01 ნოემბერი 2024, 16:21 / სანდო წყარო

თაკო ჩარკვიანი: განსაკუთრებით ოპოზიცია ქილიკობდა კარვებზე და ცარიელ კარავში ხომ არ ისხდებიან? რაღაც ხომ უნდა დააფინო და დაჯდე

თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ?, - აცხადებს „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით.

ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის ამომრჩეველი ელოდა სამოქმედო გეგმას, რომელიც არ გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ ამის პირობა დადებული იყო.

„თითქმის მთელი საქართველო, ის ამომრჩეველი, რომელიც ვიდექით საპროტესტო აქციაზე, გუშინ ველოდებოდით გეგმას, გეგმა არ გამოცხადდა. ითქვა, გეგმას გამოვაცხადებთო, ეს ნიუანსია აქ მთავარი. სოციალური ქსელი ერთია და ბრიფინგი - მეორე. ბრიფინგს როდესაც გეგმავს, იქ უნდა გაჟღერდეს გეგმა. საუბარი არაა იმაზე, რომ ყოველი ნაბიჯი ნიუანსებით იყოს გაწერილი. წავიკითხე ნიკა მელიას პოსტი, ვინც გეუბნებათ, რომ გაწერილი გვანახეთო. ამას არავინ სთხოვს, საუბარია იმაზე, რა ბრძოლას აპირებენ. ეჭვი რატომ შეიტანა საზოგადოებამ? 200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხაზარაძემ თქვა, ნუ გვაბულინგებთო. კი არ ვაბულინგებთ, მივუთითებთ, რომ მეათედ არ მოუვიდეთ შეცდომა. ორშაბათი რა არის? რატომ შაბათ-კვირას არა, ორშაბათს სამუშაო დღეა. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ? აბა, რომ ვიყავით, რატომ არ დაგვტოვეს?

განსაკუთრებით ოპოზიცია ქილიკობდა კარვებზე და ცარიელ კარავში ხომ არ ისხდებიან? რაღაც ხომ უნდა დააფინო და დაჯდე, ცივ ასფალტზე ახალგაზრდა ბავშვი და ხანშიშესული რომ დაჯდება, არ გაცივდეს. ამიტომ ვსაუბრობდი იმ ატრიბუტიკაზე. ანუ, სწორი ყოფილა. ეს ნიშნისმოგება კი არ არის, შეცდომის აღნიშვნაა ჭირისუფლურად, რათა კიდევ არ დაუშვან იგივე შეცდომა. რაც შეეხება ჯანყს, ეს არის ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლება და არამც და არამც არ გულისხმობს შეიარაღებას, მშვიდობიანი პროტესტია. მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა ფულიანი ოპოზიციისთვის. ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი. ურთიერთობები არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, ვის მოსწონს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ან ვიღაცამ ელისაშვილივით არ მოუხადა ბოდიში მამუკა ხაზარაძეს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ვერ ვხედავ, რომელიც მუდმივად თავის ორ პროცენტს დებს. შენ რა, უგულებელყოფ იმ ორ პროცენტს, თუ ხალხი არ არის? ვიდრე ეს დამოკიდებულება იქნება ოპოზიციაში, ვიდრე თანხა გადაწყვეტს, რომ მე სცენა მომაქვს, მომაქვს მიკროფონი და ამიტომ, ვინც მინდა, ის იქნება მიკროფონთან - არა, მიკროფონთან უნდა იყოს ხალხი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ - გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით - მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია“.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ დღეებში აქციებზე ვისაც ვხედავთ, ამ ხალხმა საკუთარ რჩეულებს უნდა მიმართოს და უთხრას, რომ ის მანდატები, რომელიც მიანიჭეს, მიიღონ. „ქართულ ოცნებასთან“ მათ არაფერი ამ მხრივ სასაუბრო არ აქვთ

ჩვენ გვქონდა არჩევნები, სადაც მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. ქართველმა ხალხმა გადაანაწილა პოლიტიკური წონა. ყველამ ნება უნდა იბოძოს და დაემორჩილოს ქართველი ხალხის არჩევანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იმ დროს, როდესაც ჟურნალისტები ერთმანეთის სოლიდარობის აქციას მართავდნენ, ერთ-ერთმა მედიის ექსტრემისტმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა დასახვრეტი ჟურნალისტების სია, „იმედის“ ჟურნალისტების სია. ეს ჩვეულებრივი ბოლშევიზმია

