imedi /  13 სექტემბერი 2017, 15:01 / სანდო წყარო

ქვეყნის მასშტაბით მერობის 15 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა

ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მერობის 15 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. თბილისის, დმანისის, ასპინძის, ოზურგეთის, ხაშურის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, გორის, ადიგენის, ნინოწმინდის, ცაგერის, მესტიის, ზესტაფონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერობისთვის, პოლიტიკური პარტიების კანდიდატებთან ერთად, დამოუკიდებელი კანდიდატებიც იბრძოლებენ. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.

დამოუკიდებელი კანდიდატებიდან ორი მოქმედი გამგებელია – დმანისის გამგებელი გოგი ბარბაქაძე და ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე. ისინი ამავე მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებად საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.

ოზურგეთის მერად დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ასევე, “ქართული ოცნების” ყოფილი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძეც.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები ()