imedi /  13 სექტემბერი 2017, 14:34 / სანდო წყარო

ეუთოს დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს იწყებენ

ეუთოს დამკვირვებელთა
პრესკონფერენცია

ეუთოს დამკვირვებელთა
პრესკონფერენცია

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერმა ჟურნალისტებს სადამკვირვებლო მისიის როლი და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

"მე-14 არჩევნებია, რომელსაც ეუთო აკვირდება. აქ ხელისუფლების მოწვევით ვიმყოფებით. მისიის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას შევხვდებით. ჩვენი მთავარი როლია დავაკვირდეთ არჩევნებს და შემდეგ ანგარიში მოვამზადოთ.

ჩვემ შედეგი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს. არამედ გვაინტერესებს, როგორ იქნება დემოკრატიული პროცესები დაცული. ჩვენი მანდატი გულისხმობს არჩევნების შეფასებას. შევაფასებთ საკანონმდებლო ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, მედიის გაშუქებას", - თქვა კორიენ იონკერმა.

კორიენ იონკერის თქმით, ეუთოს დამკვირვებელთა ძირითადი გუნდი თბილისში იმუშავებს - 14 ექსპერტი აქტიურად დააკვირდება პროცესებს, ორშაბათიდან კი საქართველოში ეუთოდან დამკვირვებელთა კიდევ 22-კაციანი გუნდი ჩამოვა, ისინი საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან.

"არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ეუთოს ქვეყნებს მივმართავთ თხოვნით 350 დამკვირვებელის გამოგზავნაზე, ასევე ვითანამშრომლებთ კონგრესის წარმომადგენლებთან. რამდენიმე კვირის განმავლობაში შუალედურ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ. არჩევნების დღესაც ჩვენს რეკომენდაციებს გავცემთ. არჩევნებიდან 8 კვირაში კი საბოოლო ანგარიში და რეკომენდაციები იქნება ცნობილი, რომელიც ხელისუფლებას წარედგინება განსახილველად", - განაცხადა კორიენ იონკერიმ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

არქივი

18 აგვისტო 2018, 13:43

საქართველო

საგარეო უწყება: მეზღვაურების გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, „პანტელენა“ ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. მისი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანიაა Lotus Shipping-ი აწარმოებს.

კოფი ანანი

18 აგვისტო 2018, 13:42

მსოფლიო

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი გარდაიცვალა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კოფი ანანი პირველი აფრიკელი შავკანიანი იყო, რომელმაც მსოფლიო დიპლომატიაში ასეთ მაღალ პოზიციას მიაღწია. ის გაეროს გენერალურ მდივნად 1997-2006 წლებში მუშაობდა.

ედპ-ს ოფისი

18 აგვისტო 2018, 13:22

ძალოვნები

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია: ოფისი გაგვიქურდეს

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრების განცხადებით, ღამით პარტიის ოფისი გაქურდეს. მათი ინფორმაციით, ოფისიდან 2 ტელევიზორი, 2 მონიტორი და 4 პროცესორია წაღებული. ოფისის მიმდებარე ქუჩაზე გარე კამერების ჩანაწერები ამოღებულია, თუმცა პარტიის თანამშრომლის ინფორმაციით კამერები გამორთული იყო.

იუსტიციის სამინისტრო,
ვაშინგტონი, აშშ

18 აგვისტო 2018, 13:20

მსოფლიო

აშშ-ს მთავრობა Facebook-ს ეჭვმიტანილის მესენჯერში ლაპარაკზე წვდომას სთხოვს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო კომპანია Facebook-ს სთხოვს წვდომა მისცეს მესენჯერებში იმ ეჭვმიტანილების ლაპარაკზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტები არიან. ლაპარაკია ეჭვმიტანილის მიმდინარე საუბრებზე, - წერს Reuters-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.

სალომე ზურაბიშვილი

18 აგვისტო 2018, 13:16

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი „ოცნებასთან“ კონსულტაციების დაწყების შესაძლო ვადას ასახელებს

მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ მინდა ჩავერიო პროცესში, რომელიც მე არ მეკუთვნის, ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი და პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან.

18 აგვისტო 2018, 13:12

მსოფლიო

იტალიაში დააკავეს მაფიოზი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული

სპეცოპერაცია იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ კასანო ალო იონიოში ჩატარდა. დაკავების მომენტში, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელს, იარაღი და ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდა.

ესტებან სანტიაგო

18 აგვისტო 2018, 12:47

მსოფლიო

ფლორიდელ თავდამსხმელს სასამართლომ 120 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თავდასხმა 2017 წელს მოხდა. მომხდარი სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაიჭრა. ამერიკული მედიის ცნობით, კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა აეროპორტის ტერიტორიაზე, ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო. ის რამდენჯერმე მკურნალობდა კიდეც.

რაულ გონსალეს ბლანკო

18 აგვისტო 2018, 12:46

სპორტი

რაულ გონსალეს ბლანკო „რეალის“ მწვრთნელი გახდა

რაული ამ დრომდე ყველაზე ტიტულოვან გუნდში გენერალური დირექტორის, ხოსე ანხელ სანჩესის ასისტენტად მუშაობდა. ვეტარან ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ მწვრთნელობა სურდა. „რელის“ ხელმძღვანელებმა მწვრთნელის ლიცენზიის აღება ურჩიეს. ლიცენზიის მოპოვების შემდეგ „სამეფო გუნდის“ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩააბარეს.

გენუა

18 აგვისტო 2018, 12:43

მსოფლიო

გენუის ხიდის ნანგრევების ქვეშ, ავტომობილში ერთი ოჯახის სამი დაღუპული წევრი იპოვეს

გენუაში მაშველებმა ხიდის ჩანგრევის ადგილზე კიდევ ერთი ავტომობილი იპოვეს, რომელშიც სამი დაღუპული აღმოჩნდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან - ცოლ-ქმარი და მათი 9 წლის გოგო. ამგვარად ამ ეტაპზე ცნობილია 41 დაღუპულის შესახებ, - წერს იტალიური სააგენტო Ansa.

18 აგვისტო 2018, 12:35

ძალოვნები

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ძმათა სასაფლაოზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

18 აგვისტო 2018, 12:22

საქართველო

მლეთაში რუსეთ-საქართველოს საზღვართან სატვირთო მანქანების საცობია

„180-ზე მეტ ტრაილერს არ ატარებენ, როცა 400 მაინც უნდა გავიდეს, რომ რიგი არ დადგეს. ძალიან ბევრი გაჩერებულია სომხეთის საზღვართან და იქ ელოდებიან რიგს, რომ გადმოვიდნენ“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

გიორგი სიბაშვილი

18 აგვისტო 2018, 12:20

სპორტი

გიორგი სიბაშვილი ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ფედერაციის ცნობით, ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა 9-დან 8 ქულით ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ დავით მაღალაშვილს. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 32 500 ლირას შეადგენდა.

18 აგვისტო 2018, 12:19

ვიდეო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო

18 აგვისტო 2018, 12:16

ვიდეო

შსს-მ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

18 აგვისტო 2018, 12:12

ვიდეო

სამართალდამცველებმა 22 წლის ახალგაზრდას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

18 აგვისტო 2018, 12:08

ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეჯახება საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს (ვიდეო)

18 აგვისტო 2018, 12:04

ვიდეო

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტო 2018, 11:59

ეკონომიკა

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია დაამონტაჟებს

ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას შორის, ხელი იტალიაში მოეწერა. სისტემა გუდაურში, მეორე სათხილამურო გზაზე დამონტაჟდება და 2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე შევა ექსპლუატაციაში.

18 აგვისტო 2018, 11:56

ვიდეო

ქართული მხარე 17 ქართველ მეზღვაურს ეძებს

პაპი ფრანცისკე

18 აგვისტო 2018, 11:47

მსოფლიო

რომის პაპმა პედოფილ ამერიკელ მღვდლებს მტაცებლები უწოდა

15 აგვისტოს პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ ნაფიც-მსაჯულთა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის 300-მდე საეკლესიო პირი სექსუალურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.