არქივი

ეგზიტპოლის შედეგები საპრეზიდენტო არჩევნები

28 ოქტომბერი 2018, 20:03

არჩევნები 2018

საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. ეგზიტპოლი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა.

Xiaomi Mi Mix 3

28 ოქტომბერი 2018, 19:40

ტექნოლოგიები

Xiaomi-ის 5G სმარტფონის ღირებულება და ტექნიკური მახასიათებლები ცნობილია

5G ფლაგმანს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორი და 6.39-ინჩიანი ეკრანი აქვს, რომლის გაფართოებაც 2,340 x 1,080 პიქსელია. მოწყობილობა 10GB-იანი RAM-ით არის აღჭურვილი. Mi Mix 3-ს ოთხი კამერა აქვს. მომხმარებლები მის გამოცდას მომავალ წლამდე ვერ შეძლებენ.

ავღანელი დევნილები

28 ოქტომბერი 2018, 19:40

მსოფლიო

ავღანეთში გერმანიიდან 1200-მდე ბავშვი და მოზარდი დაბრუნდა

2016 წლიდან მოყოლებული გერმანიიდან ავღანეთში, საკუთარი სურვილით 1200-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი დაბრუნდა. ამის შესახებ DW ინფორმაციას Funke Mediengruppe-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ავღანეთში დაბრუნებულთა ნახევარი 12 წლამდე ასაკის არის.

28 ოქტომბერი 2018, 19:35

მსოფლიო

თურქეთის არმიამ სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

თურქეთის არმიას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების გასამხედროებული ფორმირების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. კერძოდ, თურქულმა ძალებმა იერიში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქალაქ აინ-ელ-არაბის რაიონში მიიტანეს.

28 ოქტომბერი 2018, 19:20

მსოფლიო

დორტმუნდში საფეხბურთო მატჩზე არეულობისას 40-ზე მეტი გულშემატკივარი დაშავდა

ისინი სამართალადამცველებს დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი პოლიციის მიერ ბანერის ჩამოხსნა გახდა. ტრიბუნებზე დაწყებული დაპირისპირება ტრიბუნების ქვეშ შენობაში გაგრძელდა. გულშემატკივრებმა პიროტექნიკა გამოიყენეს. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოყენეს.

მუზეუმი

28 ოქტომბერი 2018, 19:06

კულტურა

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ სირიის ეროვნული მუზეუმი გაიხსნა

კულტურული სიმდიდრეების დღის სინათლეზე გამოტანა სირიის მთავრობამ, დედაქალაქის მახლობლად, ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო.

გოგი წულაია

28 ოქტომბერი 2018, 18:58

საქართველო

გოგი წულაია არ გაჩერდება და ხმებს დაიცავს. ვიდეო

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ შტაბის უფროსის გოგი წულაიას თქმით, ის არ გაჩერდება და ყველა ხმას დაიცავს. მისი თქმით, გაყალბების პირველი ფაზა მიღწეულია და ხმების დათვლის დროს მეორე ეტაპი დაიწყება, რასაც არ დაუშვებს.

საია საპრეზიდენტო არჩევნები და დარღვევები

28 ოქტომბერი 2018, 18:38

არჩევნები 2018

საია: სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი დარღვევები ფიქსირდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18:00 საათისთვის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები წარადგინა. საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, პროცედურული დარვევების გარდა, დაფიქსირდა ისეთი დარღვევებიც, რომლებიც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

მიგრანტები

28 ოქტომბერი 2018, 18:31

მსოფლიო

ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა 520 მიგრანტი გადაარჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში, გიბრალტარის სრუტეში დღის განმავლობაში მიგრანტების რამდენიმე გემი ჩაიძირა. მაშველებმა 520 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. მიგრანტები აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ზღვის გავლით გეგმავდნენ ესპანეთამდე მიღწევას. დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ ერთმა ნავმა მიაღწია, - მასში 70 მიგრანტი იყო. მათ კანარის კუნძულებამდე უსაფრთხოდ მიაღწიეს.

