დონალდ ტრამპი: მთავრობა 750$-ს სთავაზობს ადამიანებს, რომელთა სახლები წყალდიდობამ გაანადგურა და მაინც, ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვუგზავნით უცხო ქვეყნებს, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობას არასოდეს სმენია
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
მთავრობა 750 დოლარს სთავაზობს ადამიანებს, რომელთა სახლები წყალდიდობამ გაანადგურა და მაინც, ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვუგზავნით უცხო ქვეყნებს, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობას არასოდეს სმენია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მუშაობა დაუწუნა და განაცხადა, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებაში მოსახლეობას სათანადოდ არ უჭერს მხარს.
„დღეს საღამოს ჩვენ უნდა ვილოცოთ და მხარი დავუჭიროთ ქარიშხალ „ჰელენის“ მიერ დაზარალებულ ყველა ოჯახს. კატრინას შემდეგ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო სტიქიაზე ყველაზე ცუდი პასუხი . ეს უბრალოდ მიუღებელია იმ ხალხისთვის. მე ვიყავი ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში და გეტყვით, რომ ჯორჯიის შტატის გუბერნატორი აკეთებს შესანიშნავ საქმეს, მაგრამ ჩვენ გვყავს სხვა ადამიანები, რომლებიც არ აკეთებენ კარგ საქმეს და მათ უნდა გავაკეთებინოთ კარგი საქმე. ფედერალური მთავრობა მუშაობს ძალიან ცუდად, ისინი ვერ აკეთებენ საქმეს და ჩვენ გვაქვს ისეთი სიკვდილიანობა და უყურადღებობა, როგორიც შესაძლოა არასდროს გვინახავს. ისინი სთავაზობენ 750 დოლარს ადამიანებს, რომელთა სახლები განადგურდა და მაინც, ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვუგზავნით უცხო ქვეყნებს, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობას არასოდეს სმენია. თუ გინდათ პრეზიდენტი, რომელი წყალდიდობის დროს არც კი შეეცდება თქვენს გადარჩენას, ხმა მიეცით კამალას“, - განაცხადა ტრამპმა.
თუმცა თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისთვის განკუთვნილი თანხა იმიგრანტებზე იხარჯება და „ჰელენით“ დაზარალებულები მხოლოდ 750 დოლარს მიიღებენ, სიცრუეა.
ყველა სიახლე
14 ნოემბერი 2024, 14:46
მსოფლიო
ბორელი ალიევს საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო აკრიტიკებს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა. „პრეზიდენტ ალიევის ბრალდებები ევროკავშირის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების მისამართით ძალზედ სამწუხაროა. ეს მიუღებელი განცხადებები ძირს უთხრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიზნებს, რომელსაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობით კლიმატის კონფერენცია COP29 ისახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთსა და ნიდერლანდებს“, - დაწერა ბორელმა. ბორელმა აგრეთვე გააკრიტიკა აზერბაიჯანი მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის გამო. მისი თქმით, მედია და არასამთავრობო სექტორი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე ვითარებას აღწერენ.
14 ნოემბერი 2024, 14:30
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს კატეგორიულად მიუღებელია
დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.
14 ნოემბერი 2024, 14:25
არჩევნები 2024
ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება
ეს არ იყო დებატები. მე განხილვა მივამსგავსე ბავშვს, რომელიც ჩაუთქვამს სურვილს და გაღვიძებისას აღმოჩნდება, რომ ოცნება არ ასრულდა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.
14 ნოემბერი 2024, 14:25
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ზოგიერთი პარლამენტარი ევროპარლამენტის სახელს ეფარება და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში. მოუწოდებს მოსახლეობას დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის უპატივცემულობისკენ
ზოგიერთი პარლამენტარი ევროპარლამენტის სახელს ეფარება და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში. მოუწოდებს მოსახლეობას დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის უპატივცემულობისკენ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებებს.
14 ნოემბერი 2024, 14:23
მსოფლიო
ტრამპის მომავალი მრჩეველი: ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს, განაცხადა ტრამპის მიერ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე წარდგენილმა მაიკ უოლცმა. „პრეზიდენტმა [ტრამპმა] ნათლად განაცხადა, რომ მას ორივე მხარის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმა სურს. ის ფოკუსირებულია ომის დასრულებაზე და არა მის გაგრძელებაზე“, - თქვა უოლცმა. ტრამპის მომავალმა მრჩეველმა აგრეთვე დასძინა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვა უკრაინასთან მიმართებაში დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ტრამპზე. „ეს ჩემზე კი არა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა უოლცმა.
14 ნოემბერი 2024, 14:20
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე: სრულიად საშინელებაა. ვინც აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, არასდროს ყოფილა საქართველოში
ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში „ქრონიკასთან“ იმ ევროპარლამენტარების გამოსვლებს აფასებს, რომლებმაც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ონდრუშის შეფასებით, მათი პოზიცია საშინელებაა და ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია.
14 ნოემბერი 2024, 14:18
პოლიტიკა
ანდრაშ ლასლო: ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის
ევროპარლამენტის დებატები არა მარტო საქართველოზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც ჯგუფური თერაპიის სესიას ჰგავს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.
