imedi /  13 სექტემბერი 2017, 14:19 / სანდო წყარო

სამართლიანი არჩევნები: პრობლემაა Facebook-ზე კანდიდატების წინააღმდეგ შექმნილი გვერდები

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი Facebook-ზე დასპონსორებული გვერდებია.

ორგანიზაციის წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ დასპონსორებული გვერდების გამოყენებით კონკრეტული კანდიდატების წინააღმდეგ აგიტაცია მიმდინარეობს.

"ყველაზე პრობლემურია დასპონსორებული ფეისბუქგვერდები, რომლის მეშვეობითაცა ანტიაგიტაცია კონკრეტული კანდიდატების წინააღმდეგ მიმდინარეობს. განსასაზღვრია მეთოდოლოგია, თუ როგორ შეისწავლის აუდიტის სამსახური ამ საკითხს", - თქვა ელენენ ნიჟარაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ხელისუფლება დეზინფორმაციის გავრცელებაში აგვისტოს ბოლოს დაადანაშაულა. მაშინ ელისშვილმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში შეიქმნა ყალბი გვერდები, თითქოს მას ცესკოში წარსადგენად საჭირო ხელმოწერების შეგროვებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმარება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ საკითხზე ელისაშვილის შტაბმა პოლიციასაც მიმართა

დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომჯარია, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

კომენტარები ()