გია აბაშიძე ზურაბიშვილის მიერ ტექნიკური მთავრობის დასახელებაზე: ეს საცოდავი პერსონაჟი ვითომ ცდილობს, რომ მაქსიმალურად ჩაიწეროს ქულები აგენტოკრატიაში. თუმცა, იქაც მკაფიოდ ხედავენ თუ რა ურეიტინგო პერსონაჟს წარმოადგენს
გია აბაშიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი პოლიტიკანური განცხადება არის მისთვის ტრაგიკომიკური, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.
ანალიტიკოსი სალომე ზურაბიშვილს საცოდავ პერსონაჟს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს ჩაიწეროს ქულები აგენტოკრატიაში, თუმცა, იქაც მკაფიოდ ხედავენ თუ რა არარაობას, ურეიტინგო პერსონაჟს წარმოადგენს ის.
"სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი პოლიტიკანური განცხადება არის მისთვის ტრაგიკომიკური. ეს საცოდავი პერსონაჟი ვითომ ცდილობს, რომ მაქსიმალურად ჩაიწეროს ქულები აგენტოკრატიაში. თუმცა, იქაც მკაფიოდ ხედავენ თუ რა არარაობას, ურეიტინგო პერსონაჟს წარმოადგენს ეს პერსონაჟი", - წერს გია აბაშიძე.
ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2024, 14:18
პოლიტიკა
იონათამიშვილი: როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტი არ გაქვს, მერე მიმართავ ჭორაობას და ეს ჭორიკანა ოპოზიცია რა თქმა უნდა არ იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას
სინამდვილეში ერთი არგუმენტიც არ დაუდია ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მათი მთელი ეს პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და თავის მართლება როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩეველთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 14:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი რუკასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, სლაიდზე, სადაც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.
04 ნოემბერი 2024, 14:01
სპორტი
პერუში მატჩზე მეხის დაცემას ფეხბურთელი ემსხვერპლა
The Mirror-ის ინფორმაციით, 39 წლის ჰუგო დე ლა კრუზ მეცა მოედანზე მას შემდეგ დაეცა, რაც თამაში მოახლოებული ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა, თუმცა სპორტსმენებმა მინდვრის დატოვება ჯერ ვერ მოასწრეს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
04 ნოემბერი 2024, 14:00
პოლიტიკა
გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაზე: რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია, ცესკოს როლზე არჩევნების გაყალბების საქმეში. „რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების "გამოცხობაში", - წერს გია აბაშიძე. მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს მაშინ, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
04 ნოემბერი 2024, 13:53
მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა
ქვეყნის მასშტაბით 58-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მოსახლეობა შესაძლო წყალდიდობებსა და ცივი ლავის ნაკადების შესაძლებლობების შესახებ გააფრთხილა.
04 ნოემბერი 2024, 13:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „გახარიას“ პარტიას: ემსახურებით „ნაცებს“, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს, რუკაზე „ფეიკსაც“ თქვენ და „ნაცები“ კოორდინირებულად ავრცელებთ
არ ვწერ-ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ - ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა. ახლა სერიოზულად: კი, არავითარი ანუ, თქვენ, მთელი პარტია ემსახურებით „ნაცებს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „გახარიას“ პარტიის წევრის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს: „მე ვარ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებელი და შენ ხარ ჩვენი ტერიტორიების დამცველი?! ამის თქმა გინდა ანუ?!“
04 ნოემბერი 2024, 13:25
კულტურა
კომპოზიტორი და პროდიუსერი ქუინსი ჯონსი გარდაიცვალა
ჯონსი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ელა ფიცჯერალდი, პეგი ლი, ფრენკ სინატრა. 1970-იან წლებში კი მან მაიკლ ჯექსონთან დაიწყო მუშაობა და იყო მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერი - Off the Wall, Thriller და Bad.
04 ნოემბერი 2024, 13:24
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ თავმოყვარე ოპოზიცია ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ესენი?!
„მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ტექნოლოგიებით ატარებენ არჩევნებს. აბა სხვაგვარად როგორ უნდა იცოდე წინასწარ, იგებ თუ აგებ არჩევნებს?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ის, რაც ნოდარ მელაძემ მაყურებელს საარჩევნო დარღვევად წარმოუჩინა, რეალურად ამომრჩეველთან კომუნიკაციის ჩვეულებრივი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს მსგავსი ტექნოლოგიით ატარებენ და ამ მეთოდს, მათ შორის, ქართული ოპოზიციაც იყენებდა.
04 ნოემბერი 2024, 13:23
პოლიტიკა
გია აბაშიძე: პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე - სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე- სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე.
04 ნოემბერი 2024, 13:22
არჩევნები 2024
ედიშერ გვენეტაძე: როდესაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეჭვქვეშ აყენებენ, პარალელურად ელვისებურად აღიარებენ მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც სანდუმ უცხოეთში მყოფ ემიგრანტთა ხარჯზე გაიმარჯვა
„აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაიქცა დემოკრატია თანამედროვე დასავლური ბიუროკრატიის ხელში დემონოკრატიად“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვების შესახებ.