რობოტი

28 ოქტომბერი 2018, 18:23

ტექნოლოგიები

ჩინურ საწარმოში რობოტები რობოტებს შექმნიან

ლაპარაკია $150 მილიონზე. ირკვევა, რომ ABB ამ თანხით შანხაიში საწარმოს ააშენებს, სადაც რობოტები რობოტებს შექმნიან. ABB განმარტავს, რომ მიზანი ისეთი წარმოების შექმნაა, რომელიც რობოტების ბაზარზე მსოფლიოში ფაქტობრივად უკონკურენტო იქნება. ABB შანხაიში წარმოების დაწყებას 2020 წლის მიწურულს გეგმავს.

საპრეზიდენტო არჩევნები ირაკლი სესიაშვილი

28 ოქტომბერი 2018, 18:21

საქართველო

სესიაშვილი: ნაციონალები გამიზნული აჟიოტაჟით რევოლუციურ ფონს ქმნიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კახეთის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სესიაშვილის თქმით, მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობის საშუალებას არ აძლევს.

28 ოქტომბერი 2018, 18:18

არჩევნები 2018

ევროპული საქართველოს წარმომადგენლის თქმით, ბიულეტენების ნაცვლად კექსის რეცეპტი ეჭირა

ზუგდიდში ევროპული საქართველოს წარმომადგენელს საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ. საჩივარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა. ამასთან, მან გაასაჯაროვა ვიდეომასალა, სადაც კომისიის თავმჯდომარე სთხოვს ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონდეს.

ნათია მეზვრიშვილი

28 ოქტომბერი 2018, 18:10

არჩევნები 2018

არჩევნებზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

7 საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები

28 ოქტომბერი 2018, 18:08

მსოფლიო

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ქვეყნის ლიდერის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი იბრძვის, - ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჟაირ ბოლსონარუ და მემარცხენე ფერნანდო ჰადადი „მშრომელთა პარტიიდან“. ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 7 ოქტომბერს, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმათა 51%-ის მიღება.

არჩევნები დარღვევები

28 ოქტომბერი 2018, 18:06

ტაბლოიდი

საგარეჯოს და ჩოხატაურის საარჩევნო უბნებზე სუფრა გაშალეს. ფოტოკოლაჟი

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრებს სარეგისტრაციო მაგიდებზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი და კენჭისყრის მიმდინარეობისას სადილობდნენ.

28 ოქტომბერი 2018, 17:59

არჩევნები 2018

ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 38,16%-ია

17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი ამომრჩეველთა 38,16%-მა (1 337 284) გააკეთა. 15:00 საათისთვის ეს მონაცემები 30,98% იყო. ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურშია 53,6%, ყველაზე დაბალი კი მარნეულში 28%.

დათა ვანიშვილი

28 ოქტომბერი 2018, 17:56

არჩევნები 2018

დათა ვანიშვილი ხმის მისაცემად მავთულხლართებიდან გადმოიპარა. ვიდეო

დათა ვანიშვილი, რომელიც სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობს, ხმის მისაცემად მავლთუხლართებიდან "გადმოიპარა". დათა ვანიშვილის თქმით, მან ის კანდიდატი შემოხაზა, რომელიც უთხრეს.

ლაშა შავდათუაშვილი

28 ოქტომბერი 2018, 17:50

სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ლაშა შავდათუაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრების წევრებმა აბუ-დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე უკვე მესამე ოქროს მედალი მოიპოვეს. წინა დღით გამარჯვებულები გახდნენ ამირან პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.

ანა მიქელაძე

28 ოქტომბერი 2018, 17:46

არჩევნები 2018

ცესკო: ბოლნისის ერთ-ერთ უბანზე ნაციონალების წარმომადგენელი საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდა

„ბოლნისის 4 საარჩევნო უბანზე, კერძოდ №27-ე, №34-ე, №35-ე და №36-ე უბნებზე, სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში. მათ მიიღეს გაფრთხილება. 3 უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო №27-ე უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ წარმომადგენელს დაატოვებინა უბანი", - განმარტავს ცესკოს პრესპიკერი.

28 ოქტომბერი 2018, 17:39

არჩევნები 2018

გურჯაანში ამომრჩეველს სავარაუდოდ ფული გადაუხადეს

გურჯაანის #2 საარჩევნო უბნიდან ამომრჩეველს გარეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ("საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი") დამკვირვებელი გაჰყვა და ფული გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილი

28 ოქტომბერი 2018, 17:28

არჩევნები 2018

თამარ ჩუგოშვილი: არანაირი „კარუსელი“ არ არსებობს

„თუ სადმე რაიმე დარღვევა დაფიქსირდება, ამაზე საარჩევნო კომისიის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება. არ არსებობს არანაირი „კარუსელი“ და ვერც იქნება. შეუძლებელია მსგავსი რამ. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, ქვეყანას მისცენ შესაძლებლობა, რომ მშვიდ, წყნარ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები“ - თქვა ჩუგოშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევები

28 ოქტომბერი 2018, 17:25

არჩევნები 2018

ქობულეთის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი დროებით დახურული იყო

ქობულეთის #92 ოლქის 32-ე საარჩევნო უბნის ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი ანდრიაძის საარჩევნო ნომერზე "57" წაშლილია ციფრი "7", რის შედეგადაც ბიულეტენზე ორი 5-იანი ფიქსირდება. ამ პრობლების გამო უბანი დროებით დაიხურა. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ამბობენ.

ავარია

28 ოქტომბერი 2018, 17:24

ძალოვნები

ხაშურში ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

საპრეზიდენტო არჩევნების

28 ოქტომბერი 2018, 17:23

არჩევნები 2018

სამართლიანი არჩევნები: სოფელ აბასთუმნის უბანზე ამომრჩეველი პირადობის მოწმობის ასლით გაატარეს

"სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში, 31-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა. რეგისტრატორმა ლეილა ბერიშვილმა ამომრჩევი რეგისტრაციაში არა პირადობის მოწმობის, არამედ მისი ასლის საშუალებით გაატარა.

ლაშა შავდათუაშვილი

28 ოქტომბერი 2018, 17:11

სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემის ფინალშია

აბუ-დაბის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) შვედ ტომი მაციასს დაუპირისპირდა და შეხედრის ბოლო წამებზე დაამარცხა. შედეგად, შავდათუაშვილი ფინალში გავიდა. დღეს გამართული ოთხივე შეხვედრა სპორტსმენმა იპონით მოიგო.

იაგო ნებიერიძე

28 ოქტომბერი 2018, 17:06

ძალოვნები

8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დაკავებულს წარდგენილი ბრალის თანახმად, თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

28 ოქტომბერი 2018, 17:02

არჩევნები 2018

ცესკომ საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი უარყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის #94 საარჩევნო უბნის კომისიის წევრები არ ადასტურებენ საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტს, რის შესახებაც იუწყებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

გორში ამომრჩეველი ცხენით მივიდა

28 ოქტომბერი 2018, 16:59

ტაბლოიდი

გორში ამომრჩეველი ხმის მისაცემად ცხენით მივიდა. ფოტოკოლაჟი

გორის #21-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად ცხენით მივიდა, თუმცა უბანზე შესვლის უფლება სკოლის დაჯარმა არ მისცა. ამომრჩეველი განაწყენდა და ტერიტორია ხმის მიცემის გარეშე დატოვა.

28 ოქტომბერი 2018, 16:51

მსოფლიო

ჩეხეთში ქვეყნის დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავს აღნიშნავენ

1918 წლის 28 ოქტომბერს, ჩეხოსლოვაკიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ავსტრია-უნგრეთის იმპერიისაგან. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულმა საბჭომ, პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ტომაშ გარიგ მასარიკი.

რაკეტა

28 ოქტომბერი 2018, 16:48

ტექნოლოგიები

ჩინურმა გადამზიდმა რაკეტამ ორბიტამდე ვერ მიაღწია

ბოლო პერიოდში ჩინეთი კოსმოსურ ინდუსტრიაში აქტიურ ნაბიჯებს დგამს. ერთ-ერთი ვერსიით ოფიციალურ პეკინს სურს ილონ მასკის SpaceX-ს კონკურენცია გაუწიოს. 2018 წლის მესამე კვარტალში ჩინურმა კომპანიებმა კოსმოსურ ინდუსტრიაში $69 მილიონის ინვესტიცია მიიზიდეს.