დავით ქართველიშვილი: კამალა ჰარისი ისეთივე დამაჯერებლობით უსწრებს ტრამპს, როგორც ლომჯარია თავისი პოპულარობით აღემატება პატრიარქს
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე წერს.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ, კამალა ჰარისი ისეთივე დამაჯერებლობით უსწრებს ტრამპს, როგორც ლომჯარია თავისი პოპულარობით აღემატება პატრიარქს.
„ფორმულას“ „ედისონ რისერჩის" კვლევებმა დამარეკვინეს დღეს კალიფორნიაში, ჩემს უახლოეს ადამიანთან, რესპუბლიკელთა საარჩევნო შტაბის წევრთან. მაინტერესებდა იქაურ და აქაურ „რისერჩებს" შორის მსგავსების მოძებნა. ეს სურვილი გამიჩინა ადგილობრივი მოწინააღმდეგის ბანაკში, ამერიკის არჩევნების რეიტინგებზე ყოველდღიურ რეჟიმში შემოთავაზებულმა მონაცემებმა, რომელთა მიხედვითაც კამალა ჰარისი ისეთივე დამაჯერებლობით უსწრებს ტრამპს, როგორც ლომჯარია თავისი პოპულარობით აღემატება პატრიარქს.
კალიფორნიიდან კი შემდეგი ინფორმაცია მივიღე: დონალდ ტრამპის რეიტინგი ნამდვილად არ გამოიყურება „კატასტროფულად", დემოკრატები აწვებიან 2020 წლის სცენარის განმეორებას - გააყალბონ არჩევნების შედეგები. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ - მოხსნას კანდიდატურა, პირველ რიგში ობამას ოჯახს დაარტყა, რომელიც ემზადებოდა მოხუცებული ბაიდენის ზურგს უკან არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთი ვადით გაგრძელებისკენ.
ამჟამად სხვა გზა აღარ აქვთ, თუ არა, „გაქაჩონ" ჰარისი, ამჟამად უკვე ტრამპის ასაკზე ამომრჩეველთა ყურადღების აქცენტირებით. ამ კუთხით მაქსიმალურად აქვთ გააქტიურებული დემოკრატების გავლენის ქვეშ მყოფი მედია რესურსები. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჰარისის სასარგებლოდ ამოქმედებული ფეიკ-რეიტინგები. მიუხედავად ამისა, ტრამპის პოპულარობა ისეთ საზოგადოებრივ სეგმენტებში, როგორიც არის: შავკანიანები, ლათინო–ამერიკელები, ახალგაზრდები - მხოლოდ იზრდება.
ასაკში შესულ ტრამპს პენსილვანიის ტერაქტის შემდეგ თითქოს „მეორე სუნთქვა" გაეხსნა - 20 წლის ახალგაზრდის ენერგიით მოსახლეობამდე სწორედ ისეთი პროგრამული გზავნილები დაჰყავს, რასაც დიდი ხანია ელოდება ამომრჩეველი საკუთარი მთავრობისაგან: ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა, საზღვრების ჩაკეტვა, საიმიგრაციო პოლიტიკის მოგვარება, ნავთობის ინტენსიური მოპოვება, უკრაინის ომის დასრულება, კანონგარეშე არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან დაუყოვნებლივ დეპორტირება და ა.შ.
ყველა ობიექტური გამოკითხვით, ეს პროგრამული გზავნილები რეალურად მუშაობენ ტრამპის სასარგებლოდ, მაშინ როდესაც დემოკრატების „მკვლევრები" ჯიუტად მიაწერენ კამალა ჰარისს 7-13%-ან უპირატესობას - რაც არსებულ რეალობასთან ახლოსაც არაა. ტრამპი თითქმის ყველა (მათ შორის „პრობლემურ") შტატში მინიმუმ 10%-ით უსწრებს თავის კონკურენტს. ასე რომ, დემოკრატების ძირითადი იმედი - არჩევნების შედეგების გაყალბებაზე და არალეგალების 15 მილიონიანი არმიის გამოყენებაზეა. თუ ამის მცდელობას რესპუბლიკელები დაბლოკავენ - ტრამპის გამარჯვება უეჭველი ფაქტია. მოსახლეობის უმრავლესობას კამალა ჰარისი უბრალოდ არ უყვარს.
მხოლოდ ივლისში, თავდასხმის შემდეგ სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში, ტრამპის საარჩევნო შტაბის ანგარიშზე ჩაირიცხა 145 მილიონი დოლარი. იმდენი თანხაა შეგროვებული, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებისა და კოორდინატორების საკმარისი რაოდენობა იქონიონ, რომლებიც გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ადვოკატების უპრეცედენტო რაოდენობასთან ერთად ყოველ დარღვევას, მათი ოპერატიულად აღმოჩენა/გასაჩივრების მიზნით.
რესპუბლიკელთა მხარდამჭერები არც კი მალავენ, რომ მზად არიან დემოკრატების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში იარაღით ხელში დაიცვან: ღმერთი, ოჯახი, თავისუფლება. შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა კი ძალიან მაღალია. ამჟამად ჰარისი ცდილობს თავისი საარჩევნო კამპანია ბაიდენის მიერ გატარებული პოლიტიკისაგან „დისტანცირებაზე" ააგოს. თითქოს - ის „არაფერ შუაში არაა".
ასეთ პოზიციონირებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება - ყველა მიღებულ გადაწყვეტილებას ის აქტიურად უჭერდა მხარს და კონგრესის მიერ დამტკიცებულ თითოეულ დოკუმენტს მისი ხელმოწერა ამშვენებს. უფრო მეტიც, როგორც კი სენატში კენჭისყრისას ფიქსირდებოდა ე.წ. „ტაი-ბრეკი“ (50/50), სწორედ კამალა ჰარისის ხმა იყო გადამწყვეტი ისეთ საკითხებში, როგორიც არის: "გახსნილი საზღვრები", ნავთობის მოპოვების შეჩერება, უკრაინაში დაუსრულებელი მილიარდების გაგზავნა, „green new deal“ (ეკო-კლიმატური სიგიჟე) - რაც ამერიკელმა ხალხმა კარგად იცის და რაიმე ტიპის მანიპულირებას თუ „შულერობას“ არ დაუშვებს.
ეს არის, ამ ეტაპზე, რესპუბლიკელთა ერთ-ერთი რიგითი კალიფორნიული საარჩევნო შტაბიდან მოპოვებული ინფორმაცია. წინ გველოდება ტრამპისა და ჰარისის სექტემბრის დებატები, სადაც ამ უკანასკნელის გაცამტვერების მოლოდინშია მთელი ამერიკა. მანამდე კი გავაგრძელებთ ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარების მეშვეობით, დემოკრატების მიერ (მათ შორის, საქართველოში), საზოგადოებრივ აზრზე ფეიკ-შეტევების მოგერიებას.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2024, 21:42
საზოგადოება
„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ
ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.
09 სექტემბერი 2024, 21:20
კულტურა
მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა
„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.
09 სექტემბერი 2024, 21:06
მსოფლიო
ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა
უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.
09 სექტემბერი 2024, 20:42
მსოფლიო
პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 20:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა
„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.
09 სექტემბერი 2024, 20:20
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.
09 სექტემბერი 2024, 20:17
მსოფლიო
ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო
ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.
09 სექტემბერი 2024, 19:47
სპორტი
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება
10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
09 სექტემბერი 2024, 19:33
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
09 სექტემბერი 2024, 19:25
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით
საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 19:22
მსოფლიო
La Repubblica: ოლაფ შოლცი სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილების მოსკოვისთვის გადაცემის შესაძლებლობას მოიცავს
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით გეგმა აქვს - მას სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც „მშვიდობის კანცლერი“, - წერს იტალიური გაზეთი La Repubblica.
09 სექტემბერი 2024, 19:11
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მთავარი ფაქტორი, რითაც ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა
თუ ავიღებთ ბოლო 10 წელს ან მეტს, წლევნდელ მეორე კვარტალში მიღებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, ყველზე მაღალი მაჩვენებელი ახლა ფიქსირდება, საუკეთესოა ამ თვალსაზრისით,- განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას “ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
09 სექტემბერი 2024, 18:53
არჩევნები 2024
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.
09 სექტემბერი 2024, 18:49
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი სლოვაკეთისთვის დაფინანსების დაბლოკვას განიხილავს
ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, დასაჯოს სლოვაკეთი დემოკრატიული ნორმების შელახვისთვის, რამაც ბრატისლავასთვის თანხების გამოყოფის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 18:43
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“: ადამიანებს არც ობიექტურობა გააჩნიათ, არც პროფესიონალიზმი - გვიჩნდება ეჭვი, რომ ერთიანდებიან, რათა ნიადაგი შეამზადონ 27 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელ მოვლენებზე
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ორი რამაა აუცილებელი: ერთი, ეს არის, იყვნენ ობიექტურები და მეორე - იყვნენ პროფესიონალები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.
09 სექტემბერი 2024, 18:30
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნება“, როგორც აქამდე, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგაც განაგრძობს მყარი ნაბიჯებით მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ვიქნებით ჩვენ მთავარი გარანტი ამ ყველაფერში
წარმოდგენებში, ილუზიებში ცხოვრობენ ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებები ამ ყველაფერზე კარგად მეტყველებს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ინიციატივის საპასუხოდ, რომ პარტიებმა არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში „ქართულ ოცნებასთან“ არ ითანამშრომლონ.
09 სექტემბერი 2024, 18:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: „ენჯეოები“ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ. თუ აქაა ლოგიკა, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?!
„თვითონ [„ენჯეოები“] ხომ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას ახორციელებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ გვაინტერესებს უცხო ძალის ინტერესებიო. თუ აქ არის ლოგიკა და ისინი მართლები არიან, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?! თავიანთ თავში ვერ ჩამოყალიბებულან. ვერ დაალაგეს მესიჯი, ლოგიკა არ არის მათ განცხადებებში, ახლართულები არიან და როგორმე ცდილობენ, თავისივე შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან რამენაირად გამოძვრნენ, რაც არ გამოსდით. რაც შეეხება დაზღვევის მექანიზმს, ერთი მარტივი დაზღვევის მექანიზმია. ამ შემთხვევაში არის ქართული საზოგადოების, ხალხის, სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც მიმართულია ჩვენი მომავლისკენ.
09 სექტემბერი 2024, 18:18
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის ინიციატივაზე: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში იქმნება ახალი ეკოსისტემა, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას, რასაც ჰქვია ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის სრული გამჭვირვალობა
საკითხს რომ ემოციების და მიკერძოების გარეშე მივუდგეთ, ამ ინიციატივით ქვეყანაში იქმნება, ფაქტობრივად, ახალი ეკოსისტემა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას, რასაც ჰქვია ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის სრული გამჭვირვალობა, - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოს მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის თაობაზე.