04 ნოემბერი 2024, 13:20
არჩევნები 2024
თამთა მეგრელიშვილი: წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა - ის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან საკუთარ ქვეყანაში არჩევნებში წააგო და მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე მოიგო
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ წინასწარი შედეგებით, არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ თუ მის გამარჯვებას ობიექტურად შევაფასებთ ცალსახაა, რომ ის ნახევრად ლეგიტიმური პრეზიდენტი გამოდის, რადგან მან ქვეყანაში არჩევნებში წააგო და ძირითადად ემიგრანტების ხარჯზე მოიგო.
04 ნოემბერი 2024, 13:17
არჩევნები 2024
დავით ქართველიშვილი: საქართველოს მომავლის ბედი არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში წყდება. მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები „პიროსის გამარჯვებაა“. გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს
„საქართველო თავის „კოლეგებს“ - EU წევრობის კანდიდატ ქვეყნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემებით ასწრებს, არამედ შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც. ამის მორიგი მაგალითი დაგვანახა მოლდოვაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმების ხარჯზე - ქვეყანაში ზედიზედ მეორედ, პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
04 ნოემბერი 2024, 13:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება
მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის სპეკულაციებს, მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერით არის გამოსახული.
04 ნოემბერი 2024, 13:14
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგიის პირველად დოკუმენტს აქვეყნებს
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
04 ნოემბერი 2024, 13:13
არჩევნები 2024
შალვა პაპუაშვილი: „ენჯეოების“, ოპოზიციისა და ზოგიერთი უცხოელის მილიონი ბრალდების მიუხედავად, ვერცერთი ფაქტი ვერ იყო წარმოდგენილი იმის, რომ საქართველო გამოიყენება სანქციებისგან გვერდის ავლისთვის
ჩვენ არანაირად არ გვჭირდება მითითება, რომ კეთილსინდისიერად იქცეოდეს ჩვენი საბანკო სისტემა და მიუხედავად იმისია, რომ მილიონი ბრალდება იყო ენჯეოებისგან, ოპოზიციისგან, ზოგიერთი უცხოელისგან, ვერცერთი ფაქტი ვერ იყო წარმოდგენილი იმისა, რომ საქართველო გამოიყენება სანქციებისგან გვერდის ავლისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 13:11
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების მოხსენებას ეხმიანება, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ-ს არჩევნებში რესპუბლიკელების მხრიდან დემოკრატების გამარჯვების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსალოდნელია არეულობები
„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების მოხსენებას, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თუკი რესპუბლიკელი კანდიდატი არ აღიარებს აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გამარჯვებას, მოსალოდნელია მასობრივი პროტესტი და არ არის გამორიცხული მოწინააღმდეგე ბანაკებს შორის სისხლიანი დაპირისპირება.
04 ნოემბერი 2024, 13:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება, თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მოვუწოდებ დააკვირდნენ
როგორც იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ , აქ არის ის საარჩევნო ოლქები სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილი და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო, ვერ ტარდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს.
04 ნოემბერი 2024, 13:00
არჩევნები 2024
ცესკოს განცხადება გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით: თუ კვლევა აჩვენებს სტატისტიკურ ანომალიას, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციას
სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 12:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამ დონემდე მივედით, რომ ხალხის სახელით გველაპარაკა ზოგიერთი უცხოელი აქტორი, რომელიც საქართველოში ნამყოფიც არ არის საერთოდ და Youtube-ით აქვთ ნანახი ხინკალი როგორ იჭმევა
„ხომ გახსოვთ, რომ ზოგიერთი უცხოელი გვეუბნებოდა, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეს. ამ დონემდე მივედით, რომ ხალხის სახელით გველაპარაკა ზოგიერთი უცხოელი აქტორი, რომელიც საქართველოში ნამყოფიც არ არის საერთოდ და Youtube-ით აქვთ ნანახი ხინკალი როგორ იჭმევა. ნაჭამიც არ აქვს ზოგიერთს ალბათ. გვეუბნებოდნენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეს კანონები. ხომ გამოვიდა ქართველი ხალხი და უთხრეს: დიახაც, მინდა. ერთიც და მეორეც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 12:52
არჩევნები 2024
შალვა პაპუაშვილი: 4 წლის წინ შედგა ისტორიული შეკრება ოპოზიციისა „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც ხელი მოაწერეს პირობას, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა. ახლა ეს, როგორც ფარსად ისე მეორდება
ზუსტად 4 წლის წინ შედგა ისტორიული შეკრება ოპოზიციისა „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა. ახლა ეს უკვე, როგორც ფარსად ისე მეორდება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.