გუშინ, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტები ერთმანეთის სოლიდარობის აქციას მართავდნენ, ზუსტად იმ დროს ერთ-ერთმა მედიის ექსტრემისტმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა დასახვრეტი ჟურნალისტების სია, „იმედის“ ჟურნალისტების სია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ შენიღბვების ფონზე რთულია დამნაშავეების იდენტიფიცირება და რთულია უკვე გაარჩიო ვინ არის მოძალადე, ვინ ჟურნალისტი, ვინ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ვინ - დემონსტრანტი

დაახლოებით 30 პირზეა სისხლის სამართლის საქმე, სადაც იყო ძალადობა დემონსტრანტების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვნახეთ გაცილებით მეტი დარღვევა, იქნებოდა ეს პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე თავდასხმა, თუ სხვა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რა ეტაპზე გამოძიება, რომელიც აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე დაიწყო.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი, ამ მხრივ გაუგებარია სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც დემონსტრაციას მშვიდობიანს უწოდებს

ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი. სამართალდამცავები, რისი აღკვეთაც შეუძლიათ, იმას აღკვეთენ თუმცა ვხედავთ, რომ ქაოსურ გარემოს ქმნიან რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის ცალკეული მონაწილეები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა რატომ არ რეაგირებს დემონსტრაციების დროს პოლიცია ცალკეულ დანაშაულებზე.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიღბების აკრძალვაზე: ასეთი რეგულაციები მოქმედებს როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ასევე აშშ-ში. იდეა მარტივია, რომ უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება

ნიღბების აკრძალვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვინახავს ბევრი დემონსტრაცია და ყველა აქციაზე შენიღბული დემონსტრანტები ყოველთვის იწვევდნენ კითხვის ნიშნებს თუ რა მოტივაცია არის ასეთი ადამიანების უკან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქციაზე ნიღბის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოგვიწოდებდნენ ახალ წელს პიროტექნიკა არ გამოგვეყენებინა, წუხდნენ ფრინველებზე. როგორც ჩანს, მათთვის რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან

მიმდინარე კვირაში განვიხილავთ მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებს, რაზეც დიდი ხანია მიდიოდა საუბარი მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სფერო მოწესრიგებული იყოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა ის, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ

„ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოგიწოდებთ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას

ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება

მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

იუნ სოკ იოლი

09 დეკემბერი 2024, 11:07

მსოფლიო

Reuters: სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის საკომიტეტოს მოსმენის დროს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას. 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტმა საქმიანობა განაახლა.

09 დეკემბერი 2024, 10:15

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

დონალდ ტრამპი

09 დეკემბერი 2024, 09:57

მსოფლიო

ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს. ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: "კი".

ვლადიმერ ბოჟაძე

09 დეკემბერი 2024, 09:50

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ ნიღბებით სახის დაფარვა.

არჩილ გორდულაძე

09 დეკემბერი 2024, 09:43

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ლგბტ პროპაგანდის წახალისება

როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბავშვებზე ძალადობა, ლგბტ პროპაგანდის წახალისება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ. დეპუტატი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

09 დეკემბერი 2024, 09:40

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთმა დონეცკის ოლქში ხუთი მიმართულებით წინ წაიწია

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლას განაგრძობს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ოკუპანტების ჯარმა ქალაქ კურახოვოს, დაბა შევჩენკოს, სოფლების: ტრუდოვოეს, ვოზროჟდენიას და პუშკინოს მიმართულებით წინ წაიწიეს.

09 დეკემბერი 2024, 09:24

მსოფლიო

რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა

რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო თვითმფრინავების გაყვანას ლატაკიის ბაზიდან, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს.

ჯო ბაიდენი

09 დეკემბერი 2024, 09:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები არ დაუშვებს სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს

შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც სირიაში ამბოხება მოაწყვეს, წარსულში ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი, ამიტომ შეერთებული შტატები მათ ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს.

ბაშარ ასადი

09 დეკემბერი 2024, 09:03

მსოფლიო

სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. "ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა", - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.

გიორგი ჩაკვეტაძე

09 დეკემბერი 2024, 09:01

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს

საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მათ მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.