14 ნოემბერი 2024, 13:59
მსოფლიო
პოლონეთში ამერიკული სამხედრო სარაკეტო ბაზა გაიხსნა
აშშ-ისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ნატოს სარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პოლონეთში ამერიკული სარაკეტო თავდაცვის ბაზის გახსნის იდეა, რომელიც ნატოსთან სრულად თავსებადია, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უმცროსს ეკუთვნის. ჩანაფიქრის თანახმად, ბაზას ევროპა ირანიდან მომდინარე საფრთხეებისგან უნდა დაეცვა. თავის მხრივ, პოლონეთი ამ ბაზას რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავ ობიექტად აღიქვამს. ეს შიშები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამძაფრდა.
14 ნოემბერი 2024, 13:33
მსოფლიო
აბიტურიენტები სამხრეთ კორეაში აბარებენ 8 საათიან გამოცდას, რომლის დროსაც საპირფარეშოში გასვლაც კი არაა რეკომენდებული
14 ნოემბერს სამხრეთ კორეელი აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას, რომლამდეც ისინი სატესტო რეჟიმში ცხოვრობენ და ცდილობენ მიჰყვნენ იმ რეჟიმს, რომელიც მათ გამოცდის დროს ექნებათ.
14 ნოემბერი 2024, 13:31
ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა
ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
14 ნოემბერი 2024, 13:29
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ 2 პირს 15 წლით და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.
14 ნოემბერი 2024, 13:23
მსოფლიო
Bild: ოლაფ შოლცი საკუთარ პარტიაში პოპულარობას კარგავს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საკუთარ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში“ პოპულარობას კარგავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, რომელიც Forsa-ს ინსტიტუტის გამოკითხვას ეყრდნობა, შოლცს პოპულარობით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უსწრებს. შეკითხვაზე, თუ ვის ისურვებდით „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ კანცლერის თანამდებობაზე, მხოლოდ 13% ასახელებს შოლცს, მაშინ როცა პისტორიუსს გამოკითხულთა 57% უჭერს მხარს. საკუთრივ პარტიის მომხრეებში ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ შოლცს 30% უჭერს მხარს, ხოლო პისტორიუსს - 58%.
14 ნოემბერი 2024, 13:15
პოლიტიკა
გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე „ნაცებთან“ ერთად აქციებში მონაწილეობაზე: ვერ მივცემთ თავს უფლებას, ვარჩიოთ, ვინ რას აკეთებდა წარსულში, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა, ვერ დავიწყებთ კეკლუცობას, პოლიტიკურ ნიუანსებში ჩარევას
დღეს სრულიად სხვა კონტექსტია. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ამ აქციების ორგანიზებაში ჩვენ უშუალოდ ჩართულები არ ვართ, როდესაც იქ ვიღებთ მონაწილეობას, ვდგავართ არა ამ პოლიტიკური პარტიების, არამედ, ჩვენი ამომრჩევლების გვერდით და ყოველთვის, ნებისმიერ ფორმატში ვიდგებით, ეს იქნება მცირე მასშტაბის თუ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, ამას გავაგრძელებთ, - განაცხადა გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, გიორგი შარაშიძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.
14 ნოემბერი 2024, 12:37
მსოფლიო
Reuters: ბორელს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება სურს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისრაელთან ღაზის სექტორში მიმდინარე სიტუაციის გამო პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო გაეცნო წერილს, რომელიც ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა. წერილში ბორელი შეშფოთებას გამოთქვამს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერილში აგრეთვე აღნიშნავს, რომ ისრაელმა დღემდე არ გაითვალისწინა ეს შეშფოთებები. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველად შემომაქვს წინადადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დებულების გამოყენებით შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან“, - წერს ბორელი.
14 ნოემბერი 2024, 12:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში - გაუქმებას, ხოლო აშშ-ში პროკურორმა გადადგომა დააანონსა - ნათქვამია: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში, გერმანიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
14 ნოემბერი 2024, 12:26
ტაბლოიდი
კეშა წითელ ხალიჩაზე ნაგვის პარკებისგან შექმნილი კაბით მივიდა
მომღერალი კეშა ჟურნალ „გლამურ გერმანიის“ წითელ ხალიჩაზე ნაგვის პარკებისგან შექმნილი კაბით მივიდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
14 ნოემბერი 2024, 12:13
საზოგადოება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდნენ.
14 ნოემბერი 2024, 12:11
საზოგადოება
2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე მოქალაქეებს თვითრეგისტრაცია საქსტატის ვებ გვერდზე შეუძლიათ
2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა , რომელიც დღეს დაიწყო, ორ ეტაპად ჩატარდება. დეტალურ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
14 ნოემბერი 2024, 12:00
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსული ჯარი კუპიანსკში შევიდა
რუსულმა ჯარმა უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკის თავდაცვის ხაზი გაარღვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსები ქალაქში ორი ჯგუფით, ჯავშანტრანსპორტიორებით შევიდნენ. მათ კუპიანსკში დისლოცირებულ უკრაინულ არმიასთან ბრძოლაში შესვლა მოუწიათ. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბრძოლების შედეგად რუსი ჯარისკაცების უმრავლესობა განადგურდა, ხოლო ნაწილი გაიქცა. გარდა ამისა, რუსები დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება ილინკაშიც შევიდნენ.
14 ნოემბერი 2024, 11:59
მსოფლიო
ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ბრაზილიის ცენტრში, უზენაეს სასამართლოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც შენობაში შეღწევას ცდილობდა