04 ნოემბერი 2024, 15:34 / სანდო წყარო

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე: მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?!

კახა კალაძე

კახა კალაძე

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ჩარჩოებში. როგორც კი ვინმე გასცდება კანონს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან, როდესაც მას ოპოზიციის მიერ დღეს საღამოს დაანონსებულ აქციაზე ჰკითხეს.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები საპროტესტო მუხტის შექმნასთან დაკავშირებით უსაფუძვლო სპეკულაციებს წარმოადგენს და ვერ შეცვლის იმ მილიონ 120 ათასი ადამიანის განწყობას, რომლებმაც ხმა მშვიდობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცეს.

„სრული სისულელეა. რასაც ისმენთ 26 ოქტომბრის შემდეგ, ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია. არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ყველაფერს. რაღაცას მიედ-მოედებიან, გამოდიან სერიოზული სახეებით, სისულელეს იტყვიან, რომ თავისი ამომრჩეველი რაღაცაში დაარწმუნონ, დააჯერონ. უნდათ, რომ საპროტესტო მუხტი შექმნან. განადგურებულები არიან. რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ? მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, სიმშვიდეს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?

რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, რეალურად რა მოხდა? მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ეუბნებოდნენ თავიანთი გაყალბებული კვლევებით, რომ ისინი არჩევნებს იგებენ. შემდეგ არაერთი ასეთი კვლევა ვიხილეთ ამ კამპანიის განმავლობაში და, სხვათა შორის, თუ დააკვირდებით და გადავხედავთ სტატისტიკას, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის მიმდინარეობს სიცრუის კამპანია მათი მხრიდან კვლევებთან დაკავშირებით. რეალობას აცდენილები არიან, საერთოდ კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა მოგებაზეა ზოგადად საუბარი, ეგზიტპოლებიც გააყალბეს და ყველას თუ ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავების გარდა. თავიანთ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ და „ჯენზი“ლანძღავდნენ, რომ თურმე მათ წააგებინეს, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. არავინ არ უსვამს კითხვას, თუ რა დააკლეს, რა არ გააკეთეს, ყოველთვის სხვას აბრალებენ. ჯერ რაღაც სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, მერე სოციალურ მედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები, რაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2024, 03:12

საზოგადოება

რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები.

ლელა ალიბეგაშვილი

06 დეკემბერი 2024, 03:08

პოლიტიკა

ლელა ალიბეგაშვილი: როდესაც ქუჩაში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა და შენ ამბობ, რომ რუსთაველის თეატრიდან ხალხს ესვრიან, შენ უნდა იყო ამ თეატრის მაგარი მტერი

მსახიობმა, ლელა ალიბეგაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა. მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ცილისწამების ქარცეცხლში მოექცა.

მიშო ჯავახიშვილი

06 დეკემბერი 2024, 02:52

პოლიტიკა

მიშო ჯავახიშვილი: მომიწოდებდნენ გამოვსულიყავი, ანსამბლი „მართვე“ და ბავშვები მიმეყვანა კონკრეტულ ადგილას და გამოსაჩენ მდგომარეობაში ვყოფილიყავი

ანსამბლი „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, მიშო ჯავახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისივე თქმით, აღნიშნა, მას სოციალურ ქსელში მოუწოდებდნენ, რომ ანსამბლი „მართვე“ გამოეყვანა და პროტესტს შეერთებოდა.

ხათუნა ხოფერია

06 დეკემბერი 2024, 02:11

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან

სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან. არა მარტო არა სავალდებულო იყო, სასაცილოც კი იყო იმიტომ, რომ მას რომ კითხულობდი, პირდაპირ იკითხებოდა ქართული ოპოზიციური ხელწერა, სულისკვეთება, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კელინ ჯორჯესკუ

06 დეკემბერი 2024, 02:07

მსოფლიო

რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ: მიხარია, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას - ჩვენ არასდროს დავუშვებთ რომელიმე სახელმწიფოს ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო და დემოკრატიულ საქმეებში

რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის ყურადღებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.

გიორგი სოსიაშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:52

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ისე არიან გაკოტრებულები, რომ არ გამიკვირდება, საბავშვო ბაღებსა და სამშობიარო სახლებსაც მიაკითხონ და ჩვილი ბავშვების ტირილი შეაფასონ როგორც პროტესტი

„ქვეყნის პრეზიდენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის დაცვისაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან მიახლოებაც კი აკრძალულია კანონით და წარმოიდგინეთ, პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი უხმობს ადამიანებს, რომ ჩავიდნენ ბათუმში, მიუცვივდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ზეწოლა მოახდინონ.

გიორგი სოსიაშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:40

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ ვართ ლიბერალური ფაშიზმის დამსხვრევის და დასრულების მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ახლა. ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი. გამონაკლისია არც ეს ძალა არ არის

ეს პროცესი კარგა ხანია მზადდებოდა იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგენენ რადიკალები. ეს მეოთხე მცდელობა გახლდათ მათი, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ამ ყველაფერ ფუთავდნენ, როგორც ჯანსაღ პროტესტს. სინამდვილეში სერიოზული სამზადისი ხდებოდა ამ ყველაფერზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

გოგა ხაინდრავა

06 დეკემბერი 2024, 01:30

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლით ევრო ელიტას პირდაპირ უთხრა, რომ იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანააო - ვნახეთ, როგორ ესალმებოდნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ

პორნო ლიბერალური პოლიტიკური ელიტა დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციით და დამთავრებული ევროკავშირის ელიტით, დაუპირისპირდა საქართველოს ღიად, შტურმი მოაწყვეს ჩვენს წინააღმდეგ და ქართულმა საზოგადოებამ ეს ბრძოლა მოიგო, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

სალომე ზურაბიშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:08

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს: ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა

„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია““, - აღნიშნა სალომე ზუზრაბიშვილმა.

გოგა ხაინდრავა

06 დეკემბერი 2024, 00:53

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ძალადობრივი პროცესი შეწყდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც ამოიძირკვა აი ეს ბოროტების საფუძვლები და იმის შემდეგ არანაირი პროტესტი არ არის. ეს არის აქტივი ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის, რომელიც ყოველდღიურად მცირდება

მკაფიოდ განსხვავებულია ვითარება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ დღეებში და უკანასკნელ სამი დღეა. მას მერე, რაც მოხდა იმ ბუდეების ამოძირკვა, საიდანაც მოდიოდა ეს ძალადობა. აქციას აბსოლუტურად სხვა ხასიათი აქვს, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზვიად შალამბერიძე

06 დეკემბერი 2024, 00:50

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე: ეს არის სამშობლოს ღალატი

„ვნახეთ სიუჟეტი, რომ ჩავიდნენ სპეცრაზმელების მშობლებთან, სადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელის მამა ეუბნება, რომ მისი შვილი გორშია დროებით ოკუპირებულ საზღვართან. ანუ, პირდაპირ დაუდეკლალირეს ჩვენს სახელმწიფოს მესაზღვრე, მისი სახელი, გვარი და ა.შ. ეს არის სამშობლოს ღალატი“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძე

06 დეკემბერი 2024, 00:48

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ

ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში ჩემი ჩათვლით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზვიად შალამბერიძე

06 დეკემბერი 2024, 00:35

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: მინდა ზელენსკიმ იცოდეს, ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ

მინდა ზელენსკიმ იცოდეს, რომ ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

რუბენ ბრეკელმანსი

06 დეკემბერი 2024, 00:21

მსოფლიო

უკრაინული მედია: ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უკრაინელები ომს აგებენ

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა საპარლამენტო დებატებზე განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უკრაინელები ომს აგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

გიორგი ხუციშვილი

06 დეკემბერი 2024, 00:20

რეგიონი

ქუთაისში, აქციის დროს პოლიციასთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გამხდარი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკას დატოვებს

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, გიორგი ხუციშვილმა „იმედის კვირაში“, სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, რომ ქუთაისში, აქციის დროს პოლიციასთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გამხდარი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკას დატოვებს.

06 დეკემბერი 2024, 00:17

პოლიტიკა

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.

სოსო რობაქიძე

05 დეკემბერი 2024, 23:53

პოლიტიკა

სოსო რობაქიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ქვეყანას მართავდა, მაშინაც ახალგაზრდებს ხოცავდა ქუჩაში და დღესაც ახალგაზრდები ჰყავს ფარად აფარებული

„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ქვეყანას მართავდა, მაშინაც ახალგაზრდებს ხოცავდა ქუჩაში და დღესაც ახალგაზრდები ჰყავს ფარად აფარებული. 200-ზე მეტი ბიჭია დახვრეტილი, რომელ ცემაზე იძახიან?! კობა დავითაშვილი მოკლეს ცემაში, მე ზუგდიდში მცემეს, ახლაც ინვალიდი ვარ“, - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

05 დეკემბერი 2024, 23:41

მსოფლიო

ჩრდილოეთ კალიფორნიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

აშშ-ის გეოლოგიური მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კალიფორნიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი აბაშიშვილი

05 დეკემბერი 2024, 23:35

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: პოლიტიკურ მრუდზე გადის ლარის სტაბილურობა

ლართან დაკავშირებული სიტუაცია იყო და არის სრულად აჟიოტაჟური და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა ლარის კურსის გაუფასურებაზე ჰქონდა გავლენა, მას არ ჰქონია, - განაცხადა Business insider-ის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „იმედის კვირის“ სპეციალურ ეთერში.

05 დეკემბერი 2024, 23:24

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.