05 ნოემბერი 2024, 21:53 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: მოლდოვაში არ არის პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი, აკრძალეს პარტიები, ოპოზიციონერი დეპუტატი არ დატოვეს პარლამენტში, საქართველოს და მოლდოვის არჩევნებზე განსხვავებული შეფასებები ცალსახა უსამართლობაა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში.

პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და მოლდოვას შედარებისას სახეზეა მ კაფიო უსამართლობა, ისევე, როგორც ეს იყო მაშინ, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა.

„მოლდოვაში იყვნენ საკმაოდ გავლენიანი კანდიდატები, რომლებსაც ხელოვნური საბაბით უარი უთხრეს საარჩევნო რეგისტრაციაზე. იყო სერიოზული ხარვეზები კონკურენტულობის კუთხითაც, სხვა საკითხებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა მიხედოს საკუთარ არჩევნებს, მაგრამ უსამართლობაა აშკარად. იგივე უსამართლობა იყო გამოხატული, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს -არა. მოგვიანებით მოლდოვასთან გაიხსნა მოლაპარაკებები, საქართველოსთან - არა. აქაც არის ორმაგი სტანდარტი და სრული უსამართლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვნად წინ უსწრებს მოლდოვას მრავალი პარამეტრით, იქნება ეს ინსტიტუტების სიძლიერე, კორუფციის სიმცირე, ეკონომიკის განვითარება, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი.

„დახურეს პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ტელევიზია და არსებითად დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი. ეუთო/ოდირს აქვს ნათქვამი თავის ანგარიშში, რომ ისინი მთლიანად ემსახურებოდნენ მმართველი ძალის პოლიტიკურ ხაზს. არ არის მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, პირდაპირ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია. პრაქტიკულად, რასაც ჰქვია ოპოზიციონერი დეპუტატი, არ დატოვეს პარლამენტში. ამ პირობებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთ დროს, როცა გვესმის განსხვავებული შეფასებები საქართველოს და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის ცალსახა უსამართლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იგივეა, როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა, ისევე, როგორც არ ყოფილა მოწოდებები მოლდოვასთვის, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რაზეც საქართველოს ესაუბრებიან.

„დღემდე არ გვეშვებიან, გვესაუბრებიან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ბოლოს ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც გარისკეს და ასეთი ჩანაწერი ჩადეს. მოლდოვას დღემდე არ დაუწესებია რუსეთისთვის სანქციები. თუ მაჩვენებთ არათუ ევროპარლამენტის რეზოლუციას, კუბილიუსების და მსგავსი ტიპის პოლიტიკოსების ერთ მოწოდებას მაინც მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ დააწესოს რუსეთისთვის სანქციები, მაშინ შეიძლება სხვანაირად ვისაუბროთ, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ არის ერთი და იგივე მოცემულობა, არც ჩვენ დავაწესეთ სანქციები, არც მოლდოვამ, იქ საერთოდ ხმას არავინ იღებს, საქართველოსთან დაკავშირებით მთელი კამპანია არის გაშლილი.

თან მოლდოვა დსთ-ს წევრია, აძლევენ კანდიდატის სტატუსს, უხსნიან მოლაპარაკებებს. არის აშკარა უსამართლობა. რატომ ხდება ეს უსამართლობა, ამაზე ყველაზე კარგი პასუხი ჟურნალისტებს ალბათ გასცეს ბატონმა ორბანმა და ბატონმა სიიარტომ, უნგრეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა - არის აშკარა მიკერძოება. ყველაზე სამწუხარო ის არის, თუ რა უდევს საფუძვლად ამ მიკერძოებას და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეროვნული იდენტობის და ფასეულობების მიმართ. ვიღაცებს, სამწუხაროდ, ეს არ მოსწონთ, არიან გავლენიანი ძალები და საბოლოო ჯამში, ეს გავლენიანი ძალები იმგვარ ზეგავლენას ახდენენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აჩენს უსამართლობის განცდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2024, 09:26

მსოფლიო

უკრაინამ დრონებით ქერჩის სრუტეს შეუტია

უკრაინამ დრონებით ქერჩის სრუტის დაბომბვა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებ. დაბომბვის გამო რუსეთმა ქერჩის ხიდის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსი სამხედროები უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებას ცდილობენ როგორც ხმელეთდან, ისე ზღვიდა და ჰაერიდან. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქერჩში მდებარე გემთმშენ ქარხანა "ზალივში" აფეთქება მოხდა.

06 დეკემბერი 2024, 09:15

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება. გამყრელიძეების მრავალშვილიანი ოჯახი, ამ დრომდე სოფელ წესში მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფება.

06 დეკემბერი 2024, 09:01

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთმა დნეპრთან 300-მდე ნავი გადაისროლა და ხერსონზე შეტევისთვის ემზადება

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპრთან 300-მდე ნავი გადაისროლა და ქალაქ ხერსონზე შეტევისთვის ემზადება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათ მტკიცებით, რუსეთს მდინარე დნეპრის ფორსირება აქვს დაგეგმილი, თუმცა უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ მოწინააღმდეგეს საკმარისი რესურსი არ აქვს.

გიორგი ვოლსკი

06 დეკემბერი 2024, 08:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კეზერაშვილის საქმეზე: გაიძარცვა სახელმწიფო, გაიძარცვა ჯარის ბიუჯეტი - საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც დღეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს, დასკვნები უნდა გააკეთოს ვისთან გვაქვს საქმე

გაიძარცვა სახელმწიფო, გაიძარცვა ჯარის ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული თემაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტი პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

06 დეკემბერი 2024, 08:42

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება

სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე პირის ახლობლები წერენ, რომ ეს ადამიანები არ არიან სპეცრაზმელები და ამჟამად არც იმყოფებიან დედაქალაქში.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2024, 08:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის, მაგრამ გაცვეთილია ეს პროცესი. ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა

ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის, მაგრამ გაცვეთილია ეს პროცესი. ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მიმდინარე აქციების შეფასებისას.

06 დეკემბერი 2024, 08:23

სამართალი

დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამაღლების ქუჩის 12 ნომერში სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

გიორგი ვოლსკი

06 დეკემბერი 2024, 08:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ათეულობით პოლიციელია დაშავებული, ვიხილეთ პარლამენტის დაწვის მცდელობაც. ამისთვის უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული

უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული იმისთვის, რომ პიროტექნიკა გამოყენებულიყო იმ მიზნით, რაც ჩვენ ვიხილეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

06 დეკემბერი 2024, 08:10

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც აქციაზე რადიკლური რელიგიური შინაარსის მოწოდებებს ახმოვანებდნენ, ერაყის მოქალაქეები არიან

„ქრონიკის“ ინფორმაციით ადამიანები, რომლებიც მიტინგზე რადიკლური რელიგიური შინაარსის მოწოდებებს ახმოვანებდნენ, ერაყის მოქალაქეები არიან.

06 დეკემბერი 2024, 08:04

რეგიონი

ბათუმში მოქალაქეები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც მათ მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი კონფლიქტი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

06 დეკემბერი 2024, 03:12

საზოგადოება

რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები.

ლელა ალიბეგაშვილი

06 დეკემბერი 2024, 03:08

პოლიტიკა

ლელა ალიბეგაშვილი: როდესაც ქუჩაში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა და შენ ამბობ, რომ რუსთაველის თეატრიდან ხალხს ესვრიან, შენ უნდა იყო ამ თეატრის მაგარი მტერი

მსახიობმა, ლელა ალიბეგაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა. მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ცილისწამების ქარცეცხლში მოექცა.

მიშო ჯავახიშვილი

06 დეკემბერი 2024, 02:52

პოლიტიკა

მიშო ჯავახიშვილი: მომიწოდებდნენ გამოვსულიყავი, ანსამბლი „მართვე“ და ბავშვები მიმეყვანა კონკრეტულ ადგილას და გამოსაჩენ მდგომარეობაში ვყოფილიყავი

ანსამბლი „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, მიშო ჯავახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისივე თქმით, აღნიშნა, მას სოციალურ ქსელში მოუწოდებდნენ, რომ ანსამბლი „მართვე“ გამოეყვანა და პროტესტს შეერთებოდა.

ხათუნა ხოფერია

06 დეკემბერი 2024, 02:11

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან

სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან. არა მარტო არა სავალდებულო იყო, სასაცილოც კი იყო იმიტომ, რომ მას რომ კითხულობდი, პირდაპირ იკითხებოდა ქართული ოპოზიციური ხელწერა, სულისკვეთება, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კელინ ჯორჯესკუ

06 დეკემბერი 2024, 02:07

მსოფლიო

რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ: მიხარია, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას - ჩვენ არასდროს დავუშვებთ რომელიმე სახელმწიფოს ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო და დემოკრატიულ საქმეებში

რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის ყურადღებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.

გიორგი სოსიაშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:52

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ისე არიან გაკოტრებულები, რომ არ გამიკვირდება, საბავშვო ბაღებსა და სამშობიარო სახლებსაც მიაკითხონ და ჩვილი ბავშვების ტირილი შეაფასონ როგორც პროტესტი

„ქვეყნის პრეზიდენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის დაცვისაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან მიახლოებაც კი აკრძალულია კანონით და წარმოიდგინეთ, პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი უხმობს ადამიანებს, რომ ჩავიდნენ ბათუმში, მიუცვივდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ზეწოლა მოახდინონ.

გიორგი სოსიაშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:40

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ ვართ ლიბერალური ფაშიზმის დამსხვრევის და დასრულების მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ახლა. ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი. გამონაკლისია არც ეს ძალა არ არის

ეს პროცესი კარგა ხანია მზადდებოდა იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგენენ რადიკალები. ეს მეოთხე მცდელობა გახლდათ მათი, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ამ ყველაფერ ფუთავდნენ, როგორც ჯანსაღ პროტესტს. სინამდვილეში სერიოზული სამზადისი ხდებოდა ამ ყველაფერზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

გოგა ხაინდრავა

06 დეკემბერი 2024, 01:30

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლით ევრო ელიტას პირდაპირ უთხრა, რომ იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანააო - ვნახეთ, როგორ ესალმებოდნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ

პორნო ლიბერალური პოლიტიკური ელიტა დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციით და დამთავრებული ევროკავშირის ელიტით, დაუპირისპირდა საქართველოს ღიად, შტურმი მოაწყვეს ჩვენს წინააღმდეგ და ქართულმა საზოგადოებამ ეს ბრძოლა მოიგო, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

სალომე ზურაბიშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:08

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს: ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა

„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია““, - აღნიშნა სალომე ზუზრაბიშვილმა.

გოგა ხაინდრავა

06 დეკემბერი 2024, 00:53

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ძალადობრივი პროცესი შეწყდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც ამოიძირკვა აი ეს ბოროტების საფუძვლები და იმის შემდეგ არანაირი პროტესტი არ არის. ეს არის აქტივი ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის, რომელიც ყოველდღიურად მცირდება

მკაფიოდ განსხვავებულია ვითარება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ დღეებში და უკანასკნელ სამი დღეა. მას მერე, რაც მოხდა იმ ბუდეების ამოძირკვა, საიდანაც მოდიოდა ეს ძალადობა. აქციას აბსოლუტურად სხვა ხასიათი აქვს, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.