შალვა პაპუაშვილი მილერის განცხადებაზე: რაიმე საჩივრები თუ არსებობს, იქნება განხილული, ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქცია
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
რაიმე საჩივრები თუ არსებობს, იქნება განხილული, ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქცია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის განცხადებას არჩევნების შედეგების გამოძიებასთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის.
„ყველა, მათ შორის უცხოელები, ყოფილი ელჩი ამერიკის, ვინც საქართველოს მართლმსაჯულებას აბრალებდა პოლიტიზებას და მიკერძოებულობას, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში. აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რომელიც იყო წაყენებული მართლმსაჯულების მიმართ ყველა საქმეზე, „რუსთავი2“-ის საქმეზე, მელია, სააკაშვილი, გვარამია, ყველა საქმეზე ყველა უცხოელი დამარცხდა. დადასტურდა, რომ ქართული მართლმსაჯულება არის კარგი, უცხოელის განცხადება არის ტყუილი. ასე, რომ აქაც ასეა.
ამხელა პროცესი იყო, ერთ დღეში 2 მილიონ ადამიანზე მეტი ამოძრავდა, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, იქ იქნებოდა გარკვეული ხარვეზები, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც არის საჩივრები, იქნება განხილული, ყველა ამას საჯაროდ ვიხილავთ.
წინასაარჩევნო გარემოზე ნურავინ სიტყვას ნუღარ დაძრავს. ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა არსებობს სწორედ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სადაც ის მშვიდ და კონკურენტულად შეფასდა. ასე, რომ წინასაარჩევნო გარემო შეფასებულია უკვე ეუთო/ოდირის მხრიდან. რაც შეეხება არჩევნების დღეს, თუკი რაიმე საჩივარია, იქნება განხილული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
25 იანვარი 2025, 15:07
მსოფლიო
კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია
კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია.
25 იანვარი 2025, 15:03
სპორტი
სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პარასპორტსმენებს შეხვდა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პარაათლეტებს 2024 წელს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრი პარაათლეტების საჭიროებებს გაეცნო და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
25 იანვარი 2025, 14:54
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გიორგი ბაჩიაშვილზე: სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ინდულგენცია
სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ინდულგენცია.
25 იანვარი 2025, 14:42
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება
ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ში ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ ჩვენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
25 იანვარი 2025, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილზე: ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა
ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
25 იანვარი 2025, 14:20
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით. შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს ბრალდებულ ნიკა კაციას უფლებები ეზღუდება.
25 იანვარი 2025, 14:03
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: "ევროსაბჭო" არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები
ზურაბ ქადაგიძე: "ევროსაბჭო" არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები.
25 იანვარი 2025, 13:16
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა დანიგანს: „სექსუალური მოძალადე და კრიმინალი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს NDI-ს ექსშეფმა. სტიპენდიატმა ზურაბიშვილმა რუსული პროექტი. დუმილი თანხმობის ნიშანია. თქვენც ასე ფიქრობთ?
„სექსუალური მოძალადე და კრიმინალი“ - უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს NDI-ს ექსშეფმა საქართველოში და მაკკეინის ინსტიტუტის სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ავტორმა ლ. ტორტონმა!
25 იანვარი 2025, 13:14
მსოფლიო
„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც სავარაუდოდ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ
„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც სავარაუდოდ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ.
25 იანვარი 2025, 13:13
სამართალი
პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კაციას შესახებ: სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და ჰიგიენური ნორმებით, უფლებების ხელყოფაზე საუბარი სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამსახურის დისკრედიტაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნიკოლოზ კაციას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მას საკვების მიწოდება შეზღუდული აქვს. სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.
25 იანვარი 2025, 13:07
მსოფლიო
თეთრი სახლის მრჩეველი: ხალხი ხუმრობს Deep State-ზე, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ეს რეალობაა. მათ აქვთ მეთოდები, რომლითაც შეუძლიათ ისე დაგბლოკონ, რომ ვერც გააცნობიერო
ხალხი ხუმრობს Deep State-ზე, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ეს რეალობაა. მათ აქვთ მეთოდები, რომლითაც შეუძლიათ ისე დაგბლოკონ, რომ ვერც გააცნობიერო.
25 იანვარი 2025, 13:00
საზოგადოება
ლევან მგალობლიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი და მათი განათლების ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე.
25 იანვარი 2025, 12:54
სამართალი
პოლიციამ აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 იანვარი 2025, 12:53
ეკონომიკა
მაია ომიაძე მადრიდში საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, FITUR-2025-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უმსხვილესი ავიაკომპანიების, საერთაშორისო მარკეტინგული, დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
25 იანვარი 2025, 12:48
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დროა „რუსული“ კანონების და მათი ამოქმედების წინააღმდეგ ხელოვნური აგრესიის „ტალღამ“ რუსთაველიდან - აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლოს...
დღეს სწორედ ჩვენმა, ადგილობრივი ლიბერალური ფაშიზმის ნებსით თუ უნებლიედ „გულანთებულმა" მხარდამჭერებმა - პირდაპირ თუ ირიბად ხელი შეუწყვეს მათი დაფინანსებისთვის არა თბილისიდან, არამედ ვაშინგტონიდან წამოსულ „საფრთხეებს", თეთრ სახლში შესული ახალი ადმინისტრაციის სახით - „რაც მოგივა დავითაო..."-ს პრინციპით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებას - 90 დღით შეჩერდეს საგარეო პროექტების დაფინანსება, ეხმიანება.
25 იანვარი 2025, 12:41
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა
დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა.
25 იანვარი 2025, 12:26
პოლიტიკა
ანტონიო გუტიერეში ირაკლი კობახიძეს: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას
წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.
25 იანვარი 2025, 12:20
სპორტი
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა ერთში „ოსერს“ შეხვდა
ანგარიში მასპინძლებმა 27-ე წუთზე გახსნეს. „სენტ ეტიენმა“ წონასწორობა 45-ე წუთზე დავითაშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ აღიდგინა.
25 იანვარი 2025, 12:14
პოლიტიკა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
25 იანვარი 2025, 12:09
სპორტი
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს. დოლიძე მას განმეორებით შეხვდება.