არქივი

21 სექტემბერი 2017, 16:45

ეკონომიკა

ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი ამოქმედდა

წესის მიხედვით, ანგარიშგებების წარდგენის პროცესი მოიცავს სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციას, ფინანსური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსებასა და ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ატვირთვას.

21 სექტემბერი 2017, 16:44

მსოფლიო

დონის როსტოვში 10-სართულიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეზობელი შენობიდან და საბავშვო ბაღიდან 400-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 61 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.

21 სექტემბერი 2017, 16:40

ძალოვნები

ფონიჭალაში კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს

ფონიჭალაში კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. იეთიმ გურჯის ქუჩაზე სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. დაკავებულის სახლი იჩხრიკება.

21 სექტემბერი 2017, 16:36

კულტურა

გერმანულ-ფრანგული ტელევიზია ფოთში დოკუმენტურ ფილმს იღებს

გერმანულ-ფრანგული საზოგადოებრივი ტელეარხი ARTE შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. ამ ეტაპზე გადაღებები ფოთში მიმდინარეობს. ARTE TV კოლხეთის ეროვნულმა პარკითა და 40-მეტრიანმა ისტორიული შუქურით დაინტერესდა.

21 სექტემბერი 2017, 16:34

კულტურა

ტომ კრუზს გადამღები ჯგუფის წევრების დაღუპვაში ადანაშაულებენ

დაღუპულების ოჯახის წევრება სასამართლოს მიმართეს. ისინი კინოკომპანიებს უსაფრთხოების ზომების დარღვევაში ადანაშაულებენ. ისინი ბრალდებას უყენებენ ასევე ფილმის რეჟისორს დაგა ლაიმანს და ტომ კრუზსს, რომელიც მთავარ როლს თამაშობდა.

21 სექტემბერი 2017, 16:31

ძალოვნები

თრუსოს ხეობაში დაკარგული ტურისტები ვერტმფრენით გადმოჰყავთ

ქართველი ტურისტების ჯგუფი, რომელიც თრუსოს ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, უკვე სამაშველო ვერტმფრენში იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ექვსივე პირი მაშველებმა იპოვეს და ამჟამად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

21 სექტემბერი 2017, 16:30

საქართველო

ომბუდსმენი განათლების სამინისტროს სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვას სთხოვს

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს მიმართავს წინადადებით, რომელშიც ის სამინისტროს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და მოსწავლეთა რელიგიური იდენტობის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის პრევენციას სთხოვს.

21 სექტემბერი 2017, 16:29

საქართველო

ევროკავშირის ელჩი ჯულიეტო კიეზას განცხადებებს ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროპარლამენტის ყოფილი წევრის, ჯულიეტო კიეზას ცხინვალის რეგიონში ჩასვლასა და მის მიერ გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა. იანოშ ჰერმანის თქმით, მსგავს განცხადებებს არანირი ძალა არ აქვს.

21 სექტემბერი 2017, 16:21

ძალოვნები

ოსების მიერ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას ევროკავშირის მისია გამოეხმაურა

ალექსი ადეიშვილის განცხადებაზე განმარტება ევროკავშირის მისიამ გააკეთა. როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება ალექსი ადეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

21 სექტემბერი 2017, 16:15

საქართველო

პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს ბლოკები ერთჯერადად დარჩება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება.

21 სექტემბერი 2017, 16:09

კულტურა

ვამპირებზე გადაღებული 20 საუკეთესო ფილმი დასახელდა

ვამპირების შესახებ გადაღებული 20 საუკეთესო ფილმი ამერიკულმა ჟურნალმა Esquire-მა დაასახელა. სიის სათავეში ჯორჯ კლუნის, კვენტინ ტარანტინოსა და სელმა ჰაიეკის მონაწილეობით, 1996 წელს გადაღებული ფილმი "აისიდან დაისამდე" (From Dusk Till Dawn) მოხვდა.

21 სექტემბერი 2017, 16:05

ძალოვნები

სოფელ ნახირღელეში სამხედრო პოლიგონზე ხანძარია

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თემურ ქოჩიაშვილის განცხადებით, ხანძარი სხვადასხვა ადგილებშია, ამიტომ მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება. ქოჩიაშვილის თქმით, ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

21 სექტემბერი 2017, 15:56

საქართველო

ბათუმში შშმ ბავშვებისთვის განკუთნილი ატრაქციონები თვითნებურად აიღეს

ბათუმში, მოსახლეობის ნაწილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების აღება მოითხოვა. ბათუმის მერიამ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს.

21 სექტემბერი 2017, 15:51

საქართველო

წინასწარი ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში დამწვარია 752 ჰა ფართობი

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 20–26 აგვისტოს ტყის ხანძრის შედეგად, ბორჯომში დამწვარია 752 ჰა ფართობი, საიდანაც 525 ჰა 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა.

21 სექტემბერი 2017, 15:44

საქართველო

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში მსოფლიოს 23-ე ჩოგანი ჟილ მიულერი 2 სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 13 წუთი გაგრძელდა.

21 სექტემბერი 2017, 15:37

მსოფლიო

ლე პენის პარტია ვიცეპრეზიდენტმა დატოვა

ფლორიან ფლიპოტი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული მარინ ლე პენის მარჯვენა ხელი იყო. ფლიპოტის წყალობით, პარტიის დღის წესრიგი, სადაც მთავარ ადგილს მიგრაციის პრობლემა იკავებდა, შეიცვალა ისეთ თემით, როგორიცაა გლობალიზაციის უარყოფითი გავლენა დასაქმებულ პირებზე.

21 სექტემბერი 2017, 15:27

მსოფლიო

სტამბოლის სასამართლოს შენობაში ორმა დაჯგუფებამ ცეცხლი გახსნა

სტამბოლში, სასამართლოს შენობაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ორმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი ერთმანეთს გაუხსნა. ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს. დაშავებული ორი პირიდან, ერთი ბავშვია. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

21 სექტემბერი 2017, 15:12

მსოფლიო

ინდოეთში დირექტორისა და მასწავლებლის მიერ გაუპატიურებული გოგო სიკვდილს ებრძვის

სკოლის დირექტორი და მასწავლებელი მოსწავლეზე სამი თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდნენ. გოგო დაორსულდა. მასწავლებლებმა კი მას აბორტის გაკეთება აიძულეს, რის გამოც გოგოს ჯანმრთელობა საფრთხეშია.

21 სექტემბერი 2017, 15:06

საქართველო

სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე დარღვევა ვერ აღმოაჩინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1992 წელს დაბადებული გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გვანცა ყუფარაძის ადვოკატები სისხლის სამართლის პროცედურების სამართლიანობასა და პატიმრობის პირობებს ასაჩივრებდნენ.

21 სექტემბერი 2017, 15:06

ტექნოლოგიები

Apple Inc-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა

დღეისთვის iOS 11-ის საოპერაციო სისტემას ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია Apple Inc-ის მოწყობილობების და iOS ოპერაციული სისტემის ქართველი მომხმარებლებისთვის.

21 სექტემბერი 2017, 15:00

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში იმყოფება

აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი არის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური მხარდაჭერა.

21 სექტემბერი 2017, 14:53

მსოფლიო

ბრიუსელში ტერორისტებთან კავშირის გამო პოლიციელი დააკავეს

პოლიციელი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას, WhatsApp-ის გამოყენებით, ტერორიზმში ეჭვმიტანილ ერთ-ერთ პირს აწვდიდა. ბრიუსელის სამართალდამცავმა უწყებამ პოლიციელის დაკავების ფაქტი დაადასტურა.

21 სექტემბერი 2017, 14:45

ტაბლოიდი

თუთიყუშმა Amazon Echo-ზე მოოქრული სასაჩუქრე ყუთები შეუკვეთა

ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბადის პატრონი, ლონდონის მცხოვრები კორინ პრეტორიუსი სახლში არ იყო. თავდაპირველად კორინმა შემკვეთი ვერაფრით დაადგინა. მოგვიანებით კორინმა თუთიყუშის დინამიკთან დიალოგი ვიდეოზე გადაიღო.

21 სექტემბერი 2017, 14:35

საქართველო

საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან ახლოს, აზერბაიჯანის ზაქათალა-ბელაქნის რეგიონში 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:06 საათზე დაფიქსირდა. ამ დრომდე ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

21 სექტემბერი 2017, 14:35

ტაბლოიდი

მელანია ტრამპს გემოვნებას უწუნებენ

აშშ-ის პირველი ლედის სამოსი სოციალურ ქსელებში განხილვისა და დაცინვის საბაბი გახდა. მელანია ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლისთვის მკვეთრი ფერის ტანსაცმელი შეარჩია.

21 სექტემბერი 2017, 14:27

საქართველო

გიორგი ანდრიაძე: პრეზიდენტმა მოქალაქეობა საქართველოს მტრებს მიანიჭა

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, 2016-17 წლებში პრეზიდენტმა ქვეყნის მოაქლაქეობა საქართველოს მტრებს მიანიჭა. ირკვევა, რომ გიორგი ანდრიაძე "საქართველოს მტრებში" თურქეთის მოქალაქეს გულისხმობს.

21 სექტემბერი 2017, 14:23

არჩევნები 2017

უსუფაშვილმა გორში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

მერობისთვის გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი კი ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელი და ერთ-ერთი მფლობელი ბადრი ნანეტაშვილია.

21 სექტემბერი 2017, 14:22

საქართველო

ოსების მიერ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს

"სუს-ის აქტიური ჩარევით და ცხელ ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციით დეფაქტო ხელისუფლებასთან და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ალექსი ადეიშვილის გათავისუფლება მოხერხდა მეორე დღესვე", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

21 სექტემბერი 2017, 14:18

მსოფლიო

კალიფორნიის შტატმა ტრამპს მექსიკის კედლის მშენებლობისთვის სასამართლოში უჩივლა

სარჩელში წერია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უგულებელყო ფედერალური და სახელმწიფო გარემოსდაცვით კანონები. პროკურატურის ცნობით, კედლის მშენებლობა არაკონსტიტუციურიც არის და შტატით გათვალისწინებულ უფლებებს არღვევს.

21 სექტემბერი 2017, 14:15

ეკონომიკა

საქართველოში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი იმყოფება

ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხილვა, ასევე „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო პოზიციის მიმოხილვა იყო.