27 ოქტომბერი 2024, 13:18 / სანდო წყარო

საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. აქ მიღებულმა გამოცდილებამ ამ ქვეყნის დემოკრატიისადმი ერთგულებაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ფანი ლაჩკომ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც არჩევნებზე დაკვირვების პირველადი ანგარიში წარადგინეს.

მისი თქმით, ეს ფაქტი დემოკრატიული პრინციპების მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე მეტყველებს.

„ჩვენ ხუთ საარჩევნო უბანს დავაკვირდით დედაქალაქში და ასევე საქართველოს რეგიონებში. მინდა გითხრათ პირველ რიგში ჩემი დაკვირვების შესახებ: ჩვენი დაკვირვების ფარგლებში კარგად ორგანიზებული საარჩევნო პროცესის მომსწრენი გავხდით. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუფერხებლად, ნებისმიერი ძალადობისა თუ ინციდენტის გარეშე შეეძლოთ, ეს კი როგორც დემოკრატიული პრინციპების მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე, ასევე გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის დიდ სურვილზე მეტყველებს. ეფექტური საარჩევნო პროცესი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, რაც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. ხმის მიცემის ყველა ასპექტი რეგულაციების დაცვის შესაბამისობაში იყო. ასევე ძალიან საინტერესო იყო იმის ხილვა, თუ როგორ ადაპტირდნენ მოქალაქეები ახალ ციფრულ საარჩევნო სისტემასთან. ეს ცვლილება ზოგადად საარჩევნო პროცესის მოდერნიზების მხრივ საქართველოს პროგრესულ მიღწევას უსვამს ხაზს. საბოლოდ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. ჩვენმა აქ მიღებულმა გამოცდილებამ ამ ქვეყნის დემოკრატიისადმი ერთგულებაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა“, - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

17 ივლისი 2025, 23:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია

ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა სირცხვილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

17 ივლისი 2025, 23:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია

წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი, რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ, რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

17 ივლისი 2025, 23:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე,- განაცხადა „იმედი LIVE-ში" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კეროლაინ ლევიტი

17 ივლისი 2025, 23:24

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი: უკრაინაში 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ არ იქნება მიღწეული, რუსეთს ძალიან მაღალი ტარიფები და მეორადი სანქციები დაუწესდება

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა განუსაზღვრა, რათა უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმებას ან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს.

შალვა პაპუაშვილი

17 ივლისი 2025, 23:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ

სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესით და ასევე, პატივს სცემენ სხვა ქვეყნების ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებაზე, რომ დიპლომატებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნის არჩევნებზე, სამართლიანობაზე და ლეგიტიმაციაზე მსჯელობისგან თავი უნდა შეიკავონ.

17 ივლისი 2025, 22:33

სპორტი

ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე იასპარეზებენ

„ტორპედომ“ სტუმრად 1:1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში „ორდაბასის“ 5:4 სძლია. გორის „დილამ“ განმეორებით მატჩში „რასინგი“ 1:0, ორი მატჩის ჯამში კი 3:1 დაამარცხა.

აკაკი ქემერტელიძე

17 ივლისი 2025, 22:09

სპორტი

აკაკი ქემერტელიძე სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ირანელი აბბას იბრაჰიმზადეჰი დაამარცხა.

ვლადიმერ გამყრელიძე

17 ივლისი 2025, 22:03

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია

ვლადიმერ გამყრელიძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო. ტურნირზე ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ(70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.

17 ივლისი 2025, 21:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ უცხო ქვეყნების არჩევნების სამართლიანობის შეფასების პრაქტიკას შეზღუდავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს უცხო ქვეყნების არჩევნების საჯარო შეფასებებზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დირექტივაზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 21:40

რეგიონი

ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 21:28

რეგიონი

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრმა დღეს კობა კობალაძეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ გულიკაშვილს უმასპინძლა

დღეს, 17 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 21:21

საზოგადოება

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვაზე ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს - „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა გავრცელებული მავნე პრაქტიკასთან - სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვაზე ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს. კანონდარღვევა კანონდამრღვევს 500 ლარის ნაცვლად, სავარაუდოდ, 1500 ლარამდე დაუჯდება.

გოდერძი ძებისაშვილი

17 ივლისი 2025, 21:18

სპორტი

გოდერძი ძებისაშვილი სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ალიბეგ მალიბეგოვი დაამარცხა.

17 ივლისი 2025, 21:15

მსოფლიო

უნგრეთმა სანქციები დაუწესა უკრაინის სახმელეთო ჯარების სამ მაღალჩინოსანს

უნგრეთმა სანქციები დაუწესა უკრაინის სახმელეთო ჯარების სამ მაღალჩინოსანს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ეთნიკურად უნგრელი მობილიზებული პირის გარდაცვალების გამო.

ფრიდრიხ მერცი

17 ივლისი 2025, 21:07

მსოფლიო

მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა Patriot-ისთვის განკუთვნილ რაკეტებს ძალიან მალე მიიღებს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა Patriot-ისთვის განკუთვნილ რაკეტებს ძალიან მალე მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 20:58

საზოგადოება

საგანმანათლებლო, სოციალური და სპორტული ინიციატივები - მერიის პროექტები და პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კახა კალაძე ახალგაზრდობის მხარდამჭერ, ინფრასტრუქტურულ და საერთაშორისო პროექტებსაც შეეხო და ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ ღონისძიებებზე გაამახვილა.

17 ივლისი 2025, 20:45

პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობის ევროპისთვის მიუღებელი არჩევანი - ხელისუფლება ბრიუსელისგან შანტაჟს მკაცრად გმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მოსახლეობის ევროპისთვის მიუღებელი არჩევანი. ასე ხსნის მთავრობა ბრიუსელისგან შანტაჟს. მორიგი ულტიმატუმი უვიზო მიმოსვლას ეხება. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის დათქმებს ვიზალიბერალიზაციასთან არაფერი აკავშირებს, ბრიუსელის ბრაზის რეალურ მიზეზებს კი კარგად ასახავს.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2025, 20:42

პოლიტიკა

მიტოვებული პარტია და თავის მართლება შორიდან - რას აკეთებს გახარია ევროპაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიორგი გახარია როგორც ჩანს, დაბრუნებას არ აპირებს. ვიდრე გაქცევის გამართლებას შორიდან ცდილობს, მისი მიტოვებული პარტია პოლიტიკურად გადარჩენის გზებს „ლელოსთან“ თანამშრომლობით ეძებს.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2025, 20:27

პოლიტიკა

2019 წლის ივნისი და საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე. პროკურატურამ 5-თ დაზარალებულს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს მოუსმინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რამდენად კანონიერად და პროპორციული ძალით იმოქმედა გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 20-21 ივნისს. სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები დღესაც შედგა, პროკურატურამ ამჯერად 5 დაზარალებულს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს მოუსმინა.

17 ივლისი 2025, 20:19

სამართალი

5 რეგიონი და თბილისი - შსს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. 20 დაკავებულიდან 2 ე.წ. კანონიერი ქურდია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის 2 ე.წ. კანონიერი ქურდი. საგამოძიებო მოქმედებები 5 რეგიონში და თბილისში ჩატარდა. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი.