არქივი

22 სექტემბერი 2017, 01:24

მსოფლიო

ერდოღანი ტრამპის მეგობარი გახდა

“ერდოღანი ჩემი მეგობარი გახდა. ვფიქრობ, ახლა ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, როგორც არასდროს“, თქვა ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ნიუ იორკში, გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

22 სექტემბერი 2017, 01:01

მსოფლიო

ავსტრიაში ავღანელმა მიგრანტმა 14 წლის და მოკლა

ახალგაზრდამ აღიარა, რომ მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში მას შემდეგ ჩაიდინა, რაც მისმა დამ სკოლაში სიარულზე უარი თქვა, რასაც ოჯახში კამათი მოჰყვა. მიგრანტის განმარტებით, მან ვერ აიტანა ის, რომ მისმა დამ მშობლებზე ხმა აიმაღლა, რის გამოც მას ხელი ჰკრა.

22 სექტემბერი 2017, 00:54

მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი Walmart-ის დამფუძნებლის შვილი გახდა

Walmart-ის მაღაზიათა ქსელის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილი ელის უოლტონი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. Forbes-ის მონაცემებით, იმპერიის მდიდარი მემკვიდრის ქონება 33,8 მილიარდ დოლარად ფასდება. ყველაზე მდიდართა საერთო რეიტინგში ის მე-17 ადგილს იკავებს.

22 სექტემბერი 2017, 00:27

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ხელოვნური თითით სკანერი მოატყუეს

მიჩიგანის შტატის მეცნიერებმა ანაბეჭდების სკანერის მოსატყუებლად ხელოვნური თითი შექმნეს. მათ მოწყობილობის საშუალებით თანამედროვე ამომცნობი სისტემების დაცულობის შესწავლა სურდათ.

22 სექტემბერი 2017, 00:20

კულტურა

Pet Shop Boys-ის წევრები ტრანსვესტიტებმა გაძარცვეს

კრის ლოუ და ნილ ტენანტი, რომლებიც რიოში ფესტივალ Rock in Rio-ზე ჩავიდნენ ტურისტულ რაიონში დაცვის გარეშე სეირნობდნენ, როდესაც მათთან არასტანდარტული მძარცველები მივიდნენ. ვარსკვლავები სასტუმროში ფულის და მობილური ტელეფონების გარეშე დაბრუნდნენ.

22 სექტემბერი 2017, 00:08

მსოფლიო

სტამბოლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

სტამბოლში ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ხანძარი გაუჩნდა. შედეგად მფრინავი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა

21 სექტემბერი 2017, 23:45

საქართველო

გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ე.წ ბორდერიზციის პრობლემა, ის სირთულეები, რომელსაც აწყდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები, განსაკუთრებით გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე.

21 სექტემბერი 2017, 23:31

მსოფლიო

გერმანელმა პოლიტიკოსებმა თეთრი ფხვნილის შემცველი კონვერტები მიიღეს

ბუნდესტაგის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანელი წამყვანი პოლიტიკოსების ნაწილმა უცხო პირებისგან წერილები მიიღეს, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო მოთავსებული.

21 სექტემბერი 2017, 23:27

მსოფლიო

პარიზში ერთადერთი ცათამბჯენის რეკონსტრუქცია იგეგმება

MAD-ის არქიტექტორებმა პარიზში მონპარნასის კოშკის განახლების პროექტი, სახელწოდებით “მირაჟი", წარმოადგინეს. ამ პროექტის მიხედვით, შენობის ფასადი მინის პანელებით დაიფარება ისე, რომ მასზე ქალაქი აისახოს.

21 სექტემბერი 2017, 22:54

ეკონომიკა

საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა

საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც გაეროს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

21 სექტემბერი 2017, 22:46

მსოფლიო

დონის როსტოვში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

დონის როსტოვში 10-სართულიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორია.

21 სექტემბერი 2017, 22:25

ეკონომიკა

22 სექტემბერს თელასის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დიდუბის რაიონიში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

21 სექტემბერი 2017, 22:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა

დონალდ ტრამპის განმატებით, ახალი სანქციების მიზანია ჩრდილოეთ კორეას იმ წყაროებთან წვდომა აუკრძალოს, რომლებიც კაცობრიობისთვის ყველაზე მომაკვდინებელი იარაღის შექმნას აფინანსებენ.

21 სექტემბერი 2017, 21:54

ძალოვნები

ადიგენში ხანძარი გაჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფია გასული და დამატებითი ინფორმაცია სპეციალისტების ხანძრის კერასთან მისვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

21 სექტემბერი 2017, 21:41

ძალოვნები

წულუკიანი: გვანცა ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არ გვახარებს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გვანცა ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ გამოძიება არ შესულა საქმის სიღრმეებში და დეტალები განხილული არ ყოფილა.

21 სექტემბერი 2017, 21:36

ძალოვნები

ზესტაფონის პოლიციის უფროსის სახლი გაქურდეს

ქურდობის ფაქტი მოხდა ზესტაფონში. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის დავით გიგაშვილის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს, სადაც ის ქირით ცხოვრობდა.

21 სექტემბერი 2017, 21:24

მსოფლიო

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გარდაიცვალა

ფრანგი ბიზნეს ლედი 94 წლის იყო. Forbes-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბეტანკური მე-14 ადგილს იკავებდა. მისი ქონება 44,7 მილიარდ დოლარს შეადგენს

21 სექტემბერი 2017, 21:08

ტექნოლოგიები

კოსმოსში ანომალიური ობიექტი აღმოაჩინეს

288P-ი ასტეროიდების სარტყელში, მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს. ასტრონომების თქმით, ის 2 სხეულისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ და მტვრისა და გაზის ღრუბლებითა გარშემორტყმული

21 სექტემბერი 2017, 20:55

ძალოვნები

ბაჩო სირაძის პროცესზე მოწმე პოლიციელი დაიკითხა

საქალაქო სასამართლოში დღეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღეს პროცესზე ის პოლიციელი დაკითხეს, რომლის საიდუმლო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზეც ჩატარდა ბაჩო სირაძის დაკავების ოპერაცია.

21 სექტემბერი 2017, 20:46

საქართველო

თბილისის საბავშვო ბაღები გადატვირთულია

მშობლების მტკიცებით, თბილისის საბავშვო ბაღები გადატვირთულია და ჯგუფებში აღსაზრდელთა რიცხვი კანონით გათვალისწინებულ ნორმას აღემატება. საკუთარი არგუმენტები აქვთ ბაღების ხელმძღვანელებს.

21 სექტემბერი 2017, 20:44

არჩევნები 2017

ზუგდიდში მერობის 7 კანდიდატი დარეგისტრირდა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის 7კანდიდატი დარეგისტრირდა. მათგან 6 მერობისთვის პარტიული ნომრით იბრძოლებს, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

21 სექტემბერი 2017, 20:44

საქართველო

ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს

დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული ამჯერად კიდევ 661 ბავშვი გახდა. ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ამ დროისთვის ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს.

21 სექტემბერი 2017, 20:38

საქართველო

არასამთავრობოები ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ

“თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქტივისტის, დათო სუბელიანის თქმით, მათ დღეს ნარკოპოლიტიკის სფეროში აუცილებლად განსახორციელებელი ცვლილების შესახებ დოკუმენტაცია თეა წულუკიანს პირადად გადასცეს.

21 სექტემბერი 2017, 20:23

არჩევნები 2017

არჩევნებში მონაწილე პარტიების სიების ათეულები ცნობილია

დღეს, ზუსტად 18 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროპორციული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. არჩევნებში მონაწილე პარტიების სიების ათეულები ცნობილია.

21 სექტემბერი 2017, 20:05

ძალოვნები

თუშეთში, პირიქითა ხეობაში ხანძარი გაჩნდა

თუშეთის პირიქითა ხეობაში ცეცხლი ნასოფლარის ტერიტორიაზე გავრცელდა. როგორც imedinews- ს თუშეთის სოფელ ომალოში მცხოვრებლმა სოსო ბაბულაიძემ უთხრა, ხანძარი , სავარაუდოდ, გუშინ გაჩნდა და ძირითადად ბალახი იწვის.

21 სექტემბერი 2017, 19:56

ტაბლოიდი

ავტომობილის ქვეშ დამალულმა კატამ 130 კილომეტრი იმგზავრა

ბელგიელის თქმით, ბოლოს ის ავტომობილით სახლიდან 130 კილომეტრის მოშორებით გაჩერდა. ქალმა კატა შეიფარა და სოციალურ ქსელში განცხადებაც განათავსა, რის შემდეგაც მან კატის პატრონები იპოვა.

21 სექტემბერი 2017, 19:52

არჩევნები 2017

ფოთში მერობის სამი კანდიდატი ქალია

ფოთში მერობისთვის 6 კანდიდატიდან 3 ქალი იბრძოლებს: "ახალი საქართველოს" კანდიდატი ინგა ჭანტურია, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მაკა ჯინჯოლია და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი.

21 სექტემბერი 2017, 19:28

ძალოვნები

ახალციხის სოფელ ანდრიაწმინდაში ხანძარია

ცეცხლი ხმელ ბალახსა და ტყესთან ახლოს ტერიტორიას უკიდია. ადგილზე მობილიზებულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ათეულობით მეხანძრე–მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესი საათზე მეტია მიმდინარეობს.

21 სექტემბერი 2017, 19:27

საქართველო

კვირიკაშვილი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

ოფიციალური მიღება აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.

21 სექტემბერი 2017, 19:24

არჩევნები 2017

ცესკოში სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა

ცესკო-ში საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა, ასევე 14-მა მერობის კანდიდატმა რეგისტრაციის გავლის მიზნით მომართა ცესკოს, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.