არქივი

საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე

28 ოქტომბერი 2018, 23:54

არჩევნები 2018

ზუგდიდის იმ უბანში, სადაც კექსის რეცეპტი იპოვეს, წინასწარი მონაცემებით ვაშაძე ლიდერობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ინგირის 94-ე საარჩევნო უბანზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, კექსის რეცეპტებს არიგებდნენ, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ამ უბნის ბათილად ცნობა დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მოითხოვა.

28 ოქტომბერი 2018, 23:30

არჩევნები 2018

ქართული ოცნება: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

„ხმის დათლის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთან შემოდის ოქმის მონაცემები. დათვლილია 1000-მდე უბნის მონაცემები. ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველ ადგილზეა. გამოიკვეთა, ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ეს ცხადია 1000 უბნის მონაცემებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ოქტომბერი 2018, 23:10

არჩევნები 2018

ახალქალაქის საოლქო კომისიაში პოლიცია გამოიძახეს

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სულ 3637 უბნიდან 241 უბანია დათვლილი, რომელთა შედეგებიც ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 40.28%, სალომე ზურაბიშვილი - 36.06%, დავით ბაქრაძე - 10.33%.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

28 ოქტომბერი 2018, 23:05

არჩევნები 2018

მამუკა მდინარაძე ნაციონალებს ტყუილში ადანაშაულებს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობას" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მდინარაძის თქმით, ნაციონალები ტყუიან, როდესაც ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაზე ავრცელებენ ინფორმაციას.

ნაციონალები ცესკოსთან მივიდნენ

28 ოქტომბერი 2018, 22:59

არჩევნები 2018

ნაციონალები ცესკოს შენობასთან მივიდნენ და ოქმების გამოქვეყნებას ითხოვენ

ცესკოსთან "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის "ძალა ერთობაშიას" წევრები მივიდნენ. მათი თქმით, ცესკო ვებგვერდზე ოქმების ატვირთვას აგვიანებს, მათ შორის იმ 150 ოქმის ატვირთვას, რომლის თანახმადაც, ნაციონალების მტკიცებით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

28 ოქტომბერი 2018, 22:54

არჩევნები 2018

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ახალქალაქის საარჩევნო კომისიის წევრებს დაუპირისპირდა

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თეონა ჭალიძემ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, ჰასმიკ მარანგოზიანისგან პირველივე საარჩევნო უბნიდან მოტანილი შემაჯამებელი ოქმის ნახვა მოითხოვა, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.

28 ოქტომბერი 2018, 22:44

არჩევნები 2018

სამართლიანმა არჩევნებმა საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა

არჩევნების დღე შეაჯამა სამართლიანმა არჩევნებმა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მთლიანობაში დღემ მშვიდად ჩაიარა, მაგრამ დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის ხარვეზები.

28 ოქტომბერი 2018, 22:28

არჩევნები 2018

საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 364 საჩივარი შევიდა

მისი განმარტებით, საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოფხვრეს. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და ასევე, ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება.

შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნები

28 ოქტომბერი 2018, 22:28

არჩევნები 2018

შალვა ნათელაშვილი არცერთი პარტიის ეგზიტპოლს არ ენდობა

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სამივე ეგზიტპოლი, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა დაუკვეთს, სამარცხვინო და ფალსიფიცირებულია. ნათელაშვილის თქმით, ის ეგზიტპოლის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

შემთხვევის ადგილი

28 ოქტომბერი 2018, 22:27

ძალოვნები

სოფელ კარალეთთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ერთმანეთს BMW-ეს მარკის ავტომობილი და "მინივენი" დაეჯახნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება საარჩევნო უბანზე

28 ოქტომბერი 2018, 22:14

არჩევნები 2018

ყიზილაჯილოს #49 უბნის კომისიის წევრმა საიას დამკვირვებელს ხელი ჰკრა

საიას განმარტებით, ხმის დათვლის პროცესის დროს, კომისიის წევრი დამკვირვლებლისგან მიღებული შენიშვნების გამო გაღიზიანდა. ორგანიზაციის თქმით, ეს დარღვევების დიდი რაოდენობაზე მეტყველებს. საიას დამკვირვებელმა საარჩევნო უბანი დატოვა.

28 ოქტომბერი 2018, 22:08

ტაბლოიდი

მექსიკაში „მკვდრების ფესტივალი“ დაიწყო

მექსიკაში ყოველწლიური მკვდრების დღის Día de Muertos ფესტივალი დაიწყო. ქვეყნის დედაქალაქში მოცეკვავეები და თეატრის მსახიობები სხვადასხვა ფორმების წარსდგნენ. ტრადიციისამებრ, ამ დღესასწაულზე ჩონჩხების ფორმას იცვამენ.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

28 ოქტომბერი 2018, 22:00

არჩევნები 2018

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს 02:00 საათისთვის გამოაცხადებს

მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგომში დაუყოვნებლივ განთავსებული იქნება ცესკო-ს სპეციალურ ვებგვერდზე.

28 ოქტომბერი 2018, 21:49

არჩევნები 2018

რა დარღვევები გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევნებზე

დღის განმავლობაში არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე საჩივარი დაწერა. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ პოლიტიკურ პარტიებსაც. მმართველი პარტია და ოპოზიცია გარკვეულ დარღვევებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

28 ოქტომბერი 2018, 21:44

არჩევნები 2018

საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობა 46,74% იყო

ცესკოში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გააკეთეს განცხადება. ცეკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია.

28 ოქტომბერი 2018, 21:28

სპორტი

ბარსელონამ რეალი ანგარიშით 5:1 დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურში, „ბარსელონამ“ „რეალი“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა. „რეალის“ კარისკენ ჰეტ-ტრიკი ლუის სუარესმა შეასრულა, თითო გოლი ფილიპე კოუტინიუმ და არტურო ვიდალმა გაიტანეს. ერთადერთი გოლი „ბარსელონას“ კარში მარსელმა გაიტანა.

უბედური შემთხვევა ახმეტაში

28 ოქტომბერი 2018, 21:24

ძალოვნები

ახმეტაში ახალგაზრდა ბიჭს დენმა დაარტყა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში უბედური შემთხვევა მოხდა. 23 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდას ცხენის ურმით შეშა მიჰქონდა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო.

28 ოქტომბერი 2018, 21:22

ტაბლოიდი

მერკელმა პუტინს კითხვა რუსულად დაუსვა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკლემა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კითხვა რუსულ ენაზე დაუსვა, როდესაც ისინი სტამბოლში სამიტზე იმყოფებოდნენ. მერკელმა ჰკითხა პუტინს, იცვამს თუ არა ის „ციმბირული პალტოს“, რის შემდეგაც საგრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან ერთად ციმბირის მიმართ პუტინის სიყვარულზე ილაპარაკეს.

ავარია თელავში

28 ოქტომბერი 2018, 21:14

ძალოვნები

თელავში ავარიას ფეხითმოსიარულე ემსხვერპლა

თელავში ფეხითმოსიარულე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუახნის კაცი გზაზე გადადიოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

დარღვევები საარჩევნო უბნებზე

28 ოქტომბერი 2018, 21:09

არჩევნები 2018

საიამ დღის განმავლობაში 94 საჩივარი და 40 შენიშვნა დაწერა

სულხან სალაძის თქმით, მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზების და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები. სულხან სალაძე ამბობს, რომ დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან სატელეფონო ზარებით ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ტენდენციაც.

28 ოქტომბერი 2018, 21:08

არჩევნები 2018

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მივიდა. შტაბში ასევე იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

28 ოქტომბერი 2018, 21:02

მსოფლიო

აშშ-ში სინაგოგაზე თავდამსხმელი შეიძლება სიკვდილით დასაჯონ

პიტსბურგის სინაგოგაზე თავდამსხმელს შესაძლოა სიკვდილით დასჯა მიესაჯოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის მთავარმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა განუცხადა.

გრიგოლ ვაშაძე

28 ოქტომბერი 2018, 20:59

არჩევნები 2018

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ ეს არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს

„ჩვენი და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები შეადარეთ. ეს სამედიცინო დიაგნოზია. მიუხედავად ამისა, მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად მასობრივი მოსყიდვისა, მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ. უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის მოვუგეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნები

28 ოქტომბერი 2018, 20:57

არჩევნები 2018

უსუფაშვილი: ამაღამ უბნებზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება

"შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში 2% მიიღო, აცხადებს, რომ მეორე ტური იქნება, რომელშიც ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

28 ოქტომბერი 2018, 20:52

არჩევნები 2018

ცესკოში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ითვლიან

ცესკოს ინფორმაციით, იმ სამხედროებისთვის, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ორი საარჩევნო უბანი - მაზარი შარიფისა და ბაგრამის უბნები იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცედურა ამ უბნებზე 25 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, ავღანეთში, ორივე სამხედრო ბაზაზე სულ რეგისტრირებული იყო 875 ამომრჩეველი.

ეკა გიგაური საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევები

28 ოქტომბერი 2018, 20:44

არჩევნები 2018

საერთაშორისო გამჭვირვალობამ საპრეზიდენტო არჩევნები შეაჯამა

ეკა გიგაურის თქმით, ყველაზე საგანგაშო დარღვევა, რომელიც მათ დააფიქსირეს, ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვაა. ეკა გიგაურის თქმით, ორგანიზაცია დამკვირვებლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 6 ფაქტი დააფიქსირეს. ეკა გიგაური მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს მოიკვლიონ ეს შემთხვევები.

ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი 2018, 20:40

არჩევნები 2018

ზურაბ ჯაფარიძე გამოცხადებული შედეგებით ყველა შემთხვევაში კმაყოფილია

„ჩვენ ვაკეთებთ პარალელურ დათვლას, დაახლოებით 10 პროცენტი გვაქვს მოცული, სადაც გვყავს საკუთარი წარმომადგენლები. კომენტარს გავაკეთებთ, როცა გვექნება მეტ-ნაკლები სურათი ჩვენი პარალელური დათვლის. გვგონია, რომ „გირჩს“ უფრო მეტი შედეგი უნდა ჰქონდეს , ვიდრე ვნახეთ ეგზიტპოლებში. ამ შედეგითაც კი, გირჩი არის საქართველოში ყველაზე პერსპექტიული პარტია”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2018, 20:34

არჩევნები 2018

კობახიძე: ნაციონალები რუსთავის, თელავის, ბათუმის და ზუგდიდის ოლქებზე პროვოკაციებს გეგმავენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის, თელავის, ბათუმისა და ზუგდიდის ოლქების გარკვეულ უბნებზე პროვოკაციებს გეგმავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი

28 ოქტომბერი 2018, 20:29

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ცესკოს შედეგებს ელოდება

სალომე ზურაბიშვილის შტაბში გამარჯვებას ზეიმობენ, თუმცა ბრიფინგზე ითქვა, რომ მათი ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება 2.6%-ია. "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა.

დავით ბაქრაძე

28 ოქტომბერი 2018, 20:20

არჩევნები 2018

დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე არჩევნებში დამარცხებას აღიარა. ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.