ ესპანეთს, იგი ფრანკოს დროს და გონსალესის დროს განსხვავებული იყო, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 ნოემბერი 2024, 11:21
სპორტი
რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.
14 ნოემბერი 2024, 11:13
საზოგადოება
გოგიტა თოდრაძე: დღეიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო
დღეიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, - განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
14 ნოემბერი 2024, 11:06
მსოფლიო
ბუნდესტაგის ასზე მეტმა დეპუტატმა გერმანიის პარლამენტში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა
ბუნდესტაგის სხვადასხვა ფრაქციის ასზე მეტმა დეპუტატმა გერმანიის პარლამენტში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა. როგორც ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, მარკო ვანდერვიცმა განაცხადა, დოკუმენტს ხელი მოაწერა 113-მა პარლამენტარმა. გამოცემა Die Welt-ის ცნობით, მათი უმრავლესობა პარტია „კავშირი 90“/„მწვანეების“ წარმომადგენლები არიან. მემარცხენე პარტიიდან ინიციატივას მხარი დაუჭირა პარტიის ოთხმა ყოფილმა ლიდერმა. შუამდგომლობის ავტორები დაჟინებით მოითხოვენ, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში იყოს განხილული. „სასწორზე დევს ჩვენი ლიბერალური დემოკრატია“, – განაცხადა ვანდერვიცმა. გერმანული კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვის პროცედურის დასაწყებად ბუნდესტაგში ხმათა უმრავლესობაა საჭირო. პარტიის აკრძალვის პროცედურის ინიციირება შეუძლიათ ბუნდესტაგს, ფედერალური მიწების წარმომადგენლობას – ბუნდესრატს და ფედერალურ მთავრობას. დოკუმენტის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, კარმენ ვეგემ ხაზი გაუსვა